კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

0
საუკუნოვანი ისტორიის მქონე
#image_title

საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ხაზის მშენებლობა ჯერ კიდევ 1897 წელს დაიწყო და 5 წელიწადში ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო ხაზზე პირველმა მატარებელმა გაიარა.
 ბორჯომ–ბაკურიანის 37-კილომეტრიანი მონაკვეთი.

ბორჯომ–ბაკურიანის მონაკვეთზე სარკინიგზო გზის ისტორია 1890–იან წლებიდან იწყება. 1871 წელს ბორჯომის ხეობის მფლობელი მიხეილ რომანოვი გახდა და მამულში დიდი ცვლილებები დაიწყო. მაშინ მან ცხოველების ფერმა ბორჯომიდან ციხისჯვარში გადაიტანა, ამიტომ აქ სხვადასხვა საჭირო ნივთისა და საკვების გადასატანად, ასევე, სამომავლოდ ხე–ტყის სწრაფი გადაზიდვისა და მისივე სასახლის საპატიო სტუმრების მდიდარ ბუნებაში გასეირნების მიზნით სარკინიგზო გზის გაყვანა გადაწყვიტა.

1897 წლის ზაფხულში უკვე მზად იყო ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის პროექტი, რომლის მიხედვითაც 7 სადგური – ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ლიბანი, საკოჭავი და ბაკურიანი, ასევე, 2 ბაქანი უნდა აშენებულიყო. პროექტზე 50 000–მდე მუშა მუშაობდა და მათი უმრავლესობა ადგილობრივი იყო.

პირველი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით 1902 წლის იანვარში გავიდა. მისი ძრავის სპეციფიკური ხმის გამო, ადგილობრივებმა მატარებელს „კუკუშკა“ დაარქვეს, რაც ქართულად გუგულს ნიშნავს. ორთქლმავალი ბორჯომის ხეობაში 1967 წლამდე მოძრაობდა. ამ პერიოდიდან კი ისტორიული მატარებელი ჩეხოსლოვაკურმა რთული გამავლობის ელმავალმა „ЧС11“–მა ჩაანაცვლა.

ბორჯომი–ბაკურიანის ხაზი ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, ამასთანავე ის ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსია. სწორედ ამიტომ, 2017 წელს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს პორტერის ტიპის „კუკუშკას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ვიდეო: სამხრეთის კარიბჭე

რკინიგზა რეისებს აუქმებს

0
საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
#image_title

დიდთოვლობის გამო რკინიგზა რეისებს აუქმებს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაუქმებულია დღევანდელი რეისები: ოზურგეთი-თბილისი; ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; რიონი-ქუთაისი-რიონი და ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის რეისები.

უქმდება 25 თებერვლის შემდეგი რეისებიც: თბილისი-ოზურგეთი; რიონი-ქუთაისი-რიონი; ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი და ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმის რეისი.

გაუქმებულია 26 თებერვალს დაგეგმილი ოზურგეთი-თბილისისა და რიონი- ქუთაისი-რიონის რეისიც.

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

როდემდე გაგრძელდება ყინვა

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა - 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის უახლეს პროგნოზს აქვეყნებს. მისი შეფასებით, ყინვა ქვეყანაში 25 თებერვლამდე გასტანს.

“ცივი ტალღა, რომელიც დაკავშირებულია არქტიკული ჰაერის შემოდინებასთან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან 20 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოახდენს ზეგავლენას, რის შედეგადაც, ხვალ, შუადღის საათებიდან, წვიმა ყველგან თოვლში გადავა, მეტ-ნაკლები ინტენსიურობით საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება, გაძლიერდება ღამის ყინვები.

მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ხილვადობა გაუარესებული.

ავტომობილით გადაადგილების დროს, გაითვალისწინეთ, თოვლის დროს არსებული რეკომენდაციები.

გისურვებთ სასიამოვნო დღეებს და თოვლის მშვენიერი ფიფქებით ტკბობას,” – წერს მეტეოროლოგი.

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს
#image_title

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.

მირქმა – ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

0
Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს
#image_title

„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, – ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. სტატიასთან დაკავშირებით ინფორმაციას და თარგმანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით “, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158 გვერდიან გამოცემაში, საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში, 3 გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.

easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს.

#drpkhakadze #აქხარისხია

„ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას Easyjet Traveller-ი ავრცელებს

0
როგორ გადაარჩინეს თბილისური ხვეული კიბე
#image_title

„ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას საქართველოს დედაქალაქის შესახებ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში და წერს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მოხვდა თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რის გამოც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და, ამავდროულად, ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158-გვერდიან გამოცემაში საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში 3-გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა რვა ათას წელს ითვლის.

easyJet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით შეასრულებს.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

0
ლამპრობა – როგორ აღინიშნება ლამპრობა?
#image_title

სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა.

ამ დღეს სვანეთისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
დღესასწაული ყოველ წელს აღდგომამდე 10 კვირით ადრე ტარდება. ადგილობრივები სამზადისს გვიან ღამით იწყებენ და მზის ამოსვლას ერთად ხვდებიან.
საგანგებოდ ამ დღისთვის, ყველა ოჯახში კვერები, – ლემზირები ცხვება და ოჯახისთვის წმინდა გიორგის სადიდებელი ლოცვა იკითხება.

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

0
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა
ფოტო: Don Pettit

NASA-ს ასტრონავტმა დონ პეტიტმა სოციალურ ქსელ X-ში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის – ბურჯ-ხალიფას ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოზე ღამის დუბაი და 828-მეტრიანი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაა აღბეჭდილი, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს.

„ბურჯ-ხალიფა – ყველაზე დიდი შენობა მსოფლიოში კოსმოსიდან“, – წერს პეტიტი.

გთავაზობთ საუკეთესო, 5 -ვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში

0
გთავაზობთ საუკეთესო 5 ვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში
#image_title

საქართველო – იდეალური ქვეყანაა დასასვენებლად.

გთავაზობთ საუკეთესო, 5- ვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში:

 Tbilisi Marriott Hotel  მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრში, ამ სასტუმროს აქვს მაღალი სტანდარტი და გთავაზობთ კეთილმოწყობის ფართო სპექტრს, მათ შორის ფიტნეს ცენტრს, მდიდრულ ოთახებს და შესანიშნავ საკვებს.

მისამართი: Rustaveli Avenue 13, Tbilisi, Georgia, 0108

032 277 92 00

 Hilton Batumi

მსოფლიო ბრენდის სასტუმრო ჰილტონი ბათუმში.

სას­ტუმ­რო­ში 247 ოთა­ხია, რო­მელ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბას აი­ვა­ნი აქვს, სას­ტუმ­როს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია 7 სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დარ­ბა­ზი.

“ჰილ­ტონ ბა­თუმ­ში” ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოთ, სწო­რედ ამი­ტომ სას­ტუმ­რო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს “ექ­სე­ქუ­ტივ ლა­უნ­ჯი”, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ შე­იქ­მნათ მყუდ­რო გა­რე­მო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის და ასე­ვე საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის. ასე­ვე, “ჰილ­ტონ­ში” გან­თავ­სე­ბუ­ლია რეს­ტო­რა­ნი “პე­ლი­ო­ნი”, სა­დაც ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ასორ­ტი­მენ­ტთან ერ­თად, შე­გიძ­ლი­ათ. აქ გან­თავ­სე­ბუ­ლია თან­დი­ლა ლობი ბარი, ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, ყა­ვის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დე­სერ­ტე­ბით. სას­ტუმ­როს მე-20 სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე­ობს “ნე­ფე­ლე სქაი ბარი” ღია ტე­რა­სით, სა­ი­და­ნაც ქა­ლა­ქის და ზღვის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სტუმ­რე­ბის­თვის “ჰილ­ტონ ბა­თუ­მი” გთა­ვა­ზობთ სა­ბავ­შვო რე­გის­ტრა­ცი­ას, სა­ბავ­შო მე­ნი­უს და ანი­მა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის გარ­თო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ. სას­ტუმ­რო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს “ეფო­რეა სპა”, რო­მე­ლიც უნი­კა­ლურ პრო­ცე­დუ­რებს გთა­ვა­ზობთ. სპა­დან მარ­ტი­ვად მოხ­ვდე­ბით და­ხუ­რულ აუზ­ზე რო­მელ­საც ღია ვე­რან­და აქვს და სა­დაც რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოა”, – აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში “ჰილ­ტო­ნის” წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში

მისამართი: ბათუმი, რუსთაველის გამზირი 40

მობილური: 0422 22 22 99

პანორამა სხალტბა・Panorama Skhaltba 

თბილისთან ძალიან ახლოს, 25 კმ-ში, მყუდრო და ულამაზესი გარემო გელით!

☎️დაგვიკავშირდით:

📞571163555

599 44 43 07

ბორჯომი ლიკანი ბორჯომი ლიკანი  ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.

43 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია ოდითგანვე ცნობილი იყო უნიკალური, სამკურნალო თვისებების მქონე, თვალწარმტაცი ფლორითა და ფაუნით, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურებითა და საუკეთესო სერვისით.

ბორჯომი ლიკანი ისტორიას ღირსეულად აგრძელებს და მრავალწლიან გამოცდილებასა და ტრადიციებს თანამედროვე სტანდარტებთან იდეალურად ათანხმებს.

ჯავშნისათვის დაგვიკავშირდით: info@borjomilikani.com / 032 2 292 292

სასტუმრო კაბიდონისიღნაღში, კახეთი

მობილური: 032 224 04 00

მობრძანდით და დაათვალიერეთ მომაჯადოებელი ქალაქი სიღნაღი ქართული ღვინით კაბადონზე. აღმოაჩინე სიღნაღი ჩვენთან ერთად.

კაბადონი არის ადგილი, სადაც შეძლებთ საუკეთესო ხედებით და უგემრიელესი კერძებით გაანებივროთ საკუთარი თავი

გურიაში  სასტუმრო “პარაგრაფი”

პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს

მობილური: 032 299 99 00

#drpkhakadze #აქხარისხია

ზაფხულში, როცა წყლის დონე მნიშვნელოვნად იწევს დაბლა, შეგიძლიათ დაინახოთ 25 მეტრის სიგრძის გამოქვაბულის შესასვლელი.

0
ფოტო: მიშა მიშა შენგელია

ქადაგიძის რაფი – 4 მერტის სიმაღლის ჩანჩქერი მდინარე ძუსას ხეობაში, სოფელ საზანოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

ზაფხულში, როცა წყლის დონე მნიშვნელოვნად იწევს დაბლა, შეგიძლიათ დაინახოთ 25 მეტრის სიგრძის გამოქვაბულის შესასვლელი.
ფოტო: მიშა მიშა შენგელია
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.