#image_title

აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება.

თუმცა, მანამდე, აქ ქალაქის არსებობას რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მე-4 საუკუნის რუკა ადასტურებს, სადაც თბილისი აღნიშნულია, როგორც “ფილადო” (ლათ. თბილი). აგრეთვე თბილისი, როგორც ციხე-ქალაქი, ნახსენებია 360-იანი წლების მატიანეში “მოქცევაი ქართლისაი”.
თბილისის სახელში სიტყვა “თბილი”, იგივე “ტფილი”, სწორედ აქ არსებულ ცხელ წყაროებს უკავშირდება. “ტფილიდან” გამომდინარე, თბილისსაც 1936 წლამდე ტფილისი ერქვა. ლეგენდაც და ისტორიაც ქალაქის პირველ დასახლებად – თბილისად, ზუსტად ამ ტერიტორიას მიიჩნევს, რომელსაც მე-17 საუკუნეში ჯერ სეიდაბადი უწოდეს იქ ჩამოსახლებული სეიდების გამო, შემდეგ კი – ხარფუხი, რაც სომხური ტოპონიმია, ხველასა და სურდოს აღნიშნავს და დაავადებისგან დამცავ ცნობილ სამკურნალო ქვასა და მასზე დატანილ ხატს უკავშირდება, რომელიც ამ უბანში, მირზა შაფის ქუჩაზე იყო.
დღეს ამ ადგილს “აბანოთუბანი”, ანუ აბანოების უბანი ჰქვია. აქ მე-12 საუკუნეში 65 აბანო იყო, რომელთა რიცხვი მე-19 საუკუნეში ექვსამდე შემცირდა. დღეს აქ ათზე მეტი აბანოა. საინტერესოა, ისიც რომ თბილისელები აბანოს მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით არ იყენებდნენ. აქ ხდებოდა საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრები, წვეულებებიც კი.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა აბანოთუბნის მინერალური წყაროები კვლავ გულუხვად მოედინება. თითოეული მათგანი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და სიამოვნების გარდა დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ამ წყაროების სამეცნიერო გამოკვლევამ სათავე დაუდო ბალნეოლოგიური კურორტის შექმნას, რომლის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წამოაყენა ცნობილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ.
1936 წელს აბანოთუბანში ცნობილი კურორტოლოგის, მიხეილ ზანდუკელის მიერ აშენდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. დღეს უკვე სრულიად განახლებული სამკურნალო ცენტრის შენობა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, თუმცა მისი მთავარი ღირსება კვლავ აბანოთუბნის მიწიდან მომდინარე სხვადასხვა შემადგენლობისა და ტემპერატურის მინერალური წყაროებია.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

იხილეთ ასევე

READ  მუზეუმები თბილისში
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება. 25 მარტი, 2025. https://shenidasveneba.ge/37218-2აბანოთუბანი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/37218-2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network