ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი თბილისში – ჩიტაძის 4,
შენობა, სადაც ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა განთავსებული, წარსულში წმიდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას ეკუთვნოდა და იქ განთავსებული იყო ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი.
საზოგადოება 1846 წელს მაშინდელი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელიზავეტა ვორონცოვას მიერ იყო დაარსებული. ინსტიტუტის პირველი შენობა კი მაშინდელი ერმოლოვის და ამჟამინდელი ჩიტაძის ქუჩაზე 1846 წლის 5 მაისს გაიხსნა.
შემდგომში, როგორც ჩანს, შენობა ვერ აკმაყოფილებდა ინსტიტუტის მოთხოვნებს და ის გადაკეთდა იმ სახით, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. შენობის საზეიმო გახსნა 1883 წლის 2 ოქტომბრით არის დათარიღებული. ინსტიტუტში 8-12 წლის ასაკის გოგონებს იღებდნენ და სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი იმ დროის თბილისის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სასწავლებლად ითვლებოდა.
ქალთა პირველი სასწავლებლები მოიცავდა პროგიმნაზიასა და საკუთრივ გიმნაზიას. მათ მოჰყვა ქალებისთვის განკუთვნილი სკოლების გახსნა თბილისის მასშტაბით, რამაც ძალიან შეუწყო ხელი განათლების გავრცელებას ქალებს შორის.
ქალთა პროგიმნაზიებში აუცილებელი საგნების რიცხვში შედიოდა: საღვთო რჯული, რუსული ენა, რუსეთის ისტორია და გეოგრაფია, არითმეტიკა, სუფთა წერა და ხელსაქმე; საკუთრივ გიმნაზიაში – საერთო გეოგრაფია და ისტორია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, გიმნასტიკა; ასევე, ფრანგული და გერმანული ენები, ხატვა, მუსიკა, სიმღერა და ცეკვები. ვაჟთა გიმნაზიებისგან განსხვავებით, ქალთა სასწავლებლებში შედარებით შემოკლებული იყო ალგებრის, გეომეტრიის და ტრიგონომეტრიის კურსები.
შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ ქალ-გიმნაზისტებს გადაეცემოდა ატესტატი დაწყებითი კლასების მასწავლებლის წოდებით. რვა კლასის დამთავრებულებს ეძლეოდათ საშინაო მასწავლებლის (სახლში სწავლების უფლებით), ხოლო ოქროსმედალოსნებს – საშინაო მასწავლებლისა და აღმზრდელის წოდება. რვა კლასის კურსდამთავრებულებს უფლება ჰქონდათ, უგამოცდოდ ჩარიცხულიყვნენ ქალთა უმაღლეს კურსებზე.
დღეს ამ უნიკალურ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროა
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზექუთაისი და დასავლეთ საქართველო — 3 დღე€690 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314