კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

0

ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს. წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მშვიდად ჩაიარა. სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენი ვეტექიმი იმყოფებოდა ღამე ადგილზე და ეს მისი ინფორმაციაა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თბილისის მოსახლეობამ რეკორდულ 1.33 მილიონს მიაღწია — საყოველთაო აღწერის შედეგები

0
თბილისის 10 დასვენების ადგილი ყველაზე ლამაზი ხედებით
#image_title

საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია.

ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით, ანუ 200 ათასით მეტია.

საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. აღწერის მიზანს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა და ის უშუალოდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დადგენას არ ისახავს მიზნად, რადგანაც აღწერის დროს აღირიცხებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობენ თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოელ ემიგრანტებს წარმოადგენენ.

კითხვის გაგრძელება

 

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

პირველი ახალშობილი წელს ბათუმში დაიბადა

0

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ცნობით, პირველი ახალშობილი 2024 წელს ბათუმში, BMC-ის  სამშობიარო განყოფილებაში დაიბადა. ახალშობილი 1-ელ იანვარს, დაახლოებით 00:06 საათზე დაიბადა, მას ილია დაარქვეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც

0
თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
#image_title

თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა.
ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დართლო, შენაქო, დოჭუ და გომიწრის ხეობა. აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა, სადაც ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დარბლო, შენაქო, დოჭუ და გონიწრის ხეობა. ეს აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
ამ ინიციატივების ერთობლიობა ხელს შეუწყობს თუშეთის, როგორც უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების, განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში. ამ მიზნით, წლებია მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის, საქართველოს ყველა რეგიონში 1600 კილომეტრამდე საფეხმავლო ბილიკია მარკირებული.
ამ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თუშეთს, სადაც 90 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მოინიშნა. ეს ბილიკები ზემო ომალოდან იწყება, ფარავს მთლიანად გომეწრის ხეობას და ერთმანეთთან აკავშირებს სოფლებს. პროექტის მიზანია დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნა, ქვეყნის გამორჩეული ადგილების პოპულარიზაცია და, ამ გზით, ტურისტების მოზიდვა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აქტიურად გრძელდება ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიანი გზის საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების პროექტი. ამჟამად, სამუშაოები გზის 61.3 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია თუშეთთან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის (ზღვის დონიდან 2950 მეტრი) გავლით ომალოს უკავშირდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პროექტი ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ- „გამომყევი აჭარაში“ კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

0
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიაშ

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში. 1 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე მონაწილეებს საშუალება ექნებათ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

პროექტი „გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.

აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150, 000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.

გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.

ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე – უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

0
უზბეკი ტუროპერატორები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ.

„ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების მიზნით კი საქმიანი შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ბათუმის ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ტუროპერატორები მთიან აჭარასაც ეწვევიან, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ფოლკლორ შოუს დაესწრებიან. უზბეკეთი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბოლო წლებია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს. გასულ წელს, რეგიონში 50-მდე საერთაშორისო ტური განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აჭარას სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, დანია, უნგრეთი, თურქეთი, ლატვია, საფრანგეთი, სომხეთი, ინდოეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, ესტონეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეითი, პოლონეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩინეთი, შვედეთი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

„წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, ბევრი ჩანაფიქრი და მიზანია“ -დამწყები შეფ-მზარეული საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში გადამზადებას გაივლის

0
გიორგი ხალვაში

გიორგი ხალვაში- დამწყები შეფ-მზარეული საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადებას გაივლის.

„ფორმა, ვიზუალი და რაც მთავარია, გემო. კონდიტერია შემოქმდებაა, სადაც ყველა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩემი ჩანაფიქრი თეფშზე გადმომაქვს. დესერტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ლუკმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს. ამისთვის კი ფანტაზია, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და განვითარებაა საჭირო“ – ამბობს გიორგი ხალვაში.

გიორგი სამი წელია, რაც ამ სფეროშია.

„სამი წელია რაც ამ სფეროში ფეხი შემოვდგი და ვთვლი, რომ ისევე როგორც არც ერთი დღე, არც ერთი დესერტი არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, ბევრი ჩანაფიქრი და მიზანია. მთავარი იდეა კი ერთია, –  ჩემი დესერტის ერთი ნაჭერი იყოს გემო, რომელიც კონდიტერიაში თავის კვალს დატოვებს“, – განაცხადა გიორგი ხალვაშმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან – საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ

0
სერბი ჟურნალისტები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

პრესტური საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის Air Serbia საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მოეწყო. Air Serbia ბელგრადი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს.

პრესტური 8 მონაწილე თბილისისა და მცხეთის ტურისტულ ადგილებს ესტუმრა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ჯვრის მონასტერი, გაეცნენ ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

May be an image of 6 peopleMay be an image of 6 people

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ეზოების პრობლემა თბილისში. როგორ შეუძლია ავტოსადგომებს ქაოტური პარკირების პრობლემის გადაჭრა?

0
როგორ შეუძლია ავტოსადგომებს ქაოტური პარკირების პრობლემის გადაჭრა?

ეზოების პრობლემა თბილისში. როგორ შეუძლია ავტოსადგომებს ქაოტური პარკირების პრობლემის გადაჭრა?

ბოლო წლებში თბილისს საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ქაოტური პარკირების მწვავე პრობლემა აწუხებს. მანქანების რაოდენობის ზრდამ, მჭიდრო განაშენიანებამ და მოძველებულმა ურბანულმა ინფრასტრუქტურამ განაპირობა ის, რომ ცენტრში და საცხოვრებელ უბნებში ეზოები ყოველდღიურად სპონტანურ ავტოსადგომებად იქცევა. მანქანები გაზონებზე, ტროტუარებზე, შესასვლელებთან ჩერდება, ხშირად სპეციალური აღჭურვილობის გავლას ბლოკავს და უსაფრთხოების საფრთხეს ქმნის.

განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა საბჭოთა ეპოქის შენობებით დასახლებულ ადგილებში, სადაც ავტოსადგომები თავდაპირველად საკმარისი რაოდენობით არ იყო დაგეგმილი. მიწისქვეშა პარკინგის მქონე ახალი შენობებიც კი ყოველთვის არ აძლევენ მაცხოვრებლებს საჭირო რაოდენობის ავტოსადგომებს – ხშირად ისინი არ არის საკმარისი ან მშენებლობის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე იყიდება. შედეგად, მაცხოვრებლები იძულებულნი არიან ეძებონ დროებითი გადაწყვეტილებები, დაიკავონ ადგილები საზოგადოებრივ ადგილებში ან დატოვონ მანქანები სახლიდან შორს.

ამ პრობლემის ფონზე, ავტოსადგომებისა და ავტოფარეხების ბაზარმა თბილისში აქტიურად დაიწყო განვითარება. ქალაქის სულ უფრო მეტი მაცხოვრებელი ფიქრობს პირადი საპარკინგე ადგილის ყიდვაზე ან დაქირავებაზე, რაც არა მხოლოდ კომფორტის უზრუნველყოფას, არამედ საკუთარი ავტომობილის უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

საცხოვრებელ უბნებში საპარკინგე ადგილის დეფიციტი: როგორ მოქმედებს ის ქალაქის მაცხოვრებლებზე

თბილისის საცხოვრებელ უბნებში საპარკინგე ადგილის დეფიციტი დიდი ხანია ათასობით ქალაქის მაცხოვრებლის ყოველდღიური რეალობის ნაწილია. ძველ უბნებში, განსაკუთრებით საბურთალოს, ვაკისა და დიდუბის რაიონებში, ინფრასტრუქტურა არ არის გათვლილი მანქანების ამჟამინდელი რაოდენობისთვის. ეზოები მე-20 საუკუნის შუა ხანებში დაპროექტდა, როდესაც ოჯახს მაქსიმუმ ერთი მანქანა ჰყავდა – დღეს, საშუალოდ, ბინაში ერთზე მეტი მანქანაა, განსაკუთრებით მრავალბინიან კორპუსებში. ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ საღამოს რვა საათის შემდეგ სახლთან თავისუფალი ადგილი დეფიციტს განიცდის.

ორგანიზებული პარკირების ნაკლებობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ კომფორტზე, არამედ ყოველდღიურ მობილობაზეც. მაცხოვრებლები ყოველდღიურად ათობით წუთს ხარჯავენ სახლთან ახლოს საპარკინგე ადგილის ძებნაში, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ზამთარში. მანქანები ხშირად ორ რიგშია გაჩერებული, ერთმანეთს ბლოკავენ ან ტროტუარებზე, რაც ფეხით მოსიარულეებისთვის უხერხულობას ქმნის. ეს იწვევს კონფლიქტებს მაცხოვრებლებს შორის და აზიანებს ტერიტორიის საერთო ატმოსფეროს.

საპარკინგე ადგილების ნაკლებობა ასევე ზრდის მანქანების დაზიანების რისკს. გაუთვალისწინებელ ადგილებში პარკირებისას იზრდება ავარიების, ვანდალიზმის და ქურდობის ალბათობა. უფრო მეტიც, ასეთი მანქანები ხშირად ხელს უშლიან სახანძრო მანქანების, სასწრაფო დახმარების და სხვა სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილებას. განსაკუთრებით დაუცველია შერეული განვითარების მქონე ტერიტორიები, სადაც ძველი ხუთსართულიანი შენობები და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები ერთიანი მოძრაობისა და პარკირების სქემის გარეშე მდებარეობს ერთმანეთის გვერდით, ერთ კვარტალში.

ბავშვიანი ოჯახებისთვის სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეზოებში არ არის უსაფრთხო ადგილი თამაშისთვის. მანქანები იკავებს ყველა მეტრს, მათ შორის სათამაშო მოედნებსა და ტროტუარებს. ეს ამცირებს ცხოვრების ხარისხს და ზრდის გადატვირთულობის შეგრძნებას. ბევრი მაცხოვრებელი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, იძულებულია სახლიდან 10-15 წუთის სავალზე გააჩეროს მანქანა, რაც მათ ყოველდღიურ უხერხულობას უმატებს.

საპარკინგე ადგილების დეფიციტი ასევე გავლენას ახდენს სახლის შეძენის გადაწყვეტილებაზე. სულ უფრო მეტი მყიდველი განიხილავს პარკირების ხელმისაწვდომობას, როგორც სავალდებულო პირობას ბინის არჩევისას. მოსახერხებელი პარკირების ადგილის არარსებობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სახლის მიმზიდველობაც კი, რომელიც კარგად მდებარეობს. შედეგად, ეს აისახება ფასებზე: მიწისქვეშა ან შემოღობილ პარკინგზე წვდომის მქონე უძრავი ქონების ფასი უფრო სწრაფად იზრდება. ამ ფონზე, ავტოფარეხებისა და კერძო პარკირების ადგილების განვითარებადი ბაზარი არა მხოლოდ მოხერხებულობად, არამედ გადაუდებელ აუცილებლობად იქცევა. Korter.ge-ს მსგავსი საიტები ქალაქის მაცხოვრებლებს კონკრეტული გადაწყვეტილებების პოვნაში ეხმარება – იქნება ეს ერთი თვით ფართის დაქირავება თუ საკუთარი ავტოფარეხის ყიდვა. ეს არა მხოლოდ დროსა და ნერვებს ზოგავს, არამედ საშუალებას გაძლევთ აღადგინოთ კონტროლი იმ სივრცეზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

ახალი შენობები და მიწისქვეშა პარკინგი

თბილისში თანამედროვე ახალი შენობები სულ უფრო მეტად იგეგმება ქალაქის მაცხოვრებლების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით — უპირველეს ყოვლისა, მიწისქვეშა ან მრავალდონიანი პარკირების სავალდებულო ჩართვით. ეს იყო პასუხი საცხოვრებელ უბნებსა და ძველი საცხოვრებელი ფონდის გადატვირთულ ეზოებში პარკირების ადგილების მწვავე დეფიციტზე. დეველოპერები პარკირებას დიზაინის ეტაპზევე რთავენ, ბინაზე მინიმუმ ერთი პარკირების ადგილის თანაფარდობის საფუძველზე, ხოლო პრემიუმ სეგმენტში კიდევ უფრო მეტი.

მიწისქვეშა პარკინგი საშუალებას გაძლევთ გაათავისუფლოთ ეზო მანქანებისგან და დაუბრუნოთ ფეხით მოსიარულეთა სივრცე ქალაქის მაცხოვრებლებს. ქაოტური პარკირების ნაცვლად, მწვანე სივრცეები, ბავშვთა და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები ჩნდება. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს საცხოვრებელი კომპლექსის იერსახეს, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე — მაცხოვრებლები დროს არ კარგავენ ადგილის ძებნაში და ბავშვებს შეუძლიათ ეზოში თამაში რისკის გარეშე.

მთლიანად ქალაქისთვის ეს ნიშნავს უფრო მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოზე გადასვლას. მკაფიო ზონირება — ტრანსპორტი ქვემოთ, საზოგადოებრივი სივრცეები ზემოთ — ქმნის ურბანული განვითარების ახალ ლოგიკას. გარდა ამისა, ავტოსადგომები ხელს უწყობს ეზოებში ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას, რადგან მანქანები აღარ დგანან უმოქმედოდ ჩართული ძრავით შესასვლელებთან.

ინტერესი საკუთარი ავტოსადგომის მქონე ბინების მიმართ სტაბილურად იზრდება. Korter.ge-ს ცნობით, მიწისქვეშა ავტოსადგომების არსებობა ზრდის უძრავი ქონების ლიკვიდურობას: ასეთი ბინები უფრო სწრაფად ქირავდება და კვადრატული მეტრის ღირებულება საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ორგანიზებული პარკინგია, საშუალოდ, უფრო მაღალია, ვიდრე მსგავს საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც პარკინგი არ არის. ეს ავტოსადგომებს არა მხოლოდ მოსახერხებელს, არამედ ინვესტიციის მიმზიდველ ელემენტსაც ხდის.

ამრიგად, ახალი შენობები მიწისქვეშა პარკინგით არა მხოლოდ ტენდენციაა, არამედ სისტემური ურბანული პრობლემის პასუხია. ისინი ქმნიან საცხოვრებელი გარემოს ახალ თაობას, სადაც კომფორტი, წესრიგი და უსაფრთხოება სტანდარტად იქცევა.

პარკინგი ახალ საცხოვრებელ კორპუსში თუ ავტოფარეხი?

თბილისში მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ორგანიზებული პარკირების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. ქალაქის ახალი და ძველი უბნების მაცხოვრებლები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ: აირჩიონ მიწისქვეშა პარკინგი საცხოვრებელ კომპლექსში თუ იყიდონ ცალკე ავტოფარეხი? თითოეულ ვარიანტს აქვს საკუთარი მახასიათებლები და პრეფერენციები დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, ბიუჯეტსა და საცხოვრებელ არეალზე.

  • მოხერხებულობა და წვდომა პირდაპირ სახლიდან – ახალ შენობაში მიწისქვეშა პარკინგი საშუალებას გაძლევთ ლიფტით ჩახვიდეთ თქვენს მანქანამდე გარეთ გასვლის გარეშე – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვიმიან ამინდში ან ზამთარში. ამ გადაწყვეტას აფასებენ ბავშვებიანი ოჯახები და ხანდაზმული მაცხოვრებლები.
  • დაცვა ამინდის პირობებისგან – მიწისქვეშა პარკინგზე მანქანა დაცულია მზისგან, თოვლისგან, სეტყვისგან და ტემპერატურის ცვლილებებისგან. ეს ახანგრძლივებს მანქანის მომსახურების ვადას და ზოგავს რეცხვასა და მოვლა-პატრონობას.
  • დამატებითი სივრცე და ფუნქციონალურობა – ცალკე ავტოფარეხი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მანქანისთვის, არამედ ხელსაწყოების, საბურავების, ველოსიპედების შესანახადაც. ის შესაფერისია მათთვის, ვინც აფასებს მრავალფეროვნებას და ავტონომიას.
  • ინვესტიციის მიმზიდველობა – ავტოფარეხი არის ლიკვიდური აქტივი, რომლის გაქირავება ან გაყიდვა მარტივად შეიძლება საცხოვრებელი კომპლექსის მიუხედავად. განსაკუთრებით მომგებიანია მეტროსადგურებთან ან ბიზნეს უბნებთან ახლოს მდებარე უძრავი ქონება.
  • ფასი და ხელმისაწვდომობა – ახალ შენობაში მიწისქვეშა პარკინგის ადგილის ღირებულება ხშირად მაღალია და დამოკიდებულია სახლის კლასზე. ცალკე ავტოფარეხის პოვნა უფრო იაფია საცხოვრებელ ადგილებში, მაგრამ მოგიწევთ მანძილისა და წვდომის გათვალისწინება.
  • უსაფრთხოება და კონტროლი – დაცული მიწისქვეშა პარკინგი უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობას და წვდომას მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის. ავტოფარეხში დაცვის დონე დამოკიდებულია კოოპერატივის მდებარეობასა და მდგომარეობაზე.

მიწისქვეშა ავტოსადგომსა და ავტოფარეხს შორის არჩევანი მფლობელის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული: ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი და საცხოვრებელ კომპლექსში ინტეგრაცია, ზოგი კი მოქნილობასა და დამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას.

ავტოსადგომის დაქირავება თუ ყიდვა?

თბილისში ავტოსადგომის დაქირავება ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი გზაა თქვენი მანქანის მუდმივი პარკირების ადგილის მოსაძებნად. ახალ საცხოვრებელ კომპლექსებში მიწისქვეშა ან მიწისზედა სივრცის დაქირავება საშუალოდ თვეში 40-70 დოლარი ღირს, რაც დამოკიდებულია ფართობსა და შენობის ტიპზე. ცენტრალურ უბნებში, როგორიცაა ვაკე ან საბურთალო, ფასი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, განსაკუთრებით თუ ვსაუბრობთ დახურულ და დაცულ ავტოსადგომებზე. დაქირავება სასარგებლოა მათთვის, ვინც არ გეგმავს ერთ ბინაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას ან უბრალოდ არ არის მზად დიდი ინვესტიციებისთვის.

ავტოსადგომის შეძენა აქტუალური ხდება, თუ საცხოვრებელს განიხილავთ, როგორც გრძელვადიან საცხოვრებელ ადგილს ან ინვესტიციას. თბილისის ახალ შენობაში ავტოსადგომის ღირებულება დაახლოებით 5000 დოლარიდან იწყება და პრესტიჟულ უბნებში შეიძლება 15000 დოლარს და მეტსაც მიაღწიოს. ეს არის ერთჯერადი ინვესტიცია, რომელიც იცავს გაქირავების ფასების ზრდისგან და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სივრცე საკუთარი შეხედულებისამებრ, მათ შორის გაქირავებით. ეკონომიკური თვალსაზრისით, ქირაობა მოკლევადიან პერიოდში მომგებიანია, მაგრამ გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში (6-7 წელი და მეტი), ყიდვა უფრო გონივრული ხდება. მაგალითად, თუ ფართს თვეში 60 დოლარად ქირაობთ, 6 წლის განმავლობაში 4,320 დოლარს დახარჯავთ – თითქმის იმდენივე, რამდენიც იაფი ავტოსადგომი შორეულ რაიონში. ამავდროულად, შეძენილი ფართი თქვენს საკუთრებაში დარჩება და მისი ღირებულება საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად შეიძლება გაიზარდოს.

ასევე მნიშვნელოვანია მოხერხებულობის გათვალისწინება: ქირაობით აღებული ფართები ხშირად გადანაწილდება ან პირობების გადახედვა ხდება. შეძენილი ფართი იურიდიულად უზრუნველყოფილია, რაც რისკებს გამორიცხავს. გარდა ამისა, ახალ კორპუსებში ბინების მფლობელები ხშირად იღებენ ფასდაკლებებს დეველოპერისგან, როდესაც ბინასთან ერთად ავტოსადგომს ყიდულობენ, რაც ინვესტიციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

გადაწყვეტილება თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული: ქირაობა შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს მოქნილობა და მინიმალური ხარჯები ახლავე, ხოლო ყიდვა მათთვისაა, ვინც მომავალზე ფიქრობს და პარკირებას კაპიტალის ნაწილად მიიჩნევს. ნებისმიერ შემთხვევაში, განაშენიანების სიმჭიდროვისა და თბილისში ავტომობილების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საცხოვრებლის კომფორტისა და ლიკვიდურობის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება გამოყოფილი პარკირების ადგილის არსებობა.

 

ზონდმა მზე ყველაზე ფართო ხედით გადაიღო – ვარსკვლავის გასაოცარი სურათი

0
ზონდმა მზე ყველაზე ფართო ხედით გადაიღო - ვარსკვლავის გასაოცარი სურათი

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა Solar Orbiter მზის ისეთი სურათი გადაიღო, რომლის მსგავსიც აქამდე ნანახი არ გვქონდა. 2 თვის წინ მან ვენერას გრავიტაცია გამოიყენა, რათა ჩვენი სისტემის სიბრტყე დაეტოვებინა და ვარსკვლავის პოლუსების ხედი ჰქონოდა.

მზესთან ახლო მანძილზე მან 31 მარტს ჩაიარა, თუმცა მანამდე კადრები 77 მილიონი კილომეტრი დისტანციიდან აღბეჭდა. შედეგად მზის ყველაზე ფართო მაღალი გარჩევადობის გამოსახულება მივიღეთ, რომელიც 9 მარტს გადაღებული 200 კადრისგან შედგება. საერთო ჯამში, ფოტო 12 544/12 544 პიქსელს აერთიანებს.

„Solar Orbite-ის უნიკალურობას ორი მთავარი რამ განსაზღვრავს: პირველი ისაა, რომ იგი მზესთან ძალიან ახლოს მიდის და მზის პირვანდელ ქართან თავად ვარსკვლავის ურთიერთქმედების შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს; მეორე ისაა, რომ მომდევნო წლიდან მზის პოლუსების მიმდებარედ არსებულ მაგნიტურ ველებს დავაკვირდებით”, – განაცხადა მისიაზე მომუშავე, დევიდ უილიამსმა 2024 წელს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ვარსკვლავს შეუიარაღებელი თვალით ასეთი სახით ვერ დავინახავთ, რადგან ის უკიდურეს ულტრაიისფერ სპექტრშია დაფიქსირებული. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ მზის აქტიურობა დეტალურად აღებეჭდათ.

სურათზე ნაჩვენებია მზის ლაქები და მისი გვირგვინიდან, ანუ ატმოსფეროს ზედა ფენიდან, ამოშვერილი პლაზმის ნაკადები, რომლებიც მაგნიტურ ველს უკავშირდება. თავად გვირგვინი ცხელი აირის გამო კაშკაშებს, ზოგან კი უფრო „გრილი” (10 000 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის) მატერია მუქად შეინიშნება.

ეს და სხვა მსგავსი სურათები მზეზე მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლაში გვეხმარება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ის დედამიწის გარშემო ე.წ. კოსმოსურ ამინდს განსაზღვრავს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.