სხვიტორი. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, იმერეთის მხარე










NASA-ს ცნობით, დიდმა ასტეროიდმა შესაძლოა დედამიწასთან საკმარისად ახლოს გაიაროს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და არსებობს შანსი, რომ პლანეტას დაეჯახოს.
NASA-ს დედამიწის ახლომდებარე ობიექტების კვლევის ცენტრის თანახმად, კოსმოსური კლდე, სახელად 2024 YR4 -130 ფუტიდან 330 ფუტის დიამეტრს შორის არის და შესაძლოა დედამიწას ის 2032 წელს დაეჯახოს.
მაგრამ, კოსმოსური ექსპერტების აზრით, ალბათობა დაბალია და შანსი მხოლოდ 1.3%-ია, რომ ასტეროიდმა პლანეტაზე პირდაპირი ზემოქმედება მოახდინოს 2032 წლის 22 დეკემბერს.
„თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.
უმაღლესი დონის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის – მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.
შენობაში დამონტაჟდა გაგრილების სისტემა, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს როგორც ტენიანობის დონეს, ისე მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდა ორი ტაბლო და განათების სისტემა. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
სპორტული კომპლექსი აღიჭურვა ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა-დანადგარით. იატაკის სპეციალიზებული იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).
ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი უზრუნველყო ჩეხურმა კომპანიამ.
ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველო თებერვალში თბილისში ბაკურიანსა და ბათუმში უმასპინძლებს. ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბაკურიანში ბიათლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობაც დაასრულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
„ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. ხარისხი არის ისეთი, როგორიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და 2025 წლის საერთაშორისო ტურნირს, რომელიც 9 თებერვალს იღებს სტარტს, ღირსეულად ვუმასპინძლებთ. მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს და თბილისის მერს, ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდა. როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება, რა თქმა უნდა, იქმნება შესაძლებლობაც, რომ აღნიშნული სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს, წინ წავიდეს და ხელი შეუწყოს ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ჩართვას აპირებს ან უკვე ჩართულია. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, რადგან ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გველოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ყინულის არენა ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება. შენობაში მოეწყო 60/30 მეტრის ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის – მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო.
ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფრანგმა ბალერინამ, ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა
| საქართველოს ეროვნული მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზირი N3 |
| სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზირი N3 |
| ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი | ლადო გუდიაშვილის ქუჩა N1 |
| იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი | სიონის ქუჩა N1 |
| თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ | კუს ტბის ასახვევი N1 |
| საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზირი N3 |
| ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი | ქუჩიშვილის ქუჩა N7 |
| მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი | რევაზ ლაღიძის ქუჩა N1 |
| ეროვნული გალერეა | შოთა რუსთაველის გამზირი N 11 |
| იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი | როდენის ქუჩა N 6 |
| საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი | გიორგი ჭანტურიას ქუჩა N 8 |
| ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი | ი. ჭავჭავაძის პირველი შესახვევი სახლი 2, I სადარბაზო, 7 სართული |
| ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი | ალ. გრიბოედოვის ქუჩა N 18 |
| საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი | ია კარგარეთელის ქუჩა N 6 |
| საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი | შალვა დადიანის ქუჩა N 28 |
| ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი | სამღებროს ქუჩა N 6 |
| აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი | გიორგი ცაბაძის ქუჩა N 6 |
| დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი | ანტონ კათალიკოსის ქუჩა N 3 |
| მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი | ვახტანგ გორგასლის ქუჩა N 17 |
| კინოს ისტორიის მუზეუმი | ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N 88 |
| თოჯინების მუზეუმი | იოანე შავთელის ქუჩა N 17 |
| თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზირი N 25 |
| შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზირი N 17 |
| კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმი | კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N 4 |
| თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი | ალ. გრიბოედოვის ქუჩა N 22 |
| თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი | ჟ. შარდენის ქუჩა N 19 |
| თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიის მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზირი N 10 |
| ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი | ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N 7 |
| შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი | გ. ჩუბინაშვილის ქუჩა N 13 |
| ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი | ნიკო ფიროსმანის ქუჩა N 29 |
| მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი | მიხეილ ზანდუკელის ქუჩა N 1 |
| სმირნოვების მუზეუმი | გალაკტიონის ქუჩა N 20 |
| ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი | დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N 10 |
| ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმი | დავით აღმაშენებლის გამზირი N 83 |
| ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი | ჩახრუხაძის ქუჩა N 17 |
| გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი | კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N 4 |
| ნიკოლოზ იგნატოვის სახლ-მუზეუმი | მიხეილ ზანდუკელის ქუჩა N 6 |
| ოთარ თაქთაქიშვილის ბინა-მუზეუმი | ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა N 7 |
| ნათელა იანქოშვილის ბინა-მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზირი N 26 |
| ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის მუზეუმი | ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა N 16 |
| სოსო წერეთლის ბინა-მუზეუმი | დიმიტრი უზნაძის ქუჩა N 2 |
| მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი | მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა N 21 |
| იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი | ალგეთის ქუჩა N 1 |
| დენდროლოგიური მუზეუმი(თბილისის ბოტანიკური ბაღი) | ბოტანიკის ქუჩა N 1 |
| ანიმაციური თოჯინების მუზეუმი | ამაღლების ქუჩა N 29 |
| თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმი | ალ. გრიბოედოვის ქუჩა N 8 |
| თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მუზეუმი | ილია ჭავჭავაძის გამზირი N 1 |
| თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი | ილია ჭავჭავაძის გამზირი N 13 |
| საქართველოს გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმი | დავით აღმაშენებლის გამზირი N 150ა |
| საქართველოს მინერალების მუზეუმი | ლესელიძის ქუჩა N 27/1 |
| ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი | ალ. გრიბოედოვის ქუჩა N 8 |
| რევაზ ლაღიძის მუზეუმი | ილია ჭავჭავაძის გამზირი N 32 |
| უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი | დიმიტრი უზნაძის ქუჩა N 12 |
| აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმი | დავით აღმაშენებლის გამზირი N 3 |
| გურამ რჩეულიშვილის მუზეუმი | დავით აღმაშენებლის გამზირი N 3 |
| თბილისის პირველი საჯარო სკოლის მუზეუმი | რუსთაველის გამზირი N 10 |
| ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მუზეუმი | ჩოლოყაშვილის ქუჩა N 3/5 |
| მ.შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი | დ.უზნაძის N 51 |
ტურისტული ბანაკი ზეთა ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2 300 მეტრ სიმაღლეზე, ჭაუხის ძირში მდებარეობს.
ზეთას ბანაკის ტერიტორია კეთილმოწყობილია, იქ დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო. ბანაკი 2009 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი – 5,986,754 მგზავრი, 25,607 რეისი).
„2024 წელი ქართული ავიაციისთვის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი იყო. ჩვენ შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც წინა წელთან შედარებით 24 %-იან ზრდას წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და 2024 წელს წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით. რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ველოდებით კიდევ უფრო მეტ მგზავრთნაკადს და კიდევ უფრო მეტ მიმართულებას “, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, 2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში – 4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და შესრულდა 22,715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 3,693,942 მგზავრი, 17,456 – რეისი).
რაც შეეხება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041-რეისი).
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი).
2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი ავიამიმართულებების დაწყების მიზნით.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
ძველით ახალი წლის ტრადიცია საქართველოში წლებია არსებობს. ძველით ახალ წელს საქართველოში 14 იანვარს აღნიშნავენ.
ბავშვებიც თოვლის ბაბუას წლიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. “მეორე ახალ წელს” თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს – ძველით ახალი წელი.
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ. კალანდა ძირითადად, გურულ ტრადიციად მიიჩნევა, თუმცა დღესასწაული საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება და ის გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.
14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბედებს.”
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით.
ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს და ამბობს, რომ კარი გააღონ, რადგან მოაქვს ღვთის წყალობა.
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.
თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და დალოცავს ოჯახს.
ხევსურები ახალ წელს “წელწადს” უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს.
ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
ძველით ახლი წელი 13 იანვრიას ღამეს შემოდის.
საქართველო სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული ტრადიციითა და საახალწლო სამზადისით გამოირჩევა.
„მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას. ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს.
ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაათავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ გამირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ. შემიწყალე ჩემი სისუსტეების გამო, დამიფარე ვნებების,დემონებისა და ბოროტი ადამიანებისგან. ხილულ თუ უხილავ მტრებს ნუ მისცემ უფლებას, გადარჩენის გზაზე გადამეღობონ. მომიყვანე შენამდე. გლოცავ საუკუნოდ შენ, ჩემს შემქმნელს. ამინ”…