სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება – უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

პროფ. გიორგი ფხაკაძე

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრა და ბოლო პერიოდში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომდევნო ეტაპის განხორციელებაზე მუზეუმისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, მუზეუმის დირექტორი ბადრი გასპაროვი, მუზეუმ-ნაკრძალისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში არსებული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას გეგმავს. ამისათვის, საპილოტედ შეირჩა უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და სამინისტროს მონაწილეობით სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება.

სხვადასხვა — დეტალები

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოწყობისთვის 126 697 ლარი გამოიყო. სრულად შეკეთდა და განახლდა მუზეუმის შიდა სივრცე, ვიზიტორთა ცენტრი და მისი ფასადი. ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე ტიპის შეხვედრების ოთახი, შეიცვალა ხის ფასადი და გადახურვა, შეიღება ძეგლის ლითონის მოაჯირები და კიბეები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება – უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი. 9 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/სხვადასხვა-ტიპის-განახლე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება – უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  საქართველო გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network