კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

მეცნიერები უჩვეულო ფენომენის მიზეზს ასახელებენ – „სისხლიანი წვიმა” ირანში

0
„სისხლიანი წვიმა
#image_title

ცოტა ხნის წინ ირანში „სისხლიანი” წვიმა მოვიდა, რომლის დროსაც წყალი კაშკაშა წითელი გახდა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა, იუწყება The Independent .

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები გასულ კვირას შეესწრნენ იშვიათ სანახაობას, რომელიც კლდეზე მოედინებოდა. ეს მოხდა კუნძულ ჰორმუზის სანაპიროზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ უჩვეულო ფენომენის მიზეზი ადგილობრივი ნიადაგის შემადგენლობაა. ადგილი შეიცავს ოქსიდირებული რკინის მაღალ კონცენტრაციას.

გამოცემა იტყობინება, რომ ასეთი წვიმა ჩვეულებრივ მოდის მაშინ, როდესაც წითელი მტვრის ან ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ნალექს ერევა, რაც წყალს ჟოლოსფერ ელფერს აძლევს.

თუმცა, ირანის ჰორმუზის შემთხვევაში, სანაპირო ზოლის ჟოლოსფერი ფერი იყო რეგიონის რკინით მდიდარი წითელი ნიადაგის წვიმის წყალთან ურთიერთქმედების შედეგი.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულის ნიადაგი იმდენად მდიდარია მინერალებით, რომ გამოიყენება როგორც ადგილობრივი სუნელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის კვების კულტურაში. წითელ მიწიდან ამზადებენ სპეციალურ ადგილობრივ პურს, სახელად „ტომში“.

გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

0
გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში
#image_title

საქართველოს ყველა კუთხეში გამორჩეულია. 

საქართველოში ყველაფერია – სამთო და საზღვაო კურორტები, ურბანულად განვითარებული სივრცეები, სოფლები და ქალაქები, ღირშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები. არჩევანი საკმაოდ ფართოა, რომლებიც მთლიანობაში ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს მისთვის შესაფერისი ტურისტული ადგილ-მდებარეობა.

ეწვიეთ კახეთს

1. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტი: ისტორიული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული 

ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, არქიტექტურული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით, კახეთში ჩამოსული ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალში ერთ-ერთი ლიდერია.

Kvareli - The virgin forest surrounding the resort, the lake in the front where the small rivers of Bursa and Chagurgula flow into, vast Alazani valley

ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ მიმართულებას კახეთში. ეს რეგიონი უხვად მოიცავს როგორც არქიტექტურულ ძეგლებს, ისე თვალწარმტაც ბუნებრივ სილამაზეს, რაც მას ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი აქცევს.

ადგილი, სადაც თავს იყრის ევროპული და აზიური კულტურის ნაზავი, ნებისმიერ მნახველს შთაბეჭდილებებით აავსებს. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ამ ქალაქში თუ მოხვდებით, ჩათვალეთ ჯადოსნური სამყაროს გასაღები გიჭირავთ ხელში და ისღა დაგრჩენიათ, საოცრებათა ქვეყანაში შეაბიჯოთ.

ყვარელში თქვენ შეხვდებით საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეებს – ეკლესიებს, მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშების ვენახებს, ღვინის უძველეს მარნებს, საუკუნოვან ტბებსა და მუზეუმებს, ტრადიციულ ოჯახებსა და რაც მთავარია, ქართული კულტურის ყველაზე ავთენტურ სათავეებს.

ღვინის დამზადების ქართული ტექნიკა მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ორიგინალურობითა და სიძველით. მისი ისტორია 8000 წლის წინ იწყება და დღემდე შემონახულია. ისტორია რომ უკეთ გაიცნოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ “მეღვინეობა ხარებას”, სადაც დეტალურად გაეცნობით ქართული ღვინის წარმომავლობას. თქვენ შეგიძლიათ ამ საკრალური პროცესის ნაწილი გახდეთ და ადგილობრივ გლეხებთან ერთად ჩაერთოთ ყურძნის კრეფის პროცესში, შემდეგ კი მისი დაწურვაც სცადოთ საწნახელში, ბოლოს კი ქვევრის ტექნიკას გაეცნოთ. როდესაც ღვინოს დაწურავთ და მას ბოთლში ჩამოგისხამენ, ეტიკეტად საკუთარი სახელის მიწერაც შეგეძლებათ, რომელიც მთელი ცხოვრება დაგრჩებათ სამახსოვროდ.

ღვინის კულტურით რომ დატკბებით, სხვა საოცრებებისთვისაც დაგრჩებათ დრო. ბოლო წლების განმავლობაში კახეთში ინფრასტრუქტურა იმდენად განვითარდა, რომ არაფრით ჩამოუვარდება წამყვან კურორტებს. თქვენ შეგიძლიათ დაბინავდეთ მაღალი კლასის სასტუმროებში, ისარგებლოთ აუზით, სავარჯიშო დარბაზებით, ეწვიოთ გამორჩეული ქართველი მოაზროვნის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ტბას, გაისეირნოთ ნავით ან წყლის ველოსიპედით, მოიწყოთ ექსკურსიები კახეთის სხვადასხვა ქალაქებში, გახვიდეთ ტყეში სასეირნოდ, გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები, ეწვიოთ ადგილობრივ ოჯახებს და დატკბეთ განთქმული ქართული სტუმარ-მასპინძლობით.

2. კაცხის სვეტი.

კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია – აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც.

კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.

კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.

სვეტზე აღმართულ მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას 1993 წლიდან შეუდგა

კაცხის სვე­ტი – \”სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული\”, როგორც მას ძველად მოიხსენიებდნენ, თა­ნაბ­რად აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც.

შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტისსოფელ კაცხში. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტგანდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.

ქუთაისელები - კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია, ეს არის ადგილი,  სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში ღმერთის არსებობას იგრძნობთ ...

3. ლაგოდეხის ნაკრძალი.

მყუდრო და სასიამივნო გარემო – ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს, ლაგოდეხის ულამაზეს ნაკრძალში!

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაარსდა 1912 წელს.

image

4. ბედიის მონასტერი.

ბედიის მონასტერი აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბედიაში მდებარეობს.

X საუკუნის ქართული მონასტერი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და შექმნა “საყდრად საეპისკოპოსოდ”.
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

image
5. დარიალის ხეობა.

დარიალის ხეობა – ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.

დარიალის ხეობა – მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.
მონასტერში გახსნილია ბიბლიოთეკა, ყველის საწარმო და ღვინის უნიკალური მარანი.

ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით.

image

6. ლომისა – ლომისას სალოცავი.

ლომისის მონასტერი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ძეგლი ერთმანეთთან მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. ირგვლივ აკლდამებია. ყველაზე უკეთ დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამაა შემონახული, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს და კამარითაა გადახურული.

ლომისა – უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

image

7. მარტვილის კანიონი.

მარტვილის კანიონი – საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლი.

სოფელ გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა.

image

8. ტობავარჩხილი.

ტობავარჩხილი, ენით აღუწერელი სილამაზე – სამოთხე დედამიწაზე.

ტბა, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ!

კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე.

image

 

9. ესტია

რატომ მესტია?  – დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია.

მთები, მყინვარები, ხეობები, ლამაზი ბუნება, ჩანჩქერები, მინერალური წყლები და ცნობილი სვანური კოშკები – ეს ყველაფერი გვხვდება სვანეთში.

მესტია სწორედ აქ მდებარეობს. ქალაქი წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეს კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.

 

View from the embrasure window of fort tower koki on georgian town Mestia. Georgia, Svaneti

 

ყოველი მხრიდან ულამაზესი და უზარმაზარი მთებითაა გარშემორტყმული. გინახავთ როგორ ეფინება ნისლი და ღრუბლები მთლის კალთებს და ცამდე აზვირთულ მწვერვალებს მალავს? ამას საუკეთესოდ სვანეთის ყველაზე გასაოცარი ადგილიდან, მესტიიდან ნახავთ. სანამ დაიძვრებით, გაფრთხილებთ, რომ თბილისი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ, რადგან სვანეთში ჰაერის ტემპერატურა ზაფხულშიც კი საკმაოდ გრილია.

ზამთარ-ზაფხულ აქ ხალხმრავლობა და ტურისტების დიდი ნაკაში შეიმჩნევა. ზაფხულში ბუნება განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია, ირგვლივ სულ სიმწვანეა, შორეული მთების მწვერვალებიდან კი ბუნებას თოვლი გადმოჰყურებს. ის, რაც აქაურობას განსაკუთრებულს ხდის, სწორედ ველური გარემოსა და ტურისტული ზონების სინთეზია.

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, მაგრამ წინასწარ შეემზადეთ – ასეთი სანახაობა ცხოვრებაში იშვიათად შეგხვდებათ. აქვეა კიდევ ერთი უმაღლესი მთა თეთნულდი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მოლაშქრეების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ბუნების სიდიადეს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობთ.

ზამთარში მესტიაში სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულების მთელი არმია ჩადის და შეგიძლიათ, თქვენც ერთ-ერთი მათგანი გახდეთ. ულამაზესი და მიმზიდველი სათხილამურო გზა მთა ჰაწვალზეა გაჭრილი, რომლიდანაც მთელი სვანეთი ხელის გულზე იშლება, როდესაც იქ დადგამთ ფეხს, დარწმუნდებით, რომ სიცოცხლე ამისთვის ღირდა.

ბუნებით ტკბობის გარდა, მესტიაში შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილობრივ ტრადიციულ ოჯახებს, რომლებიც კარტოფილისა და ყველისგან მომზადებულ ტრადიციულ კერძს, თაშმიჯაბს გაგასინჯებენ. ეს მხარე კიდევ ერთი კერძით, კუბდარით გამოირჩევა, რომელიც ცომისა და ხორცის ნაზავს წარმოადგენს და უნიკალური რეცეპტით მზადდება.

აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ კვადრო და Off Road ტურები, შემდეგ კი საუკეთესოდ მოვლილი ცხენები გააჭენოთ. Concierge Tbilisi კი თქვენზე მორგებულ დაუვიწყარ შესაძლებლობებს შექმნის. გექნებათ შესაძლებლობა მოინახულოთ უშგული, სვანური კოშკები, რომლებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი შენობებია. არქიტექტურულად უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებობა ზვავებისგან თავდასაცავად არის შექმნილი.

თუ ნადირობა გიტაცებთ, აქ სეზონზე ნებადართულია ჯიხვზე ნადირობა, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი გამოცდილება იქნება თქვენთვის. კლდეებისა და ტყეების მიუვალ ადგილებში დამალული ცხოველი შეეცდება თქვენს გამხიარულებას, ადრენალინის მოზღვავებას იგრძნობთ, როდესაც ნადირი მარათონში გამოგიწვევთ.

კონსიერჟის დახმარებით, მესტიაში მოხვედრა თვითმფრინავით და ვერტმფრენითაცაა შესაძლებელი, თუმცა თუ მანქანით მგზავრობას აირჩევთ, არც ამ შემთხვევაში იგრძნობთ დისკომფორტს.

10. დაშბაშის კანიონი

კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის.

ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას.

Dashbashi Canyon, waterfalls and Khrami river in Tsalka region, Georgia

დაშბაშის კანიონი ერთ-ერთია იმ მაგიური ადგილებიდან საქართველოში, რომელიც თავისი სილამაზითა და მისტიურობით თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. აქაურობა განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ბუნებაში საოცარი ფოტოების გადაღება და შემდეგ დასამახსოვრებელი პიკნიკის მოწყობა უყვარს. დაშბაშის კანიონამდე მისვლა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, მითუმეტეს თუ ასეთ ადგილებში სიარული დიდ სიამოვნებას განიჭებთ.  როგორც კი კანიონის პირველი კონტურები გამოიკვეთება, მისი სილამაზე ისე მოგაჯადოვებთ, რომ სრულიად დაგავიწყდებათ განვლილი და გასავლელი მანძილი.

თქვენ აქ შეხვდებით კლდეებიდან მორაკრაკე ჩანჩქერს, ლოდებზე ლამაზად მცურავ მდინარეს, გამოქავაბულებსა და ტყეს, სადაც პიკნიკის მოწყობაც შეგიძლიათ. როდესაც დაშბაშის კანიონს ნახავთ, მრავალფეროვანი ლანდშაფტი კლოდ მონეს მიერ შესრულებული პეიზაჟი გეგონებათ, ამიტომ იქონიეთ თავისუფალი ადგილი ფოტოებისთვის თქვენს მოწყობილობებში, რადგან ფოტოების გადაღებით ვერასოდეს გაძღებით.

დაშბაშის კანიონთან ახლოს მდებარეობს ქალაქი წალკა, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დაბინავდეთ სასტუმროში და დააგემოვნოთ ხრამის წყალსაცავში დაჭერილი კალმახი, კობრი, წვერა და სხვა თევზები, რომლებსაც ქართლელები საუკეთესოდ ამზადებენ.

Conierge Tbilisi-სთან ერთად კი, აქ ვიზიტი თქვენი ცხოვრების დაუვიწყარ, უნიკალურ გამოცდილებად შეგიძლიათ აქციოთ.

11. უშეთი

თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

თუ გიყვართ მთები და ღრუბლები თქვენს მხრებს ქვემოთ, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ თუშეთში.

ააგემოვნეთ საუკეთესო მთის კერძები თუშეთში.

 

Georgia Tusheti

როდესაც მთებსა და მის კულტურაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ თუშეთი, რომელიც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და იდუმალი კუთხეც კი იყოს, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

თუშეთში მოგზაურობა განსაკუთრებულად საინტერესო და ექსტრემალური გზით იწყება, რომელიც შესაძლოა შიშისმომგვრელიც კი იყოს, თუმცა თუ ცოტა ექსტრემალი ხართ, საოცარი განცდა დაგეუფლებათ.

თუშეთში გავრცელებულია მეცხვარეობა და მესაქონლეობა, რაც ამ კუთხის კულინარიაშიცაა ასახული. ეს არის მხარე, სადაც საქართველოს მთავარი სიმბოლო, ხინკალი, დაბეგვილი ხორცისაგან მზადდება. აქ მოხვედრა ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით ისწავლოთ მისი ცომის მოზელვა, შეხვევა, მოხარშვა და თითოეული ეტაპი თუში ქალების დახმარებით გაიაროთ.

გიფიქრიათ ოდესმე, რომ ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი მოგენახულებინათ? მაშინ, თქვენ სწორად ადგილას ხართ, ხოლო თუ არ გიფიქრიათ, მაშინ ბედმა გაგიღიმათ, რადგან თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. სახლები ზედ ბორცვზეა აშენებული და როდესაც თავად იხილავთ, იგრძნობთ, რომ აქ ღამის გატარება და ცაზე ვარსკვლავების ყურება მოგინდებათ.

სვანეთის მსგავსად, აქაც მრავლად შენიშნავთ უძველეს კოშკებსა და სახლებს, რომლებშიც დღემდე სახლობს ადგილობრივი მოსახლეობა. თქვენ მათთან ერთად შეძლებთ მდელოზე გასეირნებას, მეცხვარეებთან ერთად ცხვრის ფარას გაყოლას, რომლებიც როგორც წესი მთელ გორაზე არიან ხოლმე მოდებულნი. და რაც ყველაზე მთავარია დიკლოს, შენაქოს, ფარსმას და სხვა სოფლების ლამაზი ხედებით ტკბობას.

12. ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში.

ოინახულეთ უძველესი ციხესიმაგრეები და დატკბით უნიკალური ხედებით.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის  მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.

 

Ruin of old fortress Khikhani on the top of mountain in Adjara, Georgia

ყველაზე უცნაურ და თვალის მომჭრელ ადგილას სად ყოფილხართ? – თუ ეს ადგილი ხიხანის ციხე არ ყოფილა, მაშინ ყველაფერი წინ გქონიათ. ის შუასაუკუნეებში აგებული ციხეა, რომელსაც ქართველი მეფეები ყველაზე სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევდნენ ომიანობის დროს. მისი არქიტექტურა, ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა ნათლად გიამბობთ, თუ რაოდენ ხშირად ესხმოდნენ საქართველოს დამპყრობლები.

როდესაც აქ მოხვდებით, თავს მთათა სისტემის შუაგულში ამოყოფოთ, რადგან ირგვლივ სულ კლდეები და მთებია შემოხვეული. ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. აქვეა უცნაური ჭა, რომელიც თავის დროზე თოვლის შესანახად გამოიყენებოდა.

აქედან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში შეგიძლიათ აჭარის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში მოხვდეთ, ხოლო თუ მთაში გსურთ მოგზაურობის გაგრძელება, ადგილობრივი სოფელი თხილვანა უნდა მოინახულოთ.

13. სათაფლია

სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ მოგზაურობას და თავგადასავალს გპირდებათ.

ღმოაჩინეთ დინოზავრების 120 მლნლის წინანდელი ნაფეხურები და ეწვიეთ უძველეს კარსტულ მღვიმეებს.

სათაფლია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიისა და ბუნების მრავალფეროვნებას. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.

SATAPLIA CAVE, GEORGIA

სათაფლია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც დინოზავრების 120 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული ნაკვალევია შემორჩენილი. სად იპოვით სხვაგან ასეთ ადგილს? წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც მილიონობით წლის წინ დინოზავრები სახლობდნენ, დღეს კი თქვენ საშუალება გაქვთ უნიკალური გამოცდილება მოიწყოთ და სწორედ ამ მიდამოებში ისეირნოთ, დაათვალიეროთ ადგილობრივი კარსტული მღვიმეები და იხილოთ გასაოცარი სანახაობა.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგრჩეთ, Concierge Tbilisi თქვენთვის სწორედ ამ ტერიტორიაზე შექმნის სადღესასწაულო გარემოს, ხოლო თუ საქმიანი შეხვედრის მოწყობას მოგინდებათ ამ საოცარ ადგილებში, არც ეს იქნება პრობლემა. თქვენ დააგემოვნებთ საუკეთესო ხარისხის ღვინოს, დაათვალიერებთ მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებს, ხოლო შუშის პანორამული გადმოსახედიდან იმერეთის ულამაზეს ხედებს დაინახავთ.

სათაფლიასთან ახლოს მდებარეობს ნავენახევის მღვიმეც, რომელიც თავისი სილამაზით განსხვავდება ყველა ნაცნობი მღვიმეებისგან. თქვენთვის კონსიერჟი აქ საოცარ ტურებს მოაწყობს, როგორიცაა სპალეოტური, ფოტოტური, საგანმანათლებლო ტური და ამ ყველაფრის შემდეგ, გასაოცარი ვახშამი მღვიმის ტერიტორიაზე.

ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა კორპორატიული და ცხოვრებისეული ღონისძიებების ჩატარებაც, რომლის ორგანიზებასაც თავის თავზე Concierge Tbilisi აიღებს.

 

საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

0
საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე - „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს
#image_title

მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ საქართველოს შესახებ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს, სადაც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენიებს. „როიტერსის“ ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო და ბიზნესგარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს (ვიდეო: https://youtu.be/npJOdQyFi4Q?si=N5elUH_gFUAz6Bbx).

„როიტერსი“-ს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა. ჟურნალისტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელმაც მათ ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო. გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა საწარმოები და და გაიცნო ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

„საქართველოს დედაქალაქი თბილისი გადაიქცა 21-ე საუკუნის დინამიკურ, თანამედროვე ბიზნეს ცენტრად. ქვეყანა აშკარად ღიაა ბიზნესებისთვის. ბევრი მიზეზია, რის გამოც ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ეკონომიკური სტაბილურობა მათი ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია – ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც მკაფიოდ გამოხატავს ეკონომიკის მედეგობას“ – ნათქვამია ვიდეოში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიმართულებით. სააგენტოს ჩართულობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზიდული საინვესტიციო პროექტების საერთო მოცულობამ 6 მლრდ დოლარამდე შეადგინა, რის შედეგადაც ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

0
ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო
ფოტო: Dan Zafra

ამერიკელმა ასტროფოტოგრაფმა დენ ზაფრამ ალასკაზე წასვლა გადაწყვიტა იმისთვის, რომ მთვარის დაბნელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, პოლარული ციალის ფონზე დაეფიქსირებინა.

ზაფრას მოლოდინი გამართლდა. მან „სისხლიანი მთვარის“ პოლარული ციალის ფონზე დაფიქსირება მართლაც შეძლო და ერთ კადრში ორი თვალისმომჭრელი ბუნებრივი მოვლენა მოახვედრა.

მთვარის დაბნელება სულ 65 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

„მთვარის დაბნელების პიკზე ცაზე პოლარული ციალის ნამდვილი „ქარიშხალი“ წარმოიშვა“, – აღნიშნა ზაფრამ, რომელმაც ფოტოები Capture The Atlas-ში გამოაქვეყნა.

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

0
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!
ფოტო: გიორგი იანქოშვილი

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და ხელმისაწვდომი ბილიკი სწორედ როჭოს ჩანჩქერია. ეს ბილიკი ფართოფოთლოვანი ტყის, მთის მდინარისა და ჩანჩქერის უნიკალურ სამყაროში გაგიძღვება.
სად მდებარეობს?
როჭოს ჩანჩქერი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე შრომისხევზე მდებარეობს. ის 7-8 მეტრის სიმაღლიდან ეშვება კლდეებს შორის და ქმნის დაუვიწყარ სანახაობას.
რას აღმოაჩენ ბილიკზე?
  • უნიკალური ფართოფოთლოვანი ტყე – ბუნების სიღრმეში ჩასვლა და უძველეს ხეებს შორის სეირნობა
  • რცხილნარის კორომი & წიფლნარის შერეული კორომი – ბილიკი გაზაფხულზე აყვავებული, ხოლო შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთლებით გაჯერებული ტყის სამყაროში გადის
  • მდინარე შრომისხევი – წყლის ჩუხჩუხის თანხლებით მოგზაურობა
  • როჭოს ჩანჩქერი – ბილიკის მთავარი საოცრება, სადაც შეგიძლია განიტვირთო და დატკბე წყლის ხმაურით
რა მანძილია?
10 კმ
ლაშქრობის ხანგრძლივობა: 4-5 საათი
ბუნების ძალა – წყალი & კლდეები
როჭოს ჩანჩქერის ბილიკი არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ საშუალებას გაძლევს გაიგო, როგორ გარდაქმნის წყლის ძალა ლანდშაფტს, როგორ ჭრის კლდეებს და ქმნის საოცარ ჩანჩქერებს.
გეგმავ ლაშქრობას? ჩამოტვირთე ბილიკის რუკა აქ:
📸 ფოტო: გიორგი იანქოშვილი
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas

British Airways-ის ციფრული ჟურნალი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

0
British Airways-ის ციფრული ჟურნალი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს
ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ავიაკომპანია British Airways-ის ციფრული ჟურნალი High Life საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციის თარგმანს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ქართული სამზარეულოს 6 მიმზიდველი კერძი“ ამ სათაურით გამოცემის მწერალი რებეკა ნეილორი აღწერს თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში.

„თოვლით დაფარული მწვერვალები, ციხე-კოშკები, შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოში წასასვლელად უთვალავი მიზეზი არსებობს. დაუვიწყარი კერძები, რომელთა ინსპირაცია აღმოსავლეთმა და დასავლეთმა მოახდინა, ანუ ყველაფერზე, რაზეც ოცნებობდით თქვენი მომავალი მოგზაურობისთვის“,-წერს რებეკა ნეილორი.

British Airways-ის ციფრული ჟურნალის მწერალი დეტალურად აღწერს თუ რა ინგრედიენტებით მზადდება შემდეგი ქართული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი, ნიგვზით, ხახვით, ხმელი სუნელებით შეკმაზული ლობიო, ფხალი, ხარჩო და ჩურჩხელა.

გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია British Airways საქართველოში ფრენებს 30 მარტიდან იწყებს.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

0
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა
#image_title

კისრის ტკივილი ტურისტებს შორის გავრცელებული პრობლემაა. ამ უსიამოვნო შეგრძნებამ შეიძლება გაანადგუროს თქვენი მთელი შვებულება. ექიმი-ოსტეოპათი ტრეისი ჰანიგანი ეუბნება გვირჩევს, როგორ დავიძინოთ ფრენის ან გრძელი მოგზაურობის დროს, რათა დისკომფორტი ნაკლები იყოს. 

ექსპერტი ამბობს, რომ თანამედროვე სამუშაო პირობები ხელს უწყობს კისრის ტკივილის გახშირებას მოსახლეობაში.

„კისრისა და ზურგის ტკივილი ხშირია და, რაც საგანგაშოა. ამას იწვევს სამუშაო მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომა და ვარჯიშის ნაკლებობა”, – განმარტავს ექიმი.

ექსპერტი გვირჩევს მოგზაურობაში თან წაიღოთ მარტივი ჩოგბურთის ბურთი. თუ თქვენ გაქვთ ტკივილი ან დაჭიმულობა, ეს დაგეხმარებათ დამამშვიდებელი ზეწოლის განხორციელებაში იმ წერტილებზე, რომლებიც გაწუხებთ.

„შეგიძლიათ ბურთი გაახვიოთ პირსახოცში და ისე დაიდოთ კისერთან. ასეთ შემთხვევაში ბურთი არ ჩამოსრიალდება და კარგად იქნება დამაგრებული“,- გვირჩევს ექსპერტი.

ექიმი ასევე გირჩევს კისრის რეგულირებადი ბალიშის შეძენას.

ძილის ყველაზე ცუდი პოზა არის ის, როცა თავს უბრალოდ დაბლა ხრით ან მხარზე გიდევთ.

ექსპერტი ასევე გვირჩევს, თავი აარიდოთ მუცელზე ძილს. ეს პოზიცია დიდ ზეწოლას ახდენს ზურგის ქვედა ნაწილზე.

14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება

0
14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება
ფოტო: Getty Images

მთვარე 14 მარტს დედამიწის ჩრდილში მოექცევა, რის შედეგადაც მისი გარკვეული ნაწილი დაბნელდება და წითლად შეიფერება. ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთვარის დაბნელების დანახვა პლანეტის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, სადაც ამ მოვლენის დროს დედამიწის თანამგზავრი ჰორიზონტზე მოჩანს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ გრენლანდიის მაცხოვრებლებს მთვარის დაბნელების სრული სურათის ხილვა შეეძლებათ.

მთვარის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა პირდაპირ მზესა და მთვარეს შორის გადის, ბლოკავს მზის შუქს და ჩრდილავს მთვარის ზედაპირს.

სპეციალისტები მთვარის დაბნელების სამ სახეობას გამოყოფენ: მთვარის სრული დაბნელება (როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილში ხვდება და წითელ ფერს იძენს), მთვარის ნაწილობრივი დაბნელება (როდესაც დედამიწის ჩრდილში მხოლოდ მთვარის ნაწილი ხვდება) და მთვარის ნახევარ ჩრდილოვანი დაბნელება (როდესაც მთვარემ, დედამიწის ჩრდილის გარე ნათელ ნაწილში გაიარა).

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

0
რა ვნახოთ ბორჯომში - ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.
#image_title

რა ვნახოთ ბორჯომში

ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით. ლაშქრობის მსურველებს შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი, ლომის მთა, კახისის ტბა, წეროს ტბა, მეღრუკის ხეობა.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომლის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. ბილიკების მახლობლად მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ცეცხლის დასანთებად გამოყოფილია სპეციალური ადგილები.

ნეძვის ეროვნული პარკი 2007 წელს შეიქმნა და მისი შექმნის მიზანია კავკასიური სოჭის უნიკალური კორომებისა და ფოცხვერის დაცვა-შენარჩუნება.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
კახისის ტბა

კახისის ტბა თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე მდებარეობს. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე „ტურისტმრავალი“ ტბაა. ტბას გარშემო ულამაზესი ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილებიც  ბევრია, რაც თქვენი სასიამოვნო დასვენების გარანტიაა. გზად ტყეში ზაფხულში მრავლად შეხვდებით კენკრას, ჟოლოს და მაყვალს. შეგიძლიათ მათი განსაკუთრებული არომატით დატკბეთ. დამერწმუნეთ, ასეთ გემრიელ კენკრას სხვაგან ვერ გასინჯავთ. ტბამდე მისასვლელი ბილიკი ძალიან მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოხვედრა.

ბორჯომი ასევე გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ შეძლებთ მოინახულოთ ისეთი უძველესი ისტორიული და კულტურული ძეგლები, როგორიცაა მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბნის მონასტერი, ფოთოლეთის ეკლესია, დაბის წმინდა გიორგის ეკლესია, პეტრეს ციხე, დვირის ციხე, ყვიბისის ბერის საყდრების ეკლესია, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
მწვანე მონასტრის ნანგრევი

მწვანე მონასტერი ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს და ბერები მოღვაწეობენ. ძეგლი მეცხრე საუკუნით თარიღდება. მეცნიერთა აზრით, ის ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.

მონასტრის გვერდით ჩამოედინება ანკარა წყარო, სადაც ქვებზე დღემდე მოსჩანს სისხლის ნაკვალევი. ადგილობრივი მღვდელმსახურები მოგიყვებიან, რომ ისტორიული ცნობების თანახმად, მე-16 საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები სასტიკად უწამებიათ და სწორედ ამ მდინარის პირას დაუხოცავთ. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების უხრწნელი სისხლის უამრავი ნაკვალევი. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
მწვანე მონასტერი

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი მე-12–მე-13 საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ სოფელ ტიმოთესუბანში. ტაძარი ულამაზეს ბუნებაშია ჩაკარგული და ყოველწლიურად უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. ტაძრის მოხატულობა 1205-1215 წლებით თარიღდება და თამარ მეფის ეპოქას მიეკუთვნება, სწორედ ამიტომ არის ის უნიკალური. საბედნიეროდ ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
პეტრეს ციხე

პეტრეს ციხე სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და შუა საუკუნეების ძეგლს მიეკუთვნება. ციხე ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მე-16 საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი გამხდარა. აქ მრავლად არის შემორჩენილი სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები.

ბორჯომთან ახლოს არაერთი ცნობილი კურორტია, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ, –  ბაკურიანი, მიტარბი, კოხტა, ციხისჯვარი, ცემი, ლიკანი, წაღვერი.

ბორჯომიდან ისე არ წახვიდეთ, რომ არ მოინახულოთ ღირსი სერაფიმე საროველის ეკლესია, რომელიც სადგერში, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით აშენდა. ტაძრის მახლობლად სენაკი დგას. სენაკის შესასვლელში წერია: „ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა“. ტაძრის ტერიტორიაზე ნახავთ უზარმაზარ ქვას, რომელიც ანალოგია წმინდა სერაფიმეს ქვისა. როცა ბოროტი ცდილობდა მამა სერაფიმეს გონების ამღვრევას, წმინდა მამა კიდევ უფრო ამკაცრებდა ღვაწლს – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
ყვიბისის ბერისაყდრების ეკლესია

ბორჯომის რიონში, სოფელ ყვიბისში მდებარეობს ბერისაყდრების ეკლესია, რომელიც ულამაზეს თვალუწვდენელ ტყეშია ჩამალული და მე-10–მე-11 საუკუნით თარიღდება. ტაძარი სოფლიდან ოთხი კილომეტრის დაშორებითაა. გადმოცემის თანახმად, ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა. ნაგებობა დანგრეულია, მხოლოდ მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, კამარის ძალზედ მცირე ნაწილი და აბსიდია შემორჩენილი. ეკლესიაში ორი ქვის ფილა დევს. ერთ-ერთზე ბოლნური ჯვრებია გამოსახული. შემორჩენილია გალავნის ნაშთიც, რომელიც ტაძარს ჰქონია შემოვლებული. 2009-2010 წლებში ბერისაყდრების ეკლესიის მახლობლად აშენდა ათანასე ათონელის ტაძარი. ტაძარი მოხატულია. ამჟამად აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
სოფელი ყვიბისი

ბერისაყდრების ეკლესიამდე მიდის როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზა. თუმცა გირჩევთ გასავლელი მანძილი ფეხით გაიაროთ და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

ბორჯომის რაიონის შესახებ უფრო მეტის გასაგებად აუცილებლად უნდა ეწვიოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც თავს იწონებს ასეული წლების განმავლობაში შეგროვებული 40 ათასზე მეტი ექსპონატით.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
კახისის ტბა

ბორჯომში დასარჩენი ადგილი მრავლადაა.

ბორჯომი ბალნეოლოგიური კურორტია, აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპა-სასტუმროები და სანატორიუმები. ერთ-ერთი მდიდრული და პოპულარული სასტუმროა Crowne Plaza Borjomi, რომელიც ბორჯომის პარკის შესასვლელთანაა. აქ არის აუზი, საუნა, გოგირდის აბანოები, ტარდება სპა-პროცედურები და ა.შ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.