ფოტო: გიორგი იანქოშვილი

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და ხელმისაწვდომი ბილიკი სწორედ როჭოს ჩანჩქერია. ეს ბილიკი ფართოფოთლოვანი ტყის, მთის მდინარისა და ჩანჩქერის უნიკალურ სამყაროში გაგიძღვება.
სად მდებარეობს?
როჭოს ჩანჩქერი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე შრომისხევზე მდებარეობს. ის 7-8 მეტრის სიმაღლიდან ეშვება კლდეებს შორის და ქმნის დაუვიწყარ სანახაობას.
რას აღმოაჩენ ბილიკზე?
  • უნიკალური ფართოფოთლოვანი ტყე – ბუნების სიღრმეში ჩასვლა და უძველეს ხეებს შორის სეირნობა
  • რცხილნარის კორომი & წიფლნარის შერეული კორომი – ბილიკი გაზაფხულზე აყვავებული, ხოლო შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთლებით გაჯერებული ტყის სამყაროში გადის
  • მდინარე შრომისხევი – წყლის ჩუხჩუხის თანხლებით მოგზაურობა
  • როჭოს ჩანჩქერი – ბილიკის მთავარი საოცრება, სადაც შეგიძლია განიტვირთო და დატკბე წყლის ხმაურით
რა მანძილია?
10 კმ
ლაშქრობის ხანგრძლივობა: 4-5 საათი
ბუნების ძალა – წყალი & კლდეები
როჭოს ჩანჩქერის ბილიკი არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ საშუალებას გაძლევს გაიგო, როგორ გარდაქმნის წყლის ძალა ლანდშაფტს, როგორ ჭრის კლდეებს და ქმნის საოცარ ჩანჩქერებს.
გეგმავ ლაშქრობას? ჩამოტვირთე ბილიკის რუკა აქ:
bit.ly/3FvUlz3
ფოტო: გიორგი იანქოშვილი
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas
#ლაგოდეხი #როჭოსჩანჩქერი #ბუნება #ლაშქრობა #ჩანჩქერი #ეკოტურიზმი #საქართველოსეროვნულიპარკები
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის