ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა Solar Orbiter მზის ისეთი სურათი გადაიღო, რომლის მსგავსიც აქამდე ნანახი არ გვქონდა. 2 თვის წინ მან ვენერას გრავიტაცია გამოიყენა, რათა ჩვენი სისტემის სიბრტყე დაეტოვებინა და ვარსკვლავის პოლუსების ხედი ჰქონოდა.
მზესთან ახლო მანძილზე მან 31 მარტს ჩაიარა, თუმცა მანამდე კადრები 77 მილიონი კილომეტრი დისტანციიდან აღბეჭდა. შედეგად მზის ყველაზე ფართო მაღალი გარჩევადობის გამოსახულება მივიღეთ, რომელიც 9 მარტს გადაღებული 200 კადრისგან შედგება. საერთო ჯამში, ფოტო 12 544/12 544 პიქსელს აერთიანებს.
„Solar Orbite-ის უნიკალურობას ორი მთავარი რამ განსაზღვრავს: პირველი ისაა, რომ იგი მზესთან ძალიან ახლოს მიდის და მზის პირვანდელ ქართან თავად ვარსკვლავის ურთიერთქმედების შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს; მეორე ისაა, რომ მომდევნო წლიდან მზის პოლუსების მიმდებარედ არსებულ მაგნიტურ ველებს დავაკვირდებით”, – განაცხადა მისიაზე მომუშავე, დევიდ უილიამსმა 2024 წელს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ვარსკვლავს შეუიარაღებელი თვალით ასეთი სახით ვერ დავინახავთ, რადგან ის უკიდურეს ულტრაიისფერ სპექტრშია დაფიქსირებული. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ მზის აქტიურობა დეტალურად აღებეჭდათ.

სურათზე ნაჩვენებია მზის ლაქები და მისი გვირგვინიდან, ანუ ატმოსფეროს ზედა ფენიდან, ამოშვერილი პლაზმის ნაკადები, რომლებიც მაგნიტურ ველს უკავშირდება. თავად გვირგვინი ცხელი აირის გამო კაშკაშებს, ზოგან კი უფრო „გრილი” (10 000 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის) მატერია მუქად შეინიშნება.
ეს და სხვა მსგავსი სურათები მზეზე მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლაში გვეხმარება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ის დედამიწის გარშემო ე.წ. კოსმოსურ ამინდს განსაზღვრავს.
იხილეთ ასევე
- NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა
- მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს
- „სოციალური კავშირები, პოზიტიური ურთიერთობები, თურმე ბედნიერების და კმაყოფილების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ყოფილა ადამიანისთვის“
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). ზონდმა მზე ყველაზე ფართო ხედით გადაიღო – ვარსკვლავის გასაოცარი სურათი. 28 აპრილი, 2025. https://shenidasveneba.ge/ზონდმა-მზე-ყველაზე-ფართო/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314