აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება.
თუმცა, მანამდე, აქ ქალაქის არსებობას რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მე-4 საუკუნის რუკა ადასტურებს, სადაც თბილისი აღნიშნულია, როგორც “ფილადო” (ლათ. თბილი). აგრეთვე თბილისი, როგორც ციხე-ქალაქი, ნახსენებია 360-იანი წლების მატიანეში “მოქცევაი ქართლისაი”.
თბილისის სახელში სიტყვა “თბილი”, იგივე “ტფილი”, სწორედ აქ არსებულ ცხელ წყაროებს უკავშირდება. “ტფილიდან” გამომდინარე, თბილისსაც 1936 წლამდე ტფილისი ერქვა. ლეგენდაც და ისტორიაც ქალაქის პირველ დასახლებად – თბილისად, ზუსტად ამ ტერიტორიას მიიჩნევს, რომელსაც მე-17 საუკუნეში ჯერ სეიდაბადი უწოდეს იქ ჩამოსახლებული სეიდების გამო, შემდეგ კი – ხარფუხი, რაც სომხური ტოპონიმია, ხველასა და სურდოს აღნიშნავს და დაავადებისგან დამცავ ცნობილ სამკურნალო ქვასა და მასზე დატანილ ხატს უკავშირდება, რომელიც ამ უბანში, მირზა შაფის ქუჩაზე იყო.
დღეს ამ ადგილს “აბანოთუბანი”, ანუ აბანოების უბანი ჰქვია. აქ მე-12 საუკუნეში 65 აბანო იყო, რომელთა რიცხვი მე-19 საუკუნეში ექვსამდე შემცირდა. დღეს აქ ათზე მეტი აბანოა. საინტერესოა, ისიც რომ თბილისელები აბანოს მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით არ იყენებდნენ. აქ ხდებოდა საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრები, წვეულებებიც კი.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა აბანოთუბნის მინერალური წყაროები კვლავ გულუხვად მოედინება. თითოეული მათგანი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და სიამოვნების გარდა დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ამ წყაროების სამეცნიერო გამოკვლევამ სათავე დაუდო ბალნეოლოგიური კურორტის შექმნას, რომლის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წამოაყენა ცნობილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ.
1936 წელს აბანოთუბანში ცნობილი კურორტოლოგის, მიხეილ ზანდუკელის მიერ აშენდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. დღეს უკვე სრულიად განახლებული სამკურნალო ცენტრის შენობა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, თუმცა მისი მთავარი ღირსება კვლავ აბანოთუბნის მიწიდან მომდინარე სხვადასხვა შემადგენლობისა და ტემპერატურის მინერალური წყაროებია.
იხილეთ ასევე
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. 31 მარტი, 2025. https://shenidasveneba.ge/დღეს-მზის-ნაწილობრივ-დაბ/
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%95-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91/
shenidasveneba.ge
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ქუთაისი და დასავლეთ საქართველო — 3 დღე€690 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314