ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. სტუმრებისთვის ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართება. ტურის მონაწილეები მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს მოინახულებენ. აჭარაში დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ ტუროპერატორებთან.

იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
მარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზესაქართველო 10 დღეში — თბილისიდან სვანეთამდე და ზღვამდე€1,890 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314