რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს,

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

რუსთავში, დასასრულს უახლოვდება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უცხოელი სკულპტორები, ექსკლუზიურად რუსთავისთვის ქმნიან ქანდაკებებს.

რუსთავის ცენტრალურ პარკში სიმპოზიუმი 7 ივნისს გაიხსნა.

,,რუსთავის ცენტრალურ პარკში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ. სპეციალურად სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სივრცეში 13 მოქანდაკე მუშაობს იმისთვის, რომ ქალაქისთვის უნიკალური სკულპტურები შეიქმნას. 29 ივნისს გვექნება საერთაშორისო სიმპოზიუმის გრანდიოზული დახურვა და ვნახავთ შედეგს – სკულპტურებს, რომელთაც ქალაქში სხვადასხვა ადგილზე განვათავსებთ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, მომავალ წლებშიც გაგრძელდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სიმპოზიუმში, 8 ქართველი და 5 უცხოელი – ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები იღებენ მონაწილეობას. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში მოწვეული ხელოვანების სტატუსით, ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგი არიან ჩართულები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სიმპოზიუმის ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 90 იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რუსთავის მერიამ წელს აღადგინა. ქანდაკებები, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში, 8 ივნისიდან იქმნება და ამ პროცესის დაკვირვების საშუალება, ყველა მსურველს აქვს.

რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების წევრია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს,. 16 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/რუსთავში-მოქანდაკეთა-სა/

სტატიის ციტირება
ირინა დათაშვილი. რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
READ  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კერძო კომპანიებმა შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - ITB China 2024 მიიღეს მონაწილეობა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network