ორშაბათი, მაისი 4, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ და რა უნდა გააკეთოს ყოველმა ქრისტიანმა….

0
15 თებერვალს მირქმის საუფლო დღესასწაულია – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ და რა უნდა გააკეთოს ყოველმა ქრისტიანმა….
მირქმა იგივე მიგებებას ნიშნავს. ძველი აღთქმის ახალთან შეხვედრა, ძველი სამყაროს ახალ ქრისტიანულთან, ეს არის დღე, როცა პატარა იესო დაბადებიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მას იქ სვიმეონ ღვთისმიმრქმელი შეხვდა.
სიტყვა “მირქმა” ასევ გულში ჩაკვრას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანი შეხვდა
ღმერთს იერუსალიმის ტაძარში.
საინტერესო ტრადიცია უკავშირდება მირქმას, რომლის უძველესი სახელწოდებაა ლამპრობა. იერუსალიმის ეკლესიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთელი მსახურების მანძილზე მორწმუნეები სანთლებს არ აქრობდნენ, შემდეგ კი ეწყობოდა ლიტანიობა.
კარგი იქნება, ვინც დაესწრება წირვას, წირვაზე დანთებული სანთელი წამოიღოს სახლში და მთელი წელი სახლში ლოცვისას დაანთოს.
პატრიარქის კურთხევით მირქმას თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები
ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა
ღმერთმა ჩაგიკრათ გულში, დაგილოცოთ თითოეულის თქვენთაგანს ბავშვები და მათი მომავალი ცხოვრება

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია – ხვამლის მთაზე საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენები

0
ხვამლის მთaზე მიწისქვეშა ქალაქია
#image_title

ხვამლის მთა – საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენები, მითოლოგიური კავშირები, ლეგენდები.

ხვამლის მთაზე ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები. 2007 წელს ჩატარებულმა კვლევებმა და ახალმა ექსპედიციებმა დიდი მნიშვნელობა მიაწერეს ამ ადგილს, რაც აჩვენებს, რომ ხვამლი, შესაძლოა, შეიცავდეს ისტორიულ და არქეოლოგიურ ღირებულებას, რომელიც ჯერ კიდევ სრულად ვერ გამოიკვლიეს.

  1. ახალი აღმოჩენები ხვამლის მთაზე:
    • გამოქვაბულში სპელეოლოგმა 5-6 მ სიღრმეზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცხადია, რომ ეს დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადადის, თუმცა გასასვლელები ამოქოლილია.
  2. ისტორიული კონტექსტი:
    • 1939 წელს ალიოშა ჯაფარიძის მიერ ჩატარებული ექსპედიცია, რომელმაც ხვამლის მთის ციხე-გამოქვაბულში არაფერი ვერ აღმოაჩინა, თავდაპირველად აღმოსავლური მითების დასაბუთების ერთ-ერთ ნიშნად ითვლებოდა.
  3. არქეოლოგიური მიგნებები:
    • 2007 წელს გურამ გაბიძაშვილმა ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე აღმოაჩინა ციური მნათობების სქემა, რომელიც ეგვიპტური ღმერთების, ისიდა და ოსირისის გამოსახულებებს შეიცავს.
    • აქვე აღმოაჩინეს სქემა, რომელიც 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, რაც ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისის წლად ითვლება.
  4. დამატებითი აღმოჩენები:
    • 1888 მ სიმაღლეზე არქეოლოგიურმა ჯგუფმა აღმოაჩინა ოდნავ გამოკვეთილი ქვის ყორის მსგავსი ნაგებობა, რომელსაც სამი მხრიდან პიტალოები (კლდის მასივები) გადმოჰფარავდა.
    • შენახული კომპლექსები აღმოჩენილ იქნა 2000 მ სიმაღლეზე: ისინი შედგებოდა ორ წრიული და ერთ ნახევრად წრიული ქვის გალავნიან ნაგებობებზე.
  5. გამოკვლევის მნიშვნელობა:
    • ახალი აღმოჩენები მოითხოვს ხვამლის მთის არქეოლოგიური შესწავლის გაგრძელებას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი და კომპანია “არდი” მხარს უჭერენ ექსპედიციების დაფინანსებას, თუმცა მეფეთა განძზე სარწმუნო პროგნოზი არ არსებობს.
  6. მითოლოგიური კავშირები:
    • ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, პრომეთე ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული. ამ მითების მიხედვით, არგონავტები მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას ხვამლის მთაზე პრომეთეს გმინვას ესმოდათ.
    • XIX საუკუნის 50-იან წლებში იტალიელმა მკვლევარმა პიზაგალიმ ხვამლი დალაშქრა და იქაური მოსახლეობის მიერ პრომეთეს ისტორიების ცოდნა აღძრა.
  7. არსებული ლეგენდები:
    • ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს ხვამლის კლდეში გამოკვეთილ “ქვაბს” მეფეთა საგანძურის შესანახად. ასევე, ჟიულ ვერნი თავის რომანში “შეუპოვარი კერაბანი” აღწერს ხვამლის მისტიკას.

#drpkhakadze

ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

0

ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს. წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მშვიდად ჩაიარა. სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენი ვეტექიმი იმყოფებოდა ღამე ადგილზე და ეს მისი ინფორმაციაა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თბილისის მოსახლეობამ რეკორდულ 1.33 მილიონს მიაღწია — საყოველთაო აღწერის შედეგები

0
თბილისის 10 დასვენების ადგილი ყველაზე ლამაზი ხედებით
#image_title

საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია.

ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით, ანუ 200 ათასით მეტია.

საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. აღწერის მიზანს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა და ის უშუალოდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დადგენას არ ისახავს მიზნად, რადგანაც აღწერის დროს აღირიცხებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობენ თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოელ ემიგრანტებს წარმოადგენენ.

კითხვის გაგრძელება

 

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

პირველი ახალშობილი წელს ბათუმში დაიბადა

0

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ცნობით, პირველი ახალშობილი 2024 წელს ბათუმში, BMC-ის  სამშობიარო განყოფილებაში დაიბადა. ახალშობილი 1-ელ იანვარს, დაახლოებით 00:06 საათზე დაიბადა, მას ილია დაარქვეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც

0
თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
#image_title

თუშეთში ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე დაიწყო. რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა, იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა.
ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დართლო, შენაქო, დოჭუ და გომიწრის ხეობა. აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა, სადაც ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დარბლო, შენაქო, დოჭუ და გონიწრის ხეობა. ეს აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
ამ ინიციატივების ერთობლიობა ხელს შეუწყობს თუშეთის, როგორც უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების, განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში. ამ მიზნით, წლებია მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის, საქართველოს ყველა რეგიონში 1600 კილომეტრამდე საფეხმავლო ბილიკია მარკირებული.
ამ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თუშეთს, სადაც 90 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მოინიშნა. ეს ბილიკები ზემო ომალოდან იწყება, ფარავს მთლიანად გომეწრის ხეობას და ერთმანეთთან აკავშირებს სოფლებს. პროექტის მიზანია დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნა, ქვეყნის გამორჩეული ადგილების პოპულარიზაცია და, ამ გზით, ტურისტების მოზიდვა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აქტიურად გრძელდება ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიანი გზის საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების პროექტი. ამჟამად, სამუშაოები გზის 61.3 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია თუშეთთან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის (ზღვის დონიდან 2950 მეტრი) გავლით ომალოს უკავშირდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პროექტი ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ- „გამომყევი აჭარაში“ კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

0
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიაშ

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში. 1 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე მონაწილეებს საშუალება ექნებათ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

პროექტი „გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.

აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150, 000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.

გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.

ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე – უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

0
უზბეკი ტუროპერატორები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ.

„ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების მიზნით კი საქმიანი შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ბათუმის ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ტუროპერატორები მთიან აჭარასაც ეწვევიან, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ფოლკლორ შოუს დაესწრებიან. უზბეკეთი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბოლო წლებია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს. გასულ წელს, რეგიონში 50-მდე საერთაშორისო ტური განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აჭარას სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, დანია, უნგრეთი, თურქეთი, ლატვია, საფრანგეთი, სომხეთი, ინდოეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, ესტონეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეითი, პოლონეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩინეთი, შვედეთი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

„წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, ბევრი ჩანაფიქრი და მიზანია“ -დამწყები შეფ-მზარეული საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში გადამზადებას გაივლის

0
გიორგი ხალვაში

გიორგი ხალვაში- დამწყები შეფ-მზარეული საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადებას გაივლის.

„ფორმა, ვიზუალი და რაც მთავარია, გემო. კონდიტერია შემოქმდებაა, სადაც ყველა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩემი ჩანაფიქრი თეფშზე გადმომაქვს. დესერტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ლუკმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს. ამისთვის კი ფანტაზია, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და განვითარებაა საჭირო“ – ამბობს გიორგი ხალვაში.

გიორგი სამი წელია, რაც ამ სფეროშია.

„სამი წელია რაც ამ სფეროში ფეხი შემოვდგი და ვთვლი, რომ ისევე როგორც არც ერთი დღე, არც ერთი დესერტი არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, ბევრი ჩანაფიქრი და მიზანია. მთავარი იდეა კი ერთია, –  ჩემი დესერტის ერთი ნაჭერი იყოს გემო, რომელიც კონდიტერიაში თავის კვალს დატოვებს“, – განაცხადა გიორგი ხალვაშმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან – საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ

0
სერბი ჟურნალისტები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

პრესტური საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის Air Serbia საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მოეწყო. Air Serbia ბელგრადი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს.

პრესტური 8 მონაწილე თბილისისა და მცხეთის ტურისტულ ადგილებს ესტუმრა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ჯვრის მონასტერი, გაეცნენ ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

May be an image of 6 peopleMay be an image of 6 people

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.