ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა

ლაღიძის წყალი — პოპულარული ქართული გამაგრილებელი (უალკოჰოლო) სასმელი, რომელიც დამზადებულია სოდიანი წყლისა და სხვადასხვა ნატურალური სიროფებისგან. ტრადიციულად, ჭიქაში ხდებოდა სიროფის გაზავება სოდიანი წყლის ჭავლით.
სახელწოდება მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისგან, ქუთაისელი ფარმაცევტისგან, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა იდეა, რომ ლიმონათის გასაკეთებლად, ნაცვლად იმპორტული, არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური სიროფები. 1900 წელს „ძმები ლაღიძეების“ ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით.
1907 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა პირველი ქართული უალკოჰოლო სასმელების კაფე-მაღაზია – „ლაღიძის წყლები“, რომელიც მალევე გახდა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. უნიკალური რეცეპტით დამზადებული სასმელების გასასინჯად აქ არამარტო ადგილობრივები, არამედ უცხოელი სტუმრებიც იყრიდნენ თავს.
„ლაღიძის წყლების“ სახელი მალე გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი უნიკალური რეცეპტისა და განსაკუთრებული გემოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიტყვეს.
“ლაღიძის წყლებს“ დღეს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.



წყარო: საყდრისის კომიტეტი
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
იხილეთ ასევე
- კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“, ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
- ქართველმა მეწარმემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ, აღმაშენებლის გამზირზე ააშენა სახლი, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
- 2025 წლიდან უკვე მესტიის თვალწარმტაც ხედებსაც დაამშვენევს იაპონური კულტურის უნიკალური სიმბოლო – საკურა (ალუბლის ხე)
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
მარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზესაქართველო 10 დღეში — თბილისიდან სვანეთამდე და ზღვამდე€1,890 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314