ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებს აგრძელებს. „პირველი დახმარება“-სასწავლო კურსი ტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ.

„სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ტრენინგის ყველა მონაწილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატი გადაეცა.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით წითელი ჯვარი ატარებს პირველი დახმარების ტრენინგს, ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მონაწილეებს თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. პირველი დახმარების ცოდნა აუცილებელია როგორც ტურიზმის სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის“,-აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ირაკლი წურწუმია.

„როდესაც ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება თითოეული წამი მნიშვნელოვანია, შესაბამისად აუცილებელია ვიცოდეთ რა მანიპულაციები უნდა ჩავატაროთ, რომ ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ეს ტრენინგი სასიცოცხლოდ აუცილებელია ვინც ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაშია, რადგან ჩვენ ყოველდღე ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხება. ძალიან მოხარული ვარ რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ტრენინგს ვესწრები. ძალიან ხშირად ადმინისტრაციის მიერ ტარდება ისეთი კურსები, რომელიც გვჭირდება ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“,-ამბობს ტრენინგის მონაწილე ნათია გოგუაძე.

ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:

ტურიზმის — დეტალები

პირველი დახმარების ძირითადი პრინციპები და პირადი უსაფრთხოება.

პირველი დახმარება გულის გაჩერების დროს (გულ-ფილტვის რეანიმაცია).

- Advertisement -
Ad imageAd image

პირველი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში.

პირველი დახმარება ჭრილობის (მათ შორის დამწვრობის და ნაკბენების დროს – კონტექსტიდან გამომდინარე).

პირველი დახმარება სისხლდენის დროს.

პირველი დახმარება სხეულის დაზიანების დროს და დაზარალებულის გადაყვანა (გადაადგილება უსაფრთხოდ).

სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, გულყრა, ზედოზირება/მოწამვლა და სხვ.)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა. 26 აპრილი, 2026. https://shenidasveneba.ge/ტურიზმის-ეროვნულმა-ადმინ/

READ  ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network