#image_title

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს. მათი კვლევის შედეგები, რომელიც NASA-ს კოსმოსური აპარატის, Cassini-ს მონაცემებს ეყრდნობა, The Guardian-მა გამოაქვეყნა.

აპარატი სატურნს და მის თანამგზავრებს 2004-2017 წლებში იკვლევდა. 2005 წელს Cassini-მ ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ ოკეანის არსებობა აღმოაჩინა, რადგან სამხრეთ პოლუსზე არსებული ნაპრალებიდან წყალი და ყინულის ნაწილაკები იფრქვეოდა, რომლებიც სატურნის ერთ-ერთ რგოლს ქმნიან.

Cassini-მ ამ ამოფრქვეულ ნაწილაკებს რამდენჯერმე გადაუფრინა, მაგრამ მეცნიერებს კვლევისთვის ახალი ნიმუშები სჭირდებოდათ, რომლებიც 2008 წელს მიიღეს. წლების შემდეგ მათში გაყინული წყლის გარდა სხვა მოლეკულებიც იპოვეს, მათ შორის ორგანიკა, რომელიც აქამდე ენცელადზე არასოდეს შეხვედრიათ.

ეს აღმოჩენა თანამგზავრზე სიცოცხლის არსებობას არ ამტკიცებს, თუმცა რთულ ქიმიურ პროცესებზე მიგვანიშნებს, რომლებსაც შეუძლიათ ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი შენაერთების წარმოქმნა გამოიწვიონ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ახლა გვაქვს ყველა ელემენტი, რომელიც ენცელადზე სიცოცხლის მხარდასაჭერადაა საჭირო – თხევადი წყალი, ენერგია და რთული პრებიოტიკური მოლეკულები“, – აღნიშნა ESA-ს დოქტორმა იორნ ჰელბერტმა.

ახალი მონაცემები უფრო შესაძლებელს ხდის ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისიას ენცელადისკენ, რომელიც 2042 წლისთვის არის დაგეგმილი.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს. 2 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/მეცნიერებმა-დაადგინეს-რ/

READ  „ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ?!“ - ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a0/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network