#image_title

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

ნიკოლოზ პაპავა
ავტორი
ნიკოლოზ პაპავა - ჟურნალისტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა.

„საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები ხშირად ქვეყანას „ევროპის აივნად” მოიხსენიებენ, ეს კი ჩვენთვის მიზეზია წარმოგიდგინოთ თბილისის საუკეთესო ხედები ხის აივნებიდან, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა.

ოსტატურად მორთული და ხელით მოჩუქურთმებული აივნებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. თქვენ ასევე ნახავთ ძალიან ლამაზ ხედებს სამების საკათედრო ტაძრიდან.  საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თუ გსურთ მთელ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ შეგიძლიათ ეწვიოთ მთაწმინდის პარკს“-წერია Edelweiss-ის პოსტებში.

ავიაკომპანია Edelweiss  ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება.  კამპანიის ფარგლებში საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება  სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე საბორტო ჟურნალში.

კამპანიის ფარგლებში, 6-8 გვერდიანი სტატია მომზადდება საქართველოს შესახებ.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში,  სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube რილსები და პოსტები გავრცელდება  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

ციფრული მედია კამპანიის პარალელურად სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი.

შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — სასტუმროები, სერვისი და ტრანსპორტი. წერს სასტუმროებზე, რესტორნებზე, ავიარეისებზე, ვიზებსა და მოგზაურობის ლოგისტიკაზე.
კომენტარები ჯერ არ არის