კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

0
სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება
#image_title

აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორისო ინვესტორებთან წვდომას გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, ე.წ. სილიკონ ველიზე. ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ – ინვესტორთა ქსელების დაინტერესება და ქვეყანაში შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და კერძოდ, სილიკონის ველი ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის უმთავრესი პარტნიორია. აქ არის თავმოყრილი მსოფლიოს ვენჩურული კაპიტალისა და ინტელექტუალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა, შესაბამისად, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციური ჰაბის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ტექნოლოგიური ჰაბი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გახსნის,  სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ამოქმედდება. საკონსულო სან ფრანცისკოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში – სილიკონ ველიზე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის წარმოჩენასა და ქართული სტარტაპების საქმიანობის ხელშეწყობაში. ჰაბის მეშვეობით საქართველო შეძლებს საერთაშორისო არენაზე უკეთ მოახდინოს განვითარებული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციონირება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც სილიკონის ველზე ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის,  ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის ერთ-ერთი ცენტრალური ფუნქცია ქართული სტარტაპების კომპეტენციათა გაძლიერება იქნება, რაც გულისხმობს მათთვის სილიკონ ველის მენტორებთან ერთად მენტორშიპ პროგრამების გამართვას, მათ შორის, სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და ვორქშოფების ორგანიზებას. მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია კულტურული გაცვლა, რაც გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენას, ქართული კულტურის საღამოებს ტექნოლოგიური ბიზნეს წრეებისთვის და ორმხრივ სტარტაპ გაცვლითს პროგრამებს.

ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა მიმართული იქნება ქართული სტარტაპების “ნეთვორქინგის” გაძლიერებაზე პოტენციურ ინვესტორებთან და სხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც გულისხმობს დემო დღეებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, B2B შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან და პრეზენტაციებს საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ. გარდა ამისა, ასევე მოხდება ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბიზნესის მიმართულებით, რაც გულისხმობს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს აშშ ბაზარზე შესვლისთვის, ოფისის სივრცით სარგებლობას ქართული სტარტაპებისთვის და ბიზნეს კონტაქტების ბაზის შექმნას და გაზიარებას.

„სან-ფრანცისკოში,  სადაც კონცენტრირებულია მსოფლიო საინვესტიციო კაპიტალის უდიდესი ნაწილი, ინოვაციების ჰაბის გახსნით ქართულ სტარტაპებს ექნებათ პირდაპირი წვდომა ინვესტორებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დაფინანსების შანსებს. ჰაბი იქნება ქართული სტარტაპების, ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის ერთგვარი ხიდი გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში მოსახვედრად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ, რომ ჰაბი ხელს შეუწყობს ორმხრივ ინვესტიციებს – არამხოლოდ ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში, არამედ რეგიონალური ინვესტიციების მიმართვას ამერიკულ ბაზარზე“ – აღნიშნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა.

სან ფრანცისკოში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. შედეგად, ორი სამთავრობო უწყება გააძლიერებს თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისის 10 დასვენების ადგილი ყველაზე ლამაზი ხედებით

0
თბილისის 10 დასვენების ადგილი ყველაზე ლამაზი ხედებით
#image_title

თბილისი — ქალაქი, რომელიც ერთდროულად გაძლევს მყუდრო დასვენების, ურბანული რიტმისა და თვალწარმტაცი ხედებით ტკბობის შესაძლებლობას. თუ გსურს დააგემოვნო ყავა მზის ჩასვლის ფონზე, გაისეირნო სიჩუმესა და სიმწვანეში, ან უბრალოდ დააკვირდე ქალაქს ზემოდან, ეს სტატია შენთვისაა. გთავაზობთ 10 საუკეთესო დასვენების ადგილს თბილისში, სადაც ლამაზი ხედები ნამდვილად დაგამახსოვრდება.

1. მთაწმინდის პარკი და ფუნიკულიორი

თბილისის კლასიკა — მთაწმინდის პარკიდან იშლება ულამაზესი პანორამა ქალაქზე, განსაკუთრებით საღამოს განათებებში. აქვეა რესტორანი, ატრაქციონები და თვალწარმტაცი ტერასები.

2. ნარიყალას ციხესიმაგრე

ისტორიული ციხე ქალაქის ზემოდან გადაჰყურებს ძველ თბილისს, აბანოთუბანსა და მტკვრის ხეობას. იდეალურია ფოტოსესიისა და ველური პეიზაჟის მოყვარულთათვის.

3. ლისის ტბა და გარშემო ბილიკები

დასვენების თანამედროვე სივრცე სუფთა ჰაერითა და მშვიდი ატმოსფეროთი. ხედები გადაჰყურებს მთაწმინდასა და ცენტრალურ თბილისს.

4. კუს ტბა და სამოყვარულო ბილიკები

მზიან ამინდში იდეალურია სეირნობისა და პიკნიკისთვის. აქედან იშლება ხედები როგორც ტბაზე, ისე ქალაქის სამხრეთ ნაწილზე.

5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის სკვერი (ვაკე)

ახალი რეკრეაციული სივრცე ტერასული ხედებით ვაკეზე და მთაწმინდაზე. იდეალურია დილის გასეირნებისა და წიგნით დასვენებისთვის.

6. სოლოლაკის ქედი და ქართლის დედის მონაკვეთი

გადაჰყურებს ძველი თბილისის მოედნებს, გოგირდის აბანოებსა და ცისფერ ბაღებს. გზად უამრავი მყუდრო კაფეა.

7. ნუცუბიძის ფერდობი (Sky Bridge Views)

ცნობილია თავისი ზღვის დონიდან მაღალი კორპუსებითა და ტერასებით. ქალაქის განათებული ხედი აქედან მართლაც შთამბეჭდავია.

8. რიყის პარკი და მშვიდობის ხიდი

თბილ ამინდებში მტკვრის პირას სეირნობა და ხიდიდან ხედებით ტკბობა განსაკუთრებით სასიამოვნოა, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას.

9. წყნეთის ტყე და ველობილიკები

შემოსაზღვრული ბუნება და ჰაერი. წყნეთის ტყიდან გადმოხედვა თბილისზე სრულიად ახალი პერსპექტივაა მათთვის, ვისაც ურბანული ხმაურისგან თავის დაღწევა სურს.

10. ვარკეთილის პლატო (პანორამული ხედები აღმოსავლეთიდან)

თბილისის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საოცარი წერტილი, საიდანაც ხედი მთელს ქალაქზე მოჩანს — ერთდროულად ჩანს სვანეთის ქუჩები, თბილისის ზღვა და გლდანი.

თუ თბილისში ისეთ ადგილს ეძებ, სადაც შეგიძლია დასვენება, ლამაზი ხედებით ტკბობა და მყუდრო ატმოსფერო — ზემოთ ჩამოთვლილი ადგილები იდეალურია როგორც მარტო გასასვლელად, ისე მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. ეს სივრცეები არამხოლოდ ვიზუალური სიამოვნებისთვის, არამედ შინაგანი სიმშვიდისთვისაც ფასდაუდებელია.

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

ბრიტანული გამოცემა The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს

0
საქართველოს მხარეები -  ყველაზე პოპულარული ქართული სუფრის კერძების ისტორია
#image_title

ბრიტანული The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს – გამოცემას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. თბილისშია შონ მოლტონი, რომელსაც ძველი თბილისი გააცნეს.

თბილისი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, სტილითა და მრავალფეროვნებით. ქალაქის თითოეული ნაწილი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ძალიან მომეწონა ისტორიული ბაზარი, რომელიც ადრე ქუჩაზეც იყო და დღეს მიწისქვეშ არის.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ლონდონიდან ორი ავიაკომპანია ასრულებს რეისებს თბილისის მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს მიმოსვლას, პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, თბილისში მოხვედრა უფრო მარტივდება და ვფიქრობ, აქ ბევრი მოგზაურო ჩამოვა, ასევე ბევრი ეწვევა საქართველოდან დიდ ბრიტანეთს”- აცხადებს The Independent ჟურნალისტი, შონ მოლტონი.

რა ხდება თბილისში აპრილში – საუკეთესო ღონისძიებების სია

0
#image_title

თბილისში აპრილის თვე სავსეა ისტორიული მნიშვნელობით, კულტურული ღონისძიებებითა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებით.

ქალაქის ქუჩები ივსება სიცოცხლით, სიწმინდითა და იდეებით.

თუ გაინტერესებს, რა უნდა ნახო და სად უნდა წახვიდე თბილისში აპრილში, ეს სია შენთვისაა.

ღონისძიებები

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ამავე დროს ღირსების მომტანი თარიღია.

1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ძალებმა ძალადობრივად დაშალეს მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია.

დაღუპა 21 ადამიანი, ასეულობით დაშავდა.

2025 წლის 9 აპრილს, ტრადიციულად, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დაგეგმილია ყვავილების მიტანა, სანთლების ანთება და მემორიალური სიტყვები.

16 აპრილი – განათლების საერთაშორისო გამოფენა

16 აპრილს თბილისში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელიც უმასპინძლებს არაერთ ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებაზე სტუდენტებს, მშობლებსა და აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და გაიგონ სტიპენდიების, პროგრამებისა და გაცვლითი შესაძლებლობების შესახებ.

ლოკაცია: Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

დრო: 16:00–20:00

დასწრება: უფასო, რეგისტრაცია სავალდებულოა

მონაწილეები: Bocconi University, IE University, Richmond American University London და სხვა.

18–21 აპრილი – აღდგომის დღეები

აღდგომა აპრილის დასასრულს აღინიშნება და დედაქალაქი განსაკუთრებულად ელის ამ დღეს.

18 აპრილი – წითელი პარასკევი — ტაძრებში აღევლინება სპეციალური მსახურება – გარდამოხსნის წესი.

19 აპრილი – დიდი შაბათი — მოსამზადებელი დღე, მორწმუნეები ემზადებიან აღდგომის ღამისთვის.

20 აპრილი – აღდგომა — ბრწყინვალე დღესასწაული ღამის ლიტურგიებით, სიხარულითა და ტრადიციული სუფრებით.

21 აპრილი – მიცვალებულთა ხსენების დღე — ოჯახები ტრადიციულად სასაფლაოებზე მიდიან, რათა პატივი მიაგონ გარდაცვლილთა ხსოვნას.

აპრილი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და ღრმა თვეა. ეს არის დრო, როცა ერთდროულად შეგიძლია შეეხო საქართველოს ისტორიას, მიიღო ახალი ცოდნა და იგრძნო ცოცხალი რწმენის ძალა.

უფასო აქტივობები თბილისში – როგორ გავერთოთ ბიუჯეტის გარეშე

0
უფასო აქტივობები თბილისში
#image_title

თბილისი ქალაქია, სადაც გასართობად დიდი ბიუჯეტი სულაც არ გჭირდება.

თუკი შენს გეგმაშია დღის ან საღამოს საინტერესო გატარება ზედმეტი ხარჯის გარეშე, გაგიმართლა – ქალაქი სავსეა კულტურული, ბუნებრივი და სოციალური სივრცეებით, რომლებიც თავისუფლად ხელმისაწვდომია ყველასთვის.

გთავაზობთ იდეალურ მიმართულებებს და აქტივობებს, რომლითაც შეგიძლია ნამდვილად გაერთო – უფასოდ.

ბიუჯეტი

1. აბანოთუბანი და ძველი ქალაქის ეზოები

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი უბანი – აბანოთუბანი – თავისუფლად შეგიძლია ფეხით შემოიარო.

აქ შეხვდები უნიკალურ არქიტექტურას, ისტორიულ აბანოებს, აივნებსა და ვიწრო, ფერად ქუჩებს.

თუ თვალს და ყურადღებას მიენდობი, თვითონ ქალაქი გახდება შენი გიდი.

2. ბოტანიკური ბაღის უფასო ზონა (ზაფხულობით ხშირად ტარდება)

თბილისის ბოტანიკური ბაღი ზოგჯერ აცხადებს უფასო შესვლის დღეებს, განსაკუთრებით სეზონური ან სპეციალური ღონისძიებების დროს.

შეამოწმე მათი ვებ-საიტი ან სოციალური გვერდები – შეგიძლია მოხვდე ჯადოსნურ მწვანე სამყაროში სეირნობისთვის, ჩანახატების ან უბრალოდ წიგნის წასაკითხად.

3. ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცე

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის ზოგი ნაწილი ფასიანია, გარემო, რომელიც კუს ტბასთან მდებარეობს, ხშირ შემთხვევაში ღიაა საზოგადოებისთვის.

აქ შეგიძლია გაისეირნო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მინიატურულ სოფლებს შორის, დააგემოვნო ბუნება და სიწყნარე.

4. ქუჩის კონცერტები და პერფორმანსები შარდენზე

ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, შარდენის ქუჩასა და გუდიაშვილის მოედნის მიდამოებში ხშირად შეხვდები ცოცხალ მუსიკას, პოეზიასა და ქუჩის წარმოდგენებს.

ეს ყველაფერი უფასოა – და სრულიად შთამაგონებელი.

5. მზიურის პარკი – სივრცე შემოქმედებისთვის

მზიური ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ – თავისუფალი სივრცეა.

აქ შეიძლება შეხვდე სკეიტერებს, არტისტებს, ფოტოგრაფებს ან უბრალოდ მათ, ვინც მშვიდად ატარებს დროს.

ბევრი ოჯახი სწორედ მზიურის პარკს ანიჭებს უპირატესობას – ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცეა.

6. დედაენის ბაღი და ლაღიძის ლიმონათი

თუ ქალაქის გულში ხარ და გინდა პატარა პაუზა – დედაენის ბაღი იდეალური ადგილია.

დაჯექი ჩრდილში, წაიკითხე წიგნი ან უბრალოდ უყურე თბილისის ყოველდღიურ დინამიკას.

სათვალავში ჩაიწერე ლაღიძის ლიმონათი – მცირე ხარჯით, დიდი სიამოვნება.

7. მეტეხის კლდის ხედები მზის ჩასვლისას

თბილისის ხედები ყოველთვის შთამბეჭდავია, მაგრამ მზის ჩასვლისას მეტეხის კლდიდან დანახული ქალაქი სრულიად სხვაა.

თუ გინდა ცოტაოდენ სიწყნარესა და სილამაზეს შეეხო — უბრალოდ დაჯექი და უყურე ქალაქს.

ბიუჯეტის გარეშე გართობა თბილისში არ ნიშნავს დათმობას – პირიქით, ეს არის ნამდვილი თბილისური გამოცდილება.

სეირნობა, კულტურა, ბუნება და ხალხი – ყველაფერი ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც გულით ეძებს.

წადი იქ, სადაც ქალაქი თავის ნამდვილ სახეს გიჩვენებს — ღიად, გულწრფელად და ბიუჯეტის გარეშე.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მოსახლეობას აფრთხილებს.

“2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო),”- აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

0
თბილისის მეტროსადგური მშენებლობის გეგმები და ახალი სადგურების პროექტი
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობის გეგმას მითები და არაზუსტი ინფორმაცია მოაქვს. ვარკვევთ ფაქტებს და რეალურ ვადებს.

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. – ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ე.წ. Design-Build მეთოდით ბაზრის კვლევას ატარებს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამში 4 სადგურის დაპროექტება უნდა განხორციელდეს, აქედან გათვალისწინებულია 2 ახალი, 2 არსებული მეტროსადგურების – ვარკეთილისა და გლდანის მიმართულებით – პროექტირება.

ამასთან, ტექნიკური დავალების თანახმად, ერთი მეტროსადგური დაემატება გლდანის, მეორე კი ვარკეთილის მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტროს ხაზის დაგრძელების სავარაუდო ჯამური სიგრძე 5.2 კმ იქნება, მათ შორის გლდანის მიმართულებით 2.2 კმ, ხოლო ვარკეთილის მიმართულებით 3 კმ.

პროექტის განხორციელების საორიენტაციო ვადა ხუთ წელს შეადგენს, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს.

ამასთან, რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, პროექტისთვის 2025 წელს ბიუჯეტი გათვალისწინებული არ არის, 2026 და 2027 წელს კი იგეგმება 15-15 ანუ ჯამში, 30 მლნ აშშ დოლარის დახარჯვა.

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

0
ფიტარეთი
ფოტო: Kleopatra Photography

ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს. ფიტარეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლია, გამორჩეულია მხატვრული ღირებულებით, აგების ეპოქით.  ეპოქა, რომელშიც აიგო ფიტარეთი ქართულ არქიტექტურაში და კულტურაში აღორძინების პიკს წარმოადგენს. ამ ეპოქის შემდეგ, ისტორიული ძნელბედობის შედეგად, ქართული არქიტექტურა დაღმავლობის გზას დაადგა. ფიტარეთის მონასტერი არის ის ძეგლი, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არავის, იგი ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ერთხელ მაინც ნანახი.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები.

ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა, და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ. ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.

ფიტარეთის ტაძარი ცნობილია ასევე თავის მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტით, რომელიც შესრულების საკმაოდ მაღალი ოსტატობით ხასიათდება და რაც ასევე გამოარჩევს ამ ტაძარს სხვა თავისი ეპოქის ძეგლებისაგან.

ფიტარეთში სამონასტრო ცხოვრების შესახებ მის გარშემო არსებული სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები, ამავე დროს სხვადასხვა ისტორიული წყაროები მიგვითითებენ. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელზე აგებული ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. გარს შემოვლებული აქვს ქვის გალავანი, გალავანშივეა ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ამავე დროს კარიბჭის ფუნქციასასაც ასრულებს. გალავნის შიგნითაც და გარეთაც უამრავი საცხოვრებელი, თუ სამეურნეო ნაგებობის კვალია. რაც შეეხება ტაძრის აგებას, მაშენებლებს, ამის შესახებ სამხრეთის შიდა კარიბჭეზე არსებული ასომთავრული წარწერა გვაუწყებს. ექვთიმე თაყაიშვილს ქარაგმების გახსნის წარწერა ასე წაუკითხავს: ”ქ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისაითა, შეწევნითა და მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღმრთის მშობლისა და წმინდიდაითა, რომელნი საუკუნეთგან სათნო ეყვნეს ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ღირს ვიქმენ მომადლობითა ღმრთისათა მე ქავთარ ქაჯიფაჲს ძე ამირეჯიბი თჳითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისა, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედის ღმრთისა. არა ვისი რთავს თვინიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძია და თევდორე წმინდანი ჩემთავე ჴრმლითა მონაგებითა საფასითთა, მათთვე ღმრთივ სანატრელთა დიდთა მეფეთა (ჩუენთა) საბედნიეროდ, შევსწირენ მას ყოვლადწმინდასა ღმრთის მშობელსა ფიტარეთსა სამლოცველოდ მეფობისა მათისა, და (ცოდვილისა)ჩემისა, სულისა, მშობელთა და ძმათა, შვილთა და მომავალთა ჩემთათჳის, არავისგან შეიცვალენ, არცაარაჲ ვისსა მართალ აქუს, ვიტყვი მოწმობითა ღმრთისაჲთა. და რამანცა გამოაჴუნეს, ანუ ქცევად იკადროს და ამის მონასტრის დაკლებად, დიდი იყოს, გინა მცირე, კრულ იყოს დაუსაბამისა ღმრთისა პირითა მკუდარი და ცოცხალი. ამინ.”

თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ წარწერაში მოხსენიებული მეფე გიორგი ბრწყინვალე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდგომში დადგინდა, რომ იგი ლაშა გიორგია(1213-1222 წწ). შესაბამისად ლოგიკურია ტაძრის დათარიღებაც, მე-13 საუკუნის პირველი ნახევრით. წარწერიდანვე ვიგებთ, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. ამავე დროს იგი აუგია მეფის ამირეჯიბ(თანამდებობაა მეფის კარზე) ქავთარ ქაჯაფაჲსძეს. სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით ზემოხსენებული ქავთარ ამირეჯიბი, ბარათაშვილების შორეულ წინაპარს წარმოადგენს, რომლებიც ბაღუაშ-ორბელიანთა მიწებზე დასახლდენ და გაბატონდნენ. წარწერა კიდევ ერთ ინფორმაციას გვაძლევს, როგორც ჩანს ქავთარს ერთერთ ლაშქრობაში გაუმარჯვია, საიდანაც მოპოვებული ალაფით აუგია ეს ეკლესია, ამავე დროს მონასტრისათვის ტანძია და თევდორე წმინდაც შეუძენია.

ფიტარეთის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია ძალიან მწირია. წყაროებიდან ვიგებთ, რომ 1696 წელს ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეს, წინამძღვარ იობს აუგია მარანი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მონასტერს საკმაოდ ძლიერი მეურნეობა ჰქონია. ამჟამად მარანი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ამავე წყაროდან ვიგებთ რომ უმეფობის პერიოდში ლეკიანობა იმდენად მოძლიერებულა, რომ წინამძღვარი იობი თბილისში გადმოსულა.

ტაძარში საკურთხევლის წინ არსებულ საფლავის ქვაზე არსებული წარწერიდან ვიგებთ, რომ  XVII საუკუნეში ტაძარი შეუკეთებია ყაფლან ორბელიანს.

არსებობის მანძილზე ფიტარეთს ტაძარი უამრავჯერ იქნა აოხრებული და დარბეული.

დღესდღეობით ფიტარეთში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.  ყოველი წლის 4 დეკემბერს კი მონასტრის დღესასწაული – ფიტარეთობა აღინიშნება.

სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე  ბარათაშვილ-ორბელიანთა საკუთრება იყო.

 

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

0
დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან
ფოტო: GETTY IMAGES

2025 წელი უნიკალურია ასტრონომიული მოვლენების თვალსაზრისით. კერძოდ, მოიცავს ორ სრულ მთვარის დაბნელებას და ორ ნაწილობრივ მზის დაბნელებას.

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. მთვარე დაფარავს მზის 93%-ს. მისი ხანგრძლივობა 4 საათამდე გასტანს.

მზის ნაწილობრივი დაბნელება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში და რუსეთის გარკვეულ ნაწილში გამოჩნდება.

ცნობისთვის, 14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდა. მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცა, რის შედეგადაც მისი გარკვეული ნაწილი დაბნელდა და წითლად შეიფერა. ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ.

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

0
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით ფუნიკულიორის ისტორიული ფოტოები გამოიფინა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამთო საბაგირო რკინიგზა ყოველდღიურად უამრავ სტუმარს ემსახურება.

მთაწმინდის პარკის დირექტორის, გელა დიღმელაშვილის განცხადებით, 2026 წელს სალიანდაგო ქსელი შეიცვლება.

„გადავალთ ახალ სისტემაზე, სადაც ყველა ახალი რელსი იქნება ერთმანეთში გადადუღებული, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამორტიზაციას როგორც ვაგონების, ასევე ხიდის, ესტაკადის”, – განაცხადა გელა დიღმელაშვილმა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.