ორშაბათი, მაისი 4, 2026
- Advertisement -
Google search engine

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

0
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა
#image_title

კისრის ტკივილი ტურისტებს შორის გავრცელებული პრობლემაა. ამ უსიამოვნო შეგრძნებამ შეიძლება გაანადგუროს თქვენი მთელი შვებულება. ექიმი-ოსტეოპათი ტრეისი ჰანიგანი ეუბნება გვირჩევს, როგორ დავიძინოთ ფრენის ან გრძელი მოგზაურობის დროს, რათა დისკომფორტი ნაკლები იყოს. 

ექსპერტი ამბობს, რომ თანამედროვე სამუშაო პირობები ხელს უწყობს კისრის ტკივილის გახშირებას მოსახლეობაში.

„კისრისა და ზურგის ტკივილი ხშირია და, რაც საგანგაშოა. ამას იწვევს სამუშაო მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომა და ვარჯიშის ნაკლებობა”, – განმარტავს ექიმი.

ექსპერტი გვირჩევს მოგზაურობაში თან წაიღოთ მარტივი ჩოგბურთის ბურთი. თუ თქვენ გაქვთ ტკივილი ან დაჭიმულობა, ეს დაგეხმარებათ დამამშვიდებელი ზეწოლის განხორციელებაში იმ წერტილებზე, რომლებიც გაწუხებთ.

„შეგიძლიათ ბურთი გაახვიოთ პირსახოცში და ისე დაიდოთ კისერთან. ასეთ შემთხვევაში ბურთი არ ჩამოსრიალდება და კარგად იქნება დამაგრებული“,- გვირჩევს ექსპერტი.

ექიმი ასევე გირჩევს კისრის რეგულირებადი ბალიშის შეძენას.

ძილის ყველაზე ცუდი პოზა არის ის, როცა თავს უბრალოდ დაბლა ხრით ან მხარზე გიდევთ.

ექსპერტი ასევე გვირჩევს, თავი აარიდოთ მუცელზე ძილს. ეს პოზიცია დიდ ზეწოლას ახდენს ზურგის ქვედა ნაწილზე.

14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება

0
14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება
ფოტო: Getty Images

მთვარე 14 მარტს დედამიწის ჩრდილში მოექცევა, რის შედეგადაც მისი გარკვეული ნაწილი დაბნელდება და წითლად შეიფერება. ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთვარის დაბნელების დანახვა პლანეტის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, სადაც ამ მოვლენის დროს დედამიწის თანამგზავრი ჰორიზონტზე მოჩანს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ გრენლანდიის მაცხოვრებლებს მთვარის დაბნელების სრული სურათის ხილვა შეეძლებათ.

მთვარის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა პირდაპირ მზესა და მთვარეს შორის გადის, ბლოკავს მზის შუქს და ჩრდილავს მთვარის ზედაპირს.

სპეციალისტები მთვარის დაბნელების სამ სახეობას გამოყოფენ: მთვარის სრული დაბნელება (როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილში ხვდება და წითელ ფერს იძენს), მთვარის ნაწილობრივი დაბნელება (როდესაც დედამიწის ჩრდილში მხოლოდ მთვარის ნაწილი ხვდება) და მთვარის ნახევარ ჩრდილოვანი დაბნელება (როდესაც მთვარემ, დედამიწის ჩრდილის გარე ნათელ ნაწილში გაიარა).

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

0
რა ვნახოთ ბორჯომში - ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.
#image_title

რა ვნახოთ ბორჯომში

ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით. ლაშქრობის მსურველებს შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი, ლომის მთა, კახისის ტბა, წეროს ტბა, მეღრუკის ხეობა.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომლის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. ბილიკების მახლობლად მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ცეცხლის დასანთებად გამოყოფილია სპეციალური ადგილები.

ნეძვის ეროვნული პარკი 2007 წელს შეიქმნა და მისი შექმნის მიზანია კავკასიური სოჭის უნიკალური კორომებისა და ფოცხვერის დაცვა-შენარჩუნება.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
კახისის ტბა

კახისის ტბა თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე მდებარეობს. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე „ტურისტმრავალი“ ტბაა. ტბას გარშემო ულამაზესი ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილებიც  ბევრია, რაც თქვენი სასიამოვნო დასვენების გარანტიაა. გზად ტყეში ზაფხულში მრავლად შეხვდებით კენკრას, ჟოლოს და მაყვალს. შეგიძლიათ მათი განსაკუთრებული არომატით დატკბეთ. დამერწმუნეთ, ასეთ გემრიელ კენკრას სხვაგან ვერ გასინჯავთ. ტბამდე მისასვლელი ბილიკი ძალიან მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოხვედრა.

ბორჯომი ასევე გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ შეძლებთ მოინახულოთ ისეთი უძველესი ისტორიული და კულტურული ძეგლები, როგორიცაა მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბნის მონასტერი, ფოთოლეთის ეკლესია, დაბის წმინდა გიორგის ეკლესია, პეტრეს ციხე, დვირის ციხე, ყვიბისის ბერის საყდრების ეკლესია, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
მწვანე მონასტრის ნანგრევი

მწვანე მონასტერი ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს და ბერები მოღვაწეობენ. ძეგლი მეცხრე საუკუნით თარიღდება. მეცნიერთა აზრით, ის ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.

მონასტრის გვერდით ჩამოედინება ანკარა წყარო, სადაც ქვებზე დღემდე მოსჩანს სისხლის ნაკვალევი. ადგილობრივი მღვდელმსახურები მოგიყვებიან, რომ ისტორიული ცნობების თანახმად, მე-16 საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები სასტიკად უწამებიათ და სწორედ ამ მდინარის პირას დაუხოცავთ. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების უხრწნელი სისხლის უამრავი ნაკვალევი. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
მწვანე მონასტერი

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი მე-12–მე-13 საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ სოფელ ტიმოთესუბანში. ტაძარი ულამაზეს ბუნებაშია ჩაკარგული და ყოველწლიურად უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. ტაძრის მოხატულობა 1205-1215 წლებით თარიღდება და თამარ მეფის ეპოქას მიეკუთვნება, სწორედ ამიტომ არის ის უნიკალური. საბედნიეროდ ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
პეტრეს ციხე

პეტრეს ციხე სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და შუა საუკუნეების ძეგლს მიეკუთვნება. ციხე ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მე-16 საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი გამხდარა. აქ მრავლად არის შემორჩენილი სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები.

ბორჯომთან ახლოს არაერთი ცნობილი კურორტია, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ, –  ბაკურიანი, მიტარბი, კოხტა, ციხისჯვარი, ცემი, ლიკანი, წაღვერი.

ბორჯომიდან ისე არ წახვიდეთ, რომ არ მოინახულოთ ღირსი სერაფიმე საროველის ეკლესია, რომელიც სადგერში, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით აშენდა. ტაძრის მახლობლად სენაკი დგას. სენაკის შესასვლელში წერია: „ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა“. ტაძრის ტერიტორიაზე ნახავთ უზარმაზარ ქვას, რომელიც ანალოგია წმინდა სერაფიმეს ქვისა. როცა ბოროტი ცდილობდა მამა სერაფიმეს გონების ამღვრევას, წმინდა მამა კიდევ უფრო ამკაცრებდა ღვაწლს – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
ყვიბისის ბერისაყდრების ეკლესია

ბორჯომის რიონში, სოფელ ყვიბისში მდებარეობს ბერისაყდრების ეკლესია, რომელიც ულამაზეს თვალუწვდენელ ტყეშია ჩამალული და მე-10–მე-11 საუკუნით თარიღდება. ტაძარი სოფლიდან ოთხი კილომეტრის დაშორებითაა. გადმოცემის თანახმად, ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა. ნაგებობა დანგრეულია, მხოლოდ მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, კამარის ძალზედ მცირე ნაწილი და აბსიდია შემორჩენილი. ეკლესიაში ორი ქვის ფილა დევს. ერთ-ერთზე ბოლნური ჯვრებია გამოსახული. შემორჩენილია გალავნის ნაშთიც, რომელიც ტაძარს ჰქონია შემოვლებული. 2009-2010 წლებში ბერისაყდრების ეკლესიის მახლობლად აშენდა ათანასე ათონელის ტაძარი. ტაძარი მოხატულია. ამჟამად აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
სოფელი ყვიბისი

ბერისაყდრების ეკლესიამდე მიდის როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზა. თუმცა გირჩევთ გასავლელი მანძილი ფეხით გაიაროთ და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

ბორჯომის რაიონის შესახებ უფრო მეტის გასაგებად აუცილებლად უნდა ეწვიოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც თავს იწონებს ასეული წლების განმავლობაში შეგროვებული 40 ათასზე მეტი ექსპონატით.

რა ვნახოთ და როგორ დავისვენოთ ბორჯომში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს - Sputnik საქართველო
კახისის ტბა

ბორჯომში დასარჩენი ადგილი მრავლადაა.

ბორჯომი ბალნეოლოგიური კურორტია, აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპა-სასტუმროები და სანატორიუმები. ერთ-ერთი მდიდრული და პოპულარული სასტუმროა Crowne Plaza Borjomi, რომელიც ბორჯომის პარკის შესასვლელთანაა. აქ არის აუზი, საუნა, გოგირდის აბანოები, ტარდება სპა-პროცედურები და ა.შ.

საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

0
საუკუნოვანი ისტორიის მქონე
#image_title

საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ხაზის მშენებლობა ჯერ კიდევ 1897 წელს დაიწყო და 5 წელიწადში ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო ხაზზე პირველმა მატარებელმა გაიარა.
 ბორჯომ–ბაკურიანის 37-კილომეტრიანი მონაკვეთი.

ბორჯომ–ბაკურიანის მონაკვეთზე სარკინიგზო გზის ისტორია 1890–იან წლებიდან იწყება. 1871 წელს ბორჯომის ხეობის მფლობელი მიხეილ რომანოვი გახდა და მამულში დიდი ცვლილებები დაიწყო. მაშინ მან ცხოველების ფერმა ბორჯომიდან ციხისჯვარში გადაიტანა, ამიტომ აქ სხვადასხვა საჭირო ნივთისა და საკვების გადასატანად, ასევე, სამომავლოდ ხე–ტყის სწრაფი გადაზიდვისა და მისივე სასახლის საპატიო სტუმრების მდიდარ ბუნებაში გასეირნების მიზნით სარკინიგზო გზის გაყვანა გადაწყვიტა.

1897 წლის ზაფხულში უკვე მზად იყო ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის პროექტი, რომლის მიხედვითაც 7 სადგური – ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ლიბანი, საკოჭავი და ბაკურიანი, ასევე, 2 ბაქანი უნდა აშენებულიყო. პროექტზე 50 000–მდე მუშა მუშაობდა და მათი უმრავლესობა ადგილობრივი იყო.

პირველი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით 1902 წლის იანვარში გავიდა. მისი ძრავის სპეციფიკური ხმის გამო, ადგილობრივებმა მატარებელს „კუკუშკა“ დაარქვეს, რაც ქართულად გუგულს ნიშნავს. ორთქლმავალი ბორჯომის ხეობაში 1967 წლამდე მოძრაობდა. ამ პერიოდიდან კი ისტორიული მატარებელი ჩეხოსლოვაკურმა რთული გამავლობის ელმავალმა „ЧС11“–მა ჩაანაცვლა.

ბორჯომი–ბაკურიანის ხაზი ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, ამასთანავე ის ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსია. სწორედ ამიტომ, 2017 წელს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს პორტერის ტიპის „კუკუშკას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ვიდეო: სამხრეთის კარიბჭე

რკინიგზა რეისებს აუქმებს

0
საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
#image_title

დიდთოვლობის გამო რკინიგზა რეისებს აუქმებს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაუქმებულია დღევანდელი რეისები: ოზურგეთი-თბილისი; ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; რიონი-ქუთაისი-რიონი და ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის რეისები.

უქმდება 25 თებერვლის შემდეგი რეისებიც: თბილისი-ოზურგეთი; რიონი-ქუთაისი-რიონი; ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი და ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმის რეისი.

გაუქმებულია 26 თებერვალს დაგეგმილი ოზურგეთი-თბილისისა და რიონი- ქუთაისი-რიონის რეისიც.

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

როდემდე გაგრძელდება ყინვა

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა - 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის უახლეს პროგნოზს აქვეყნებს. მისი შეფასებით, ყინვა ქვეყანაში 25 თებერვლამდე გასტანს.

“ცივი ტალღა, რომელიც დაკავშირებულია არქტიკული ჰაერის შემოდინებასთან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან 20 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოახდენს ზეგავლენას, რის შედეგადაც, ხვალ, შუადღის საათებიდან, წვიმა ყველგან თოვლში გადავა, მეტ-ნაკლები ინტენსიურობით საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება, გაძლიერდება ღამის ყინვები.

მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ხილვადობა გაუარესებული.

ავტომობილით გადაადგილების დროს, გაითვალისწინეთ, თოვლის დროს არსებული რეკომენდაციები.

გისურვებთ სასიამოვნო დღეებს და თოვლის მშვენიერი ფიფქებით ტკბობას,” – წერს მეტეოროლოგი.

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს
#image_title

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.

მირქმა – ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

0
Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს
#image_title

„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, – ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. სტატიასთან დაკავშირებით ინფორმაციას და თარგმანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით “, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158 გვერდიან გამოცემაში, საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში, 3 გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.

easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს.

#drpkhakadze #აქხარისხია

„ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას Easyjet Traveller-ი ავრცელებს

0
როგორ გადაარჩინეს თბილისური ხვეული კიბე
#image_title

„ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას საქართველოს დედაქალაქის შესახებ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში და წერს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მოხვდა თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რის გამოც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და, ამავდროულად, ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158-გვერდიან გამოცემაში საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში 3-გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა რვა ათას წელს ითვლის.

easyJet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით შეასრულებს.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

0
ლამპრობა – როგორ აღინიშნება ლამპრობა?
#image_title

სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა.

ამ დღეს სვანეთისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
დღესასწაული ყოველ წელს აღდგომამდე 10 კვირით ადრე ტარდება. ადგილობრივები სამზადისს გვიან ღამით იწყებენ და მზის ამოსვლას ერთად ხვდებიან.
საგანგებოდ ამ დღისთვის, ყველა ოჯახში კვერები, – ლემზირები ცხვება და ოჯახისთვის წმინდა გიორგის სადიდებელი ლოცვა იკითხება.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.