კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა

0
#image_title

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა

ლაღიძის წყალი — პოპულარული ქართული გამაგრილებელი (უალკოჰოლო) სასმელი, რომელიც დამზადებულია სოდიანი წყლისა და სხვადასხვა ნატურალური სიროფებისგან. ტრადიციულად, ჭიქაში ხდებოდა სიროფის გაზავება სოდიანი წყლის ჭავლით.
სახელწოდება მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისგან, ქუთაისელი ფარმაცევტისგან, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა იდეა, რომ ლიმონათის გასაკეთებლად, ნაცვლად იმპორტული, არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური სიროფები. 1900 წელს „ძმები ლაღიძეების“ ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით.
1907 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა პირველი ქართული უალკოჰოლო სასმელების კაფე-მაღაზია – „ლაღიძის წყლები“, რომელიც მალევე გახდა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. უნიკალური რეცეპტით დამზადებული სასმელების გასასინჯად აქ არამარტო ადგილობრივები, არამედ უცხოელი სტუმრებიც იყრიდნენ თავს.
„ლაღიძის წყლების“ სახელი მალე გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი უნიკალური რეცეპტისა და განსაკუთრებული გემოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიტყვეს.
“ლაღიძის წყლებს“ დღეს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

წყარო: საყდრისის კომიტეტი

რეზო გაბრიაძის პირველი ქართული მარიონეტული თეატრი თბილისის ძველ უბანში

0
რეზო გაბრიაძის პირველი ქართული მარიონეტული თეატრი თბილისის ძველ უბანში
ფოტო: მიშა მიშა შენგელია

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს.

ის პირველი ქართული მარიონეტული თეატრია თბილისში.
თეატრი 1981 წელს რეზო გაბრიაძემ ააშენა.
იგი ინდივიდუალური, საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა და თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
თეატრის სახედ იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს შექმნა.
საათში ერთხელ მოხატული კარიდან ოქროსფრთებიანი ანგელოზი გამოდის და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს.
დღეში ორჯერ კი, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, მშვენიერი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის” ნახვაა შესაძლებელი.
ამ ზღაპრული სანახაობის სანახავად საათიან კოშკს უამრავი ტურისტი და ადგილობრივი სტუმრობს.
კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკული პანოა, რომელიც რამდენიმე ასეული ფილისგან შედგება.
ფილები რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა.
გაბრიაძის თეატრი ქალაქის ერთ-ერთი განსაკუთრებული და ჯადოსნური ადგილია.
თეატრმა თავისი სპექტაკლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
თეატრის ფასადზე ოქროს რეზო გაბრიაძის დევიზი წერია – “Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare” – „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
კოშკის მარჯვნივ არის თეატრალური კაფე – „გაბრიაძე“.
გაბრიაძის თეატრში შეგიძლიათ იხილოთ სპექტაკლები: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“, „რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.
აქვეა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – VI საუკუნის ტაძარი – ანჩისხატი.
რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი.

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

0
ავიაკომპანია Edelweiss - „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“
#image_title

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა.

საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები ხშირად ქვეყანას „ევროპის აივნად” მოიხსენიებენ, ეს კი ჩვენთვის მიზეზია წარმოგიდგინოთ თბილისის საუკეთესო ხედები ხის აივნებიდან, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა.

ოსტატურად მორთული და ხელით მოჩუქურთმებული აივნებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. თქვენ ასევე ნახავთ ძალიან ლამაზ ხედებს სამების საკათედრო ტაძრიდან.  საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თუ გსურთ მთელ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ შეგიძლიათ ეწვიოთ მთაწმინდის პარკს“-წერია Edelweiss-ის პოსტებში.

ავიაკომპანია Edelweiss  ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება.  კამპანიის ფარგლებში საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება  სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე საბორტო ჟურნალში.

კამპანიის ფარგლებში, 6-8 გვერდიანი სტატია მომზადდება საქართველოს შესახებ.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში,  სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube რილსები და პოსტები გავრცელდება  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

ციფრული მედია კამპანიის პარალელურად სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი.

შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი

0
მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი
ფოტო მიშა მიშა შენგელია

მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ალექსი შუშანიას მიერ 1908 წელს, ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქიმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ პერიოდში კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა – ზოია და ნინა შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ. 1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარია არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა). ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი.
შეიძლება იყოს text გამოსახულებაშეიძლება იყოს სამრეკლო, ვილა-დ’ესტე, კამოლი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „里 艺 MIKHEIL SHENGELIA“ გამოსახულებაშეიძლება იყოს მონუმენტი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 person გამოსახულება

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს
#image_title

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი. 100 წელზე მეტ ხანს დაკარგული ავტოკეფალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა.

მსოფლიო საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველომ ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.

მსოფლიო საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველომ ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენლები:
მეორე ფოტოზე წარმოდგენილთაგან შემდგომ სამი მათგანი მოკლეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე (საძაგლიშვილი; ტყვიით განგმირეს 1918 წლის 27 ივნისს);
თბილელი მიტროპოლიტი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე);
ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე; მოკლეს მოწამვლის შედეგად 1918 წლის 17 სექტემბერს);
არქიმანდრიტი (შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი) ნაზარი (ლეჟავა; დახვრიტეს 1924 წლის 1 სექტემბერს).

აკურის მამადავითის მონასტერი

0
აკურის მამადავითის მონასტერი
#image_title

აკურის მონასტერი

აკურის მამადავითის მონასტერი IX საუკუნე ბაზილიკა და სამონასტრო შენობების ნაშთები (გალავანი, მარანი და სხვა) კახეთშია, დღევანდელ თელავის რაიონში, სოფ. აკურიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ტყეში (ქვემოთ, ხევში, მდინარე ვანთისხევია).
ძეგლის თავისებურება სავსებით შეესაბამება გარდამავალ ხანას. საბედნიეროდ, არსებობს, წერილობითი საბუთებიც მონასტრის დაარსების შესახებ. როგორც გ. ჩუბინაშვილმა დაადგინა, მისი დამაარსებელი ყოფილა IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი, რომლის X ს-ში დაწერილ „ცხოვრებაშიაც“ ნათქვამია ილარიონმა „აღაშენა მონასტერი დედათათვის მოწესეთა ადგილსა კეთილსა და შუენიერსა და შეიყვანა მას შინა ღირსი იგი დედაი და დაი თვისი და იღუწიდა შვილებრითა მოღუაწებითა და შეწირნა სოფელნი რავდენნიმე, ვითარ შემძლებელ იყო, და განუწესა წესი და კანონი, ვითა ჯერ არს მონასტერსა შინა ყოფისაი, ლოცვისა, და მარხვისა და ყოვლისავე წესიერად ქცევისა“ (მართალია, ტექსტში არ არის მითითებული, რომ ეს სიტევები სწორედ აკურის მონასტერს ეხება, მაგრამ ამ ვარაუდის დასადასტურებლად არსებობს საკმარისი საფუძველი: აკურის მონასტერი დავითგარეჯის მეტოქი იყო, ილარიონ ქართველი კი სწორედ ამ მონასტერთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული და მკაცრ გარეჯულ წესდებას მისდევდა; აკურას კი სწორედ დავით გარეჯელის პატივისცემით ეწოდა მამადავითი).
XVI საუკუნის ერთი საბუთი, ალექსანდრე კახთა მეფის სიგელი მოწმობს, რომ აკურაში მართლაც დედათა მონასტერია, ისევე როგორც ილარიონის მიერ თავისი დედისთვის დაარსებული მონასტერი იყო; შენობის არქიტექტურაც, როგორც ითქვა, ამ ხანას მიგვითითებს. გ. ჩუბინაშვილი შენიშნავს, რომ ამ ცნობათა გათვალისწინებით გასაგები ხდება ეკლესიის გეგმის თავისებურებაც – ჩრდილოეთი ნავის შუაზე განივი კედლით: ამგვარად შექმნილი დასავლეთი მონაკეეთი, რომელსაც აღმოსავლეთ მხარეს სულ მცირე ნიშაც აქვს, უეჭველია, ილარიონის დედისთვის განკუთვნილი სამლოცველო ადგილი იყო.
ნახსენები სიგელი, ბოძებული 1597 წელს, მოგვითხრობს, რომ ალექსანდრე მეფეს აკურის მონასტერში დაუბინავებია თავისი და ქეთევანი. თვით შენობის კედლებზე (მაგ., დასავლეთ ფასადზე) შემორჩენილი, საღებავით შესრულებული, წარწერები, თუმცა კი საკუთარ სახელებს შეიცავს, ხელშესახებ რაიმე ცნობას არ გვაწვდის. ეკლესიის კანკელი XVI საუკუნის მეორე ნახევრისა უნდა იყოს. „შენობის გარეთა ზომები: 12,8 x 17,2 მ., სიმაღლე შიგნით – 11,6 მ.
წყარო ბიბლიოვნიკი, ფოტო-საქართველოს ბილიკებზე.

აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება

0
აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება
#image_title

აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება.

თუმცა, მანამდე, აქ ქალაქის არსებობას რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მე-4 საუკუნის რუკა ადასტურებს, სადაც თბილისი აღნიშნულია, როგორც “ფილადო” (ლათ. თბილი). აგრეთვე თბილისი, როგორც ციხე-ქალაქი, ნახსენებია 360-იანი წლების მატიანეში “მოქცევაი ქართლისაი”.
თბილისის სახელში სიტყვა “თბილი”, იგივე “ტფილი”, სწორედ აქ არსებულ ცხელ წყაროებს უკავშირდება. “ტფილიდან” გამომდინარე, თბილისსაც 1936 წლამდე ტფილისი ერქვა. ლეგენდაც და ისტორიაც ქალაქის პირველ დასახლებად – თბილისად, ზუსტად ამ ტერიტორიას მიიჩნევს, რომელსაც მე-17 საუკუნეში ჯერ სეიდაბადი უწოდეს იქ ჩამოსახლებული სეიდების გამო, შემდეგ კი – ხარფუხი, რაც სომხური ტოპონიმია, ხველასა და სურდოს აღნიშნავს და დაავადებისგან დამცავ ცნობილ სამკურნალო ქვასა და მასზე დატანილ ხატს უკავშირდება, რომელიც ამ უბანში, მირზა შაფის ქუჩაზე იყო.
დღეს ამ ადგილს “აბანოთუბანი”, ანუ აბანოების უბანი ჰქვია. აქ მე-12 საუკუნეში 65 აბანო იყო, რომელთა რიცხვი მე-19 საუკუნეში ექვსამდე შემცირდა. დღეს აქ ათზე მეტი აბანოა. საინტერესოა, ისიც რომ თბილისელები აბანოს მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით არ იყენებდნენ. აქ ხდებოდა საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრები, წვეულებებიც კი.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა აბანოთუბნის მინერალური წყაროები კვლავ გულუხვად მოედინება. თითოეული მათგანი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და სიამოვნების გარდა დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ამ წყაროების სამეცნიერო გამოკვლევამ სათავე დაუდო ბალნეოლოგიური კურორტის შექმნას, რომლის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წამოაყენა ცნობილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ.
1936 წელს აბანოთუბანში ცნობილი კურორტოლოგის, მიხეილ ზანდუკელის მიერ აშენდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. დღეს უკვე სრულიად განახლებული სამკურნალო ცენტრის შენობა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, თუმცა მისი მთავარი ღირსება კვლავ აბანოთუბნის მიწიდან მომდინარე სხვადასხვა შემადგენლობისა და ტემპერატურის მინერალური წყაროებია.

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

0
თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს
#image_title

თბილისის მერია 7.5 კილომეტრიანი თრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბის” მიმართულებით. პროექტის მიხედვით, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივანზე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. პროექტის ხარჯები ცნობილი გახეება ფასების გამოკვლევის შემდეგ.

პროექტი განხორციელდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და უშუალოდ მშენებლობას. ტრამვაის ახალი ხაზი გააერთიანებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების პროცესს. ტრამვაის თითოეულ შემადგენლობას მინიმუმ 300 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება.

პროექტის კომპონენტები:

  • საპროექტო სამუშაოები — მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
  • ინფრასტრუქტურა — ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
  • ტრამვაის მართვის სისტემა — მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების ინტეგრაციას.
  • მგზავრთა კომფორტი — გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA) და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
  • OCC (Operations Control Center) — ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების და საინფორმაციო სისტემების მართვას.

პროექტის ვადები:

  • კონცეპტუალური პროექტი: 6 თვე
  • დეტალური პროექტირება: 12 თვე
  • მშენებლობა: 36 თვე

პროექტის საერთო ვადა შეადგენს 4.5 წელს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50,000,000 აშშ დოლარის ბრუნვა. შემსყიდველი ავანსის სახით გადაუხდის სახელშეკრულებო ღირებულების 20%-მდე, ხოლო 2025 წელს აღნიშნული თანხიდან 20,000,000 აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი.

ბაზრის მოკვლევა დასრულდება 2025 წლის 23 აპრილს.

ახალი ტრამვაის ხაზის საპროექტო მარშრუტი:

 

ტრამვაის ხაზი

საქართველოს მხარეები –  ყველაზე პოპულარული ქართული სუფრის კერძების ისტორია

0
საქართველოს მხარეები -  ყველაზე პოპულარული ქართული სუფრის კერძების ისტორია
#image_title

რა დავათვალიეროთ საქართველოში

საქართველოში აპირებთ ჩამოსვლას? მაშინ თქვენ უნდა იცოდეთ ის, რომ აქ თქვენ ნახავთ ალპურ რეგიონებს, სათხილამურო კურორტებს და ზღვისპირა ნაპირებს სუბტროპიკული კლიმატით, ზოგადად უამრავ საოცარ ადგილებს.

საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ საკუთარი ავტომობილით ან ძალიან მარტივად შეიძლება ავტომანქანის დაქირავება საქართველოში, ნებისმიერ გზაზე სასიარულოდ, ასეთ მომსახურებას თქვენ ნახავთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. საქართველოში ბევრი ღირსშესანიშნაობებია, ეკლესია-მონასტრები და ციხე-სიმაგრეები. მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა, მზე და პლიაჟი, საუკეთესო ადგილია შავი ზღვის სანაპირო, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ოჯახთან ერთად. ერთ ერთი მათგანი: ურეკი, გამოირჩევა მაგნიტური ქვიშის თვისებებით,რომელიც აღიარებულ იქნა, როგორც ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი. აქ სასარგებლოა დასვენება სისხლძარღვთა დაავადებების და სასუნთქი სისტემის სამკურნალოდ.

მაგნიტური ქვიშები ბევრ ქვეყანაშია: ბულგარეთი, რუსეთი, უკრაინა, მაგრამ მხოლოდ ურეკში მაგნიტის შემცველობა 70% აღწევს. აღმოსავლეთით თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ყველაზე ლამაზი ქალაქები და რეგიონები, როგორიცაა: ყაზბეგი, კახეთი, სიღნაღი, თელავი, გრემი, უფლისციხე – ერთ ერთი პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც კლდეშია ნაკვეთი.

საქართველოს მხარეები

1. იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარისნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრედა ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას. იმერეთი გამოირჩევა უგემრიელესი ხაჩაპურით რომელიც განთქმულია მთელ საქართველოში.

2. კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში.კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.კახეთი ერთ – ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს.კახეთი განთქმულია ღვინით

3. მთიულეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავსმდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს – ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა.მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.მთიულეთი განთქმულია ხინკალით.

4. სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნე და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი.შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია.სვანეთი განთქმულია კუბდარით.

5. ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად.სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი.ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი). ხევსურეთი განთქმულია ხინკალით.

6. რაჭა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში.ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრებაოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურისმუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

7. სამეგრელო — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარერიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან.დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობისმუნიციპალიტეტების და ქალაქ ფოთის ტერიტორიას.სამეგრელო განთქმულია სულგუნით

8. აჭარა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა.სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს – აჭი.კურორტი ბათუმი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე 135 ათასზე მეტი მცხოვრებით, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ტურისტული და კულტურული ცენტრია.აჭარაში მოყავთ ციტრუსები.

9. გურია მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში. გურია საქართველოს ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. გურია ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ: ბარსა და მთიან ნაწილებად იყოფა.გურიის დაბლობი ნაწილი ნოტიო სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. იანვრის ტემპერატურა +3.5°ც, ივლისის კი +23°ც-ია. გურიის უძველესი ტრადიციები, ისტორია და ეთნოგრაფია დააინტერესებს ტურისტებს. გურიაში მოქმედებს არაერთი გუნდი და ანსამბლი, ქართული და გურული ცეკვისა და სიმღერების შემსრულებლები.

10. ქართლი — ისტორიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“.ქართლი განთქმულია ხილით სადაც სხვადასხვა ჯიშის ხილი მოჰყავთ.

9 ყველაზე პოპულარული ქართული სუფრის კერძის ისტორია

საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიული ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და იხვეწებოდა. ისინი ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატი, დასავლეთის ნოტიო ჰავა, მთიანი რეგიონების მკაცრი პირობები – ყველა ეს ფაქტორი აისახა ადგილობრივ სამზარეულოზე და განაპირობა ქართული სუფრის კერძების მრავალფეროვნება.

ყველაზე პოპულარული ქართული სუფრის კერძების ისტორია:

ხაჭაპური

ხაჭაპური ერთ-ერთი უძველესი კერძია ქართულ სამზარეულოში. ვარაუდობენ, რომ მისი გამოცხობა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაიწყეს. ხაჭაპურის მსგავსი კერძი – მრგვალ ცომში ჩადებული ყველი – პირველად კოლხურ კულტურაში გვხვდება და სარიტუალო კერძი იყო. ყველაზე გავრცელებული ლეგენდების თანახმად, იმერული ხაჭაპურის ფორმა მზის ან მთვარის სიმბოლო იყო. ძველად იმერეთში მზეს განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ და ხაჭაპურის ფორმა ამ პატივისცემის გამოხატულებაა (ვარაუდობენ რომ ამ შემთხვევაშიც სარიტუალო დატვირთვა ქონდა).

მთვარის ლეგენდა უფრო რომანტიკულია და უძინარ მეპურეს მიაწერენ. ერთხელ უძილობისას ღამის ცაზე სავსე მთვარე დაინახა და გადაწყვიტა, მისთვის მიეძღვნა თავისი ახალი ქმნილება. თუმცა ამ ლეგენდას არანაირი ისტორიული წყარო არ გააჩნია.

დღესდღეობით ყველაზე ცნობილი სარიტუალო ხაჭაპურის ტიპი გურული ღვეზელია (გულში მოხარშული კვერცხით), რომელსაც შობისთვის აცხობენ. ყველაზე ცნობილი აჭარული ხაჭაპური კი, ამბობენ, პირველად ლაზმა მეთევზემ გამოაცხო და მოხერხებული ფორმის გამო მალევე გახდა პოპულარული საუზმე მეთევზეებში. ერთი ვერსიით ნავის ფორმა ზღვის პატივსაცემად აქვს, თუმცა მეორე ვერსიით უფრო დატვირთული მნიშვნელობა აქვს და კვერცხის გული ისევ მზის სიმბოლოა.

  • საინტერესო ფაქტი: ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ეკონომიკის ხაჭაპურის ფასს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გასაზომადაც კი იყენებენ. ე.წ. “ხაჭაპურის ინდექსი” გვიჩვენებს, თუ რა ჯდება საშუალოდ იმერული ხაჭაპურის გამოცხობა, რაც იუმორნარევიი ხერხია ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად. ინდექსი ამერიკული ჟურნალი The Economist-ის “ბიგ მაკის ინდექსის” შთაგონებით შემუშავდა.

ხინკალი

ისტორიულად ხინკალზე კიდევ უფრო ცოტაა ცნობილი, ვიდრე ხაჭაპურზე. გადმოცემის თანახმად, პირველად საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში მოახვიეს. თუმცა მოხევეებმა, მთიულებმა, ფშაველებმა თუ ხევსურებმა – არავინ იცის, და არც ერთი რეგიონი არ თმობს ავტორობას. თავდაპირველად, მხოლოდ ხორცით (თან მხოლოდ ცხვრის და ძროხის) მზადდებოდა და ძირითადად მწყემსებისა და მონადირეების კერძი იყო. ხინკალი სიცივეს კარგად უძლებს, მარტივი სატარებელია, ადვილად მზადდება და მაღალკალორიულია, რაც ხალხისთვის რომელსაც ბევრი სიარული უწევდა რთულ რელიეფზე ძალიან მოხერხებული იყო. არსებობს ვერსია, რომ ხინკალიც თავიდან მზისთვის შესაწირი სარიტუალო კერძი იყო და “ბორჯღალის” ფორმა ჰქონდა.

ბარში ხინკლის მასიურად მომზადება XIX-XX საუკუნეებში დაიწყეს, სწრაფი ურბანიზაციის პერიოდში. ამავე დროს განიცადა ხინკალმა ყველაზე დიდი ცვლილება – შიგთავსში ჯერ ცხვარს ღორი ჩაენაცვლა, შემდეგ კი სრულიად სხვა ინგრედიენტები (სავარაუდოა, რომ თავიდან ეს ცვლილება სამარხვო ვარიანტზე მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული).

მწვადი

მწვადი ალბათ ყველაზე ძველი ქართული კერძია. ლეგენდის თანახმად, მწვადი იყო პირველი კერძი რომლის მომზადებაც რეგიონში დაიწყეს – საკვების თბური დამუშავების სწავლასა და მონადირეობის კულტურის გავრცელებასთან ერთად. სხვა მსგავსი კერძებისგან განასხვავებს ის, რომ ტრადიციულად ვაზის ტოტებისგან დამზადებულ შამფურებზე იწვებოდა, რაც კერძს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებდა.

ყურძნის წალამზე მწვადის შეწვა დღესაც ტრადიციულად “სწორ” მომზადების წესად ითვლება. პირველი მწვადი სავარაუდოდ გარეული ცხოველის ხორცისგან შეწვეს, შემდეგ ღორისა და ძროხის მწვად დამკვიდრდა, ბოლოს კი მთაში გავრცელებული ცხვარიც შეემატა.

ურბანიზაციასთან ერთად, ისევე როგორც ხინკლის შემთხვევაში, კერძი გამრავალფეროვნდა. დღესდღეობით მწვადი მომზადების ტექნიკასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კონკრეტულ ინგრედიენტებთან. ხორცი უნდა შამფურზე აეგოს და ღია ცეცხლზე, ნაკვერჩხალზე შეიწვას, ჰქონდეს შესამჩნევი კვამლის არომატი. დღეს პოპულარულია როგორც ხორცის, ისე თევზისა და ბოსტნეულის მწვადი. თუმცა ეტალონად და ყველაზე ავთენტურ კერძად მაინც ღორის მწვადი ითვლება.

ლობიანი

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ლობიანი რომელსაც ხშირად ხაჭაპურის სამარხვო ვერსიად განიხილავენ, სინამდვილეში გაცილებით უფრო “ახალგაზრდაა”. ვარაუდობენ, რომ გვიან შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVI საუკუნიდან აქტიურად დაიწყო ლობიოს კულტივაცია დასავლეთ საქართველოში, ჯერ გურიაში და შემდეგ სამეგრელოში. პირველ ლობიანსაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ. ცილებით მდიდარი ლობიო მარხვის პერიოდში ხორცის მოხერხებული და ხელმისაწვდომი ალტერნატივა აღმოჩნდა, და ლობიანმაც მალევე დაიმკვიდრა ადგილი, მარხვის პერიოდის გარეთაც.

ლობიანის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა XVIII და XIX საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და თითოეულმა რეგიონმა საკუთარი ვარიაცია შექმნა. მაგალითად, იმერული ლობიანი უფრო რბილია, ხოლო რაჭული – მშრალი და ცხარე, თან ხშირად არასამარხვოც, რადგან გულსართში რაჭული ლორი ემატება.

ბადრიჯანი ნიგვზით

ივანე ჯავახიშვილის ცნობით ბადრიჯანი საქართველოში დაახ. XII-XIII საუკუნეებში გავრცელდა, თუმცა მეტად დაზუსტება შეუძლებელია. ვარაუდობენ რომ სპარსეთიდან ან არაბული ქვეყნებიდან შემოვიდა. თავდაპირველად სამკურნალო მცენარედ ითვლებოდა, თუმცა მალევე კულინარიაშიც დამკვიდრდა. კონკრეტულად ნიგვზიანი სართავის შემწვარ ბადრიჯნის ნაჭრებში როდის დაიწყეს უცნობია. თუმცა გასტრომკვლევართა უმრავლესობა თანხმდება, რომ ყველაზე დამაჯერებელი ვერსიით კერძი დაახ. XVI საუკუნეში, კახეთში შეიქმნა. ამ რეგიონში ბადრიჯანი ყველაზე სწრაფად დამკვიდრდა და მალე გავრცელდა, ამიტომ თვლიან რომ ნიგოზსაც (რომელიც კახეთის რეგიონში უხვად მოჰყავდათ) პირველად აქ გადაურიეს.

არსებობს თეორია, რომ ბადრიჯანი ნიგვზით თავიდან სადღესასწაულო კერძი იყო, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში. ტრადიციულად კერძს მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება (ბადრიჯნის გამოწურვა, ნიგვზის ხელით დანაყვა, შეზავება და ა.შ.), ამიტომ ამზადებდნენ ქორწილებისა და დღეობებისთვის ხორციანი კერძების მაგივრად. რამდენად მართალია ეს თეორია დღესდღეობით თქმა რთულია.

საცივი

ისევე, როგორც ქართული ტრადიციული კერძების უმეტესობის, საცივის შექმნის თარიღიც უცნობია. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ საცივი თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთში ან გურიაში შეიქმნა. ეს რეგიონები ცნობილია კაკლის მოყვანით და ნიგვზიანი კერძების სიუხვით. ბარბარე ჯორჯაძემაც თავის ცნობილ რეცეპტების წიგნში კერძი გურული საცივის სახელით შეიტანა.

საცივი, სავარაუდოდ, თავდაპირველად მხოლოდ არისტოკრატიის სუფრისთვის მზადდებოდა. ძირითადი ინგრედიენტები, განსაკუთრებით ინდაური, ძვირადღირებული იყო. ამას მოწმობს ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტიც ნაკლები ნიგოზი და მეტი ძმარია, ვიდრე თანამედროვე რეცეპტებშია მიღებული.

საცივის პოპულარობა მკვეთრად იმატებს XIX საუკუნეში. სწორედ ამ პერიოდში ხდება ის საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი. იმდენად სწრაფად და მყარად დამკვიდრდა, რომ მე-20 საუკუნეში, საბჭოთა პერიოდში, მისი პოპულარობა მხოლოდ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინგრედიენტი ძნელად ხელმისაწვდომი იყო, საბჭოთა პერიოდში საცივი მაინც რჩებოდა სადღესასწაულო სუფრის მთავარ კერძად. დღესდღეობით კი ქართული კულინარიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ხაჭაპურისა და ხინკლის მსგავსად. ამასთან, ითვლება, რომ სწორედ საცივია ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ ქართული ტრადიციული სამზარეულო გაცილებით უფრო კომპლექსური და დახვეწილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ღომი (და) ელარჯი

ღომისა და ელარჯის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართულ გასტროისტორიაში – წლების განმავლობაში ის ძირეულად გარდაიქმნა. საეჭვოა ელარჯის პირველ შემქმნელებს კერძი დღევანდელი სახით ეცნოთ, ოდესმე რომც გაესინჯათ.

ბევრმა არ იცის, მაგრამ ღომი არა კერძის, არამედ ერთ-ერთი უძველესი მარცვლეული კულტურის სახელია. ღომის მარცვალი საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში (ძვ.წ. 5000-3000 წწ.) მოჰყავდათ. თავიდან უბრალოდ ფქვავდნენ და ფაფად ხარშავდნენ. უბრალო გლეხების საკვები იყო, რომელიც ადვილად მზადდებოდა და კარგად ანაყრებდა. განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში, სადაც სხვა მარცვლეული კულტურები ძნელად ხარობდა. შუა საუკუნეებში ღომი უკვე მყარად იყო დამკვიდრებული დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით სამეგრელოს, კულინარიაში. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ღომის მომზადების სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის, სავარაუდოდ, რბილი ყველის ჩახარშვა – და შეიქმნა ახალი კერძი, ელარჯი.

კერძები რადიკალურად ტრანსფორმირდა XVII საუკუნის ბოლოს, როდესაც სიმინდი შემოვიდა საქართველოში და დაიწყო ღომის ჩანაცვლება. დღეს ავთენტურ, ღომის მარცვალზე მომზადებულ ღომსა და ელარჯს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ კერძის სახელი კი შენარჩუნდა. სამეგრელოში ის დღემდე რჩება კულინარიული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად.

ჩაქაფული

ჩაქაფული სეზონური კერძია და ჩვეულებრივ აპრილის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე მზადდება. განსაკუთრებით პოპულარულია აღმოსავლეთ საქართველოში, ითვლება, რომ პირველად კახეთის რეგიონში მომზადდა და მჭიდროდ უკავშირებენ რეგიონის მწყემსურ ტრადიციებს.

ვარაუდობენ, რომ მომზადების ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. სახელი “ჩაქაფული” მომდინარეობს თურქულიდან. ორიგინალში ნიშნავდა “გაფორმებას” ან “შეკაზმვას” და კერძის მომზადების მეთოდზე – ინგრედიენტები ერთად ითუშება თიხის ჭურჭელში ან ქვაბში – მიუთითებს.

ტრადიციულად საჭიროა ბატკნის ან თიკნის ხორცი, მწვანე ტყემლით, მწვანილები და სანელებლები. XX საუკუნის დასაწყისში, ურბანიზაციის სწრაფი პროცესის დროს კერძი კახეთის რეგიონს გასცდა და დაიწყო ბატკნის ხორცის ხბოს ხორცით ჩანაცვლება, განსაკუთრებით თბილისში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.