კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

წალკის კანიონი, ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე,  ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას.

კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემებს არ ახასიათებს მრავალფეროვანი მცენარეული საფარი, კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ. წალკის კანიონზე ხორციელდება  ყველაზე მრავალფეროვანი ტურისტული სივრცის მოწყობა, რომელსაც კომპანი „კასს ლენდი“ უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.kassland.com ატრაქცია  ბაიკ-ლაინი –  120 ლარი საქანელა 1 ადამიანი –  80 ლარი საქანელა 3 ადამიანი –  150 ლარი ბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ!

კანიონში — დეტალები

წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1.20 მ-ს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს. კანიონში ჩასასვლელი ბილიკის სიგრძე შეადგენს 1.8 კმ ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება ღამისთევა: ღამის თევა შესაძლებელია კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროს ტიპის ვილებში (თითოეულ მათგანში შესაძლებელია მაქსიმუმ 5 პერსონის განთავსება).

წყარო: 

READ  ქვევრი — რატომ მარხავენ ქართველები ღვინოს მიწაში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის