სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

უნიკალური აღმოჩენა გონიოში

0

ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლების გარეთ ჩატარდა.

არქეოლოგების ვარაუდით  თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი. აღსანიშნავია ის, რომ  ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო.

გათხრების შედეგები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს. მომდევნო გარნიზონებმა აღადგინეს არა მარტო თავდაცვითი კედლები, არამედ ციხის შიგნით განლაგებული შენობები.

გონიოს რომაულ ციხე აფსაროსში ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფ. შოთა მამულაძე (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი) და პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი). ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

0

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები მედიის, მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტურიზმის ფორუმი, სადაც დეპარტამენტის მენეჯმენტმა რეგიონის ტურისტულ მიღწევებზე ისაუბრა.

ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურსააგენტოების მოწვევას რეგიონში, რითაც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოზიციონირება 20-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე განახორციელა.

აჭარის შესახებ სამოგზაურო კონტენტი 10-ზე მეტი ქვეყნის ინფლუენსერმა გამოაქვეყნა

0

უცხოელი ჟურნალისტებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობა გრძელდება. ამჯერად, რეგიონს მედიის წარმომადგენლები სომხეთიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, უზბეკეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან სტუმრობდნენ. ინფლუენსერები ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მტირალას ეროვნული პარკი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. პარალელურად, გრძელდება აჭარის შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და სამოგზაურო კონტენტის გამოქვეყნება სამიზნე ქვეყნების მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. მედიატურების მხრივ განსაკუთრებით აქტიური მაისის თვე იყო, რომლის განმავლობაშიც რეგიონს 10-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიწყებთ მოკლე ისტორიულ-შემეცნებითი სერიების ციკლს სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ!

0
ვიწყებთ მოკლე ისტორიულ-შემეცნებითი სერიების ციკლს სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ!
#image_title

„ვიწყებთ მოკლე ისტორიულ-შემეცნებითი სერიების ციკლს სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ!

პირველი ჩანაწერია, შესაბამისად გარკვეული ლაფსუსები გაიპარა და იმედია ამაზე ძაან არ დაგვზრახავთ! (შემდეგ სერიებში გამოვასწორებთ) იმ დღეს ფორმაში ვერ ვიყავი მაინცდამაინც, სიუჟეტის ჩაწერის დღეს კისერი გამიშეშდა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიუჟეტი ჩემთვის კამერასთან ურთიერთობის პირველი შემთხვევა არ იყო და აქამდე გარკვეული გამოცდილება მქონდა, რატომღაც ზომაზე მეტად ვგრძნობდი მღელვარებას და ეს მეტნაკლებად აისახა კიდეც შინაარსობრივ მხარეზე,მოკლედ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია!
თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს!
შენიშვნებს და რჩევებს გავითვალისწინებთ!..“
წერს ფოტოგრაფი გიორგი მაღრაძე

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ნუკრი მანძულაშვილმა მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღი მოაწყო – „ჩემთვის, მაისის თვე არის ნამდვილი ერთ თვიანი დღესასწული”

0

ნუკრი მანძულაშვილი ფერმწერია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მონათესავე პროფესია, ფოტოგრაფია აღმოაჩინა.

ნუკრი მანძულაშვილმა ლოტკინზე მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღი მოაწყო.

„ბუნების უდიდესმა სიყვარულმა მომიყვანა აქამდე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მიყვარს ბუნებაში ფოტოების გადაღება.
გადავწყვიტე, ჩემი ეზო ისე მომეწყო, რომ არ მომიწიოს სხვაგან სიარული და „ზღაპრული ადგილების“ ძებნა.
ჩემთვის, მაისის თვე, ისევე როგორც ყველა ვარდომანისთვის, არის ნამდვილი ერთ თვიანი დღესასწული” – ამბობს ნუკრი მანძულაშვილი.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა

0

მე-11-ე საუკუნის დასაწყისში სვეტიცხოვლის გორგასლისდროინდელი ტაძარი დაზიანებული იყო. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკის ძემ ტაძრის ახალი პროექტი შექმნა. ჯერი აშენებაზე მიდგა.

სვეტიცხოვლის სამშენებლო ხარჯები მთლიანად თავის თავზე აიღო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი მეორემ და მისმა ძმამ კონსტანტინემ. მათ სვეტიცხოველს კესტორიის მონასტერი და 105 სოფელი შესწირეს.

ამ ფაქტმა მრავალ ქართველს ელინოფილური “გრძნობები” გაუღვივა.

ბიზანტიის ერთმორწმუნე იმპერატორები თან სვეტიცხოვლის მშენებლობას აფინანსებდნენ და თან ქართულ მიწებსაც ისაკუთრებდნენ. მიიტაცეს სპერი, ბასიანი, იმიერ ტაო, თვალი ეჭირათ ამირ ტაოზეც და სრულიად საქართველოზეც…

1027 წელს ჭაბუკი მეფე გიორგი პირველი გარდაიცვალა და ტახტზე მის ცხრა წლის ვაჟი ბაგრატ მეოთხე ავიდა. ამ დროს ბიზანტიის ტახტზე იჯდა კონსტანტინე, რომელიც სვეტიცხოვლის “შენებასა” და ქართული სახელმწიფოს ნგრევას თანაბარი ძალისხმევით აგრძელებდა.

საქართველოს ჩვილ მეფეს განუდგა და იმპერატორს ეახლა ბანელი ეპისკოპოსი იოანე, საბერძნეთის გზას გაუდგა ტაო-კლარჯეთის აზნაურთა დიდი ნაწილი. ისინი იმპერატორის ქვეშევრდომობას ანუ ბიზანტიის მოქალაქეობას ითხოვდნენ.

ეს საქართველოს სრული დაპყრობის ლეგიტიმურ საბაბად მიიჩნია იმპერატორმა კონსტანტინემ და პარკიმანოზ პრუედრიოსის სარდლობით საქართველოში უძლიერესი არმია გამოგზავნა. ტაოს, კლარჯეთის, ჯავახეთის, კოლას, არტაანის, თრიალეთის აზნაურების დიდი ნაწილი ერთმორწმუნე და სვეტიცხოვლის დამაფინანსებელი “დიდი მეზობლის” მხარეს გადავიდა.

ამ დროს ხმალი აიღო ტბეთის ეპისკოპოსმა საბამ, მას შეუერთდა ეზრა ანჩელი. საბამ და ეზრამ მამულიშვილ აზნაურთა მცირე ჯგუფთან ერთად ტბეთის ტაძართან მცირე სიმაგრე ციხე აღმართეს, რომელსაც სუეტი უწოდეს, იქ გამაგრდნენ და ომი გამოუცხადეს ბიზანტიის იმპერიას.

პრუედრიოსმა იოვანე ხარტულარის შენაერთი გაგზავნა ტბეთის ასაღებად. ტბეთის სვეტი არ დაეცა. მაშინ ბიზანტიელებმა დემეტრე გურგენის ძე ბაგრატიონი (კონსტანტინოპოლში გადახვეწილი კლარჯი უფლისწული) გამოაცხადეს საქართველოს ტახტის კანონიერ პრეტენდენტად და ტბეთისკენ წარგზავნეს. დიდძალი საფასურიც შესთავაზეს საბა მტბევარის რაზმელებს, თან სვეტიცხოვლის შენებაც არ შეუწყვეტიათ!

ვერც მტრის მრავალრიცხოვნებამ, ვერც დემეტრე ბაგრატიონის ფსევდოლეგიტიმურობამ, ვერც ქრთამმა და ბიზანტიელთა ერთმორწმუნეობამ ვერ გასტეხა საბა მტბევარი. ის ხმლით ხელში ებრძოდა მტერს და სიტყვით აფხიზლებდა ქართველებს:

,,მტერი, რომელიც ერთმორწმუნეობით, ქველმოქმედებითა და ლეგიტიმურობით ვაჭრობს, გაცილებით ბილწია, ვიდრე ურჯულო მტარვალი!” – ეს იყო საბა მტბევარის კრედო.

ტბეთის სვეტი ვერ აიღო ბიზანტიის ლაშქარმა. იმპერატორი კონსტანტინე სასიკვდილო სენმა შეიპყრო, არმია უკან გაიწვია, საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა!

მას მერე დაწესდა, რომ ტბეთის ეპისკოპოსი ხმალშემორტყმული უნდა ყოფილიყო საეკლესიო რიტუალთა შესრულებისასაც, საეკლესიო კრებაზეც და სამეფო დარბაზობაზეც. ასეთი პატივი თვით ჭყონდიდელებსა და გვიანი საუკუნეების კახეთის სარდალ მთავარეპისკოპოსებსაც კი არ ღირსებიათ.

მიზეზი მარტივია: ჭყონდიდელიც და კახელი მღვდელმთავრები ურწმუნოებს ებრძოდნენ, ხოლო საბა მტბევარი სვეტიცხოვლის აშენებითა და ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მაცდურს შეერკინა.

მტბევარის ხმალს მარად უნდა შეეხსენებინა ქართველთათვის, რომ მტერთა შორის ყველაზე საშიში, გამრყვნელი და ბილწი, ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მტერია!”

სიმონ მასხარაშვილი,

ისტორიკოსი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

რა აქტივობები იგეგმება “თბილისობაზე” 5 და 6 ოქტომბერს – დაგეგმილი პროგრამა საათების მიხედვით

0
რა აქტივობები იგეგმება
#image_title

თბილისის მერია „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების და აქტივობების შესახებ პროგრამას ავრცელებს. სახალხო დღესასწაული 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება. დაგეგმილი პროგრამა საათების მიხედვით

რა აქტივობები იგეგმება “თბილისობაზე” 5 და 6 ოქტომბერს 

ორბელიანის მოედნის პროგრამა

5 – 6 ოქტომბერი
12:00-22:00
• გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“
• ღია კინოთეატრი
• ,,ორბელიანის ნუგბარი“
• ,,ყველიერი“
• ,,ისპანახობა“
• კაფე „ლაღიძის წყლები”
• „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “
• სამეწარმეო მარკეტი
• გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია
• ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“
• კიოსკი – ,,ცნობის ფურცელი“
• საბავშვო კონცერტები
• საღამოს კონცერტები
• თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
• საბავშვო / გასართობი აქტივობები
• ზღაპრის გმირები
• თემატური ფოტოზონები

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა
5 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა
• 11:00 – სტუდია ჩიკოს კონცერტი
• 11:30 – ვოკალის აკადემიის კონცერტი
• 12:15 – რანინას კონცერტი
• 18:00 – ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“
• 20:00 – ჯგუფი ,,ურსა“
• 21:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI

5 ოქტომბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა
• 16:00 – გიორგი თორაძე ,,თორჩო“ და ბენდი
• 21:30 – ბენდი ,,Goodfellas”
5 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები
• 15:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAO
• 18:30 – ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA

6 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა
• 13:00 – ჟოზეს წარმოდგენა
• 14:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
• 18:00 – ჯგუფი ,,GOOFY LAND”
• 20:00 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი
• 21:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI

6 ოქტომბერი- – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა
• 14:00 – POSITIVE BAND
• 16:00 – ანკა თათარაშვილი და ბენდი ,,The Big band band”
• 19:00 – ანანო ღიბრაძე და ბენდი ,,Ages”

6 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები
• 15:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA
• 18:30 – ელექტრონული მუსიკა (DJ) MACHAIDZE

5 ოქტომბერი – სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
• 20:00 – საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია

აბანოთუბანი 5 და 6 ოქტომბერი
• 12:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“

რიყის პარკის პროგრამა
5 და 6 ოქტომბერი
12:00 – 22:00
• გასტრონომიული ფესტივალი
• ღვინის ფესტივალი
• ტკბილეულის ფესტივალი
• თემატური დეკორაციები,ინსტალაციები და ფოტოზონები
• საბავშვო კონცერტები
• საღამოს კონცერტები
• საბავშვო – გასართობი და სპორტული აქტივობები
• ზღაპრის გმირების მსვლელობა
• თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
• ატრაქციონები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა
5 ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები
• 11:00 – ანსამბლი შავნაბადას კონცერტი
• 11:40 – ნუცა ჯანელიძის სტუდიის კონცერტი
• 12:20 – ბზიკების სტუდიის კონცერტი

5 ოქტომბერი
• 15:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
• 18:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
• 21:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი

6 ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები
• 11:00 – სტუდია ანა-ბანას და ზვიად ბოლქვაძის კვარტეტის კონცერტი
• 12:00 – რუსიკო ბახტაძის სტუდიის კონცერტი
• 13:00 – ბასტი-ბუბუს სტუდიის კონცერტი
• 14:00 – ქენდი სტუდიის კონცერტი

6 ოქტომბერი
• 19:30 საზეიმო კონცერტი ,,ქალაქური მუსიკის შედევრები“

#drpkhakadze

დღეს ამ უნიკალურ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროა – ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი თბილისში

0
ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი თბილისში – ჩიტაძის 4,
შენობა, სადაც ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა განთავსებული, წარსულში წმიდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას ეკუთვნოდა და იქ განთავსებული იყო ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი.
საზოგადოება 1846 წელს მაშინდელი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელიზავეტა ვორონცოვას მიერ იყო დაარსებული. ინსტიტუტის პირველი შენობა კი მაშინდელი ერმოლოვის და ამჟამინდელი ჩიტაძის ქუჩაზე 1846 წლის 5 მაისს გაიხსნა.
შეიძლება იყოს fire escape გამოსახულება
შემდგომში, როგორც ჩანს, შენობა ვერ აკმაყოფილებდა ინსტიტუტის მოთხოვნებს და ის გადაკეთდა იმ სახით, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. შენობის საზეიმო გახსნა 1883 წლის 2 ოქტომბრით არის დათარიღებული. ინსტიტუტში 8-12 წლის ასაკის გოგონებს იღებდნენ და სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი იმ დროის თბილისის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სასწავლებლად ითვლებოდა.
ქალთა პირველი სასწავლებლები მოიცავდა პროგიმნაზიასა და საკუთრივ გიმნაზიას. მათ მოჰყვა ქალებისთვის განკუთვნილი სკოლების გახსნა თბილისის მასშტაბით, რამაც ძალიან შეუწყო ხელი განათლების გავრცელებას ქალებს შორის.
ქალთა პროგიმნაზიებში აუცილებელი საგნების რიცხვში შედიოდა: საღვთო რჯული, რუსული ენა, რუსეთის ისტორია და გეოგრაფია, არითმეტიკა, სუფთა წერა და ხელსაქმე; საკუთრივ გიმნაზიაში – საერთო გეოგრაფია და ისტორია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, გიმნასტიკა; ასევე, ფრანგული და გერმანული ენები, ხატვა, მუსიკა, სიმღერა და ცეკვები. ვაჟთა გიმნაზიებისგან განსხვავებით, ქალთა სასწავლებლებში შედარებით შემოკლებული იყო ალგებრის, გეომეტრიის და ტრიგონომეტრიის კურსები.
შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ ქალ-გიმნაზისტებს გადაეცემოდა ატესტატი დაწყებითი კლასების მასწავლებლის წოდებით. რვა კლასის დამთავრებულებს ეძლეოდათ საშინაო მასწავლებლის (სახლში სწავლების უფლებით), ხოლო ოქროსმედალოსნებს – საშინაო მასწავლებლისა და აღმზრდელის წოდება. რვა კლასის კურსდამთავრებულებს უფლება ჰქონდათ, უგამოცდოდ ჩარიცხულიყვნენ ქალთა უმაღლეს კურსებზე.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
დღეს ამ უნიკალურ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროა

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება – უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

0

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრა და ბოლო პერიოდში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომდევნო ეტაპის განხორციელებაზე მუზეუმისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, მუზეუმის დირექტორი ბადრი გასპაროვი, მუზეუმ-ნაკრძალისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში არსებული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას გეგმავს. ამისათვის, საპილოტედ შეირჩა უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და სამინისტროს მონაწილეობით სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოწყობისთვის 126 697 ლარი გამოიყო. სრულად შეკეთდა და განახლდა მუზეუმის შიდა სივრცე, ვიზიტორთა ცენტრი და მისი ფასადი. ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე ტიპის შეხვედრების ოთახი, შეიცვალა ხის ფასადი და გადახურვა, შეიღება ძეგლის ლითონის მოაჯირები და კიბეები.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა

0

ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცა. 1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის „მაჭანკალსა“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერთან“ ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს. მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი – ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ – მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლად შექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის. მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.