ნოსტე — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ახალციხის თემში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 920 მეტრზე. სოფლის მახლობლად ძველი ნასახლარია — გიორგი სააკაძის ყოფილი ციხე-დარბაზი, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ორი ეკლესიაა სამება და ღვთისმშობელი.
ჩანჩქერი სიმწვანეშია ჩაფლული. სოფელ ნოსტეში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ გიორგი სააკაძის კოშკი, სააკაძეების ნასახლარი და წმ. გიორგისა და სამების ეკლესიები.
დატკბეთ — დეტალები
დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით…
