#image_title

რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს – ახალი და ძველი, თბილისში ტელეანძა

პროფ. გიორგი ფხაკაძე
ახალი და ძველი – თბილისში ტელეანძა 1955-56 წლებში აიგო. ნაგებობა 185 მეტრის სიმაღლის იყო და მისი აშენების შემდეგ სატელევიზიო მაუწყებლობაც დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ანძის რესურსები შეზღუდული იყო და მას არხების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, მისი ჩანაცვლება გადაწყდა. 1972 წელს თანამედროვე დიზაინის ანძა აიგო, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქს. ძველი ანძა კი ქალაქ გორთან ახლოს გადაიტანეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ანძის რესურსები შეზღუდული იყო და მას არხების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, მისი ჩანაცვლება გადაწყდა. 1972 წელს თანამედროვე დიზაინის ანძა აიგო, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქს. ძველი ანძა კი ქალაქ გორთან ახლოს გადაიტანეს. რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს
ამჟამად ანძის სიმაღლე 277.5 მეტრია. 2017 წლამდე ის 274.5 მეტრის სიმაღლის იყო, თუმცა კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი — სუპერტურნიკეტული ანტენა დაემატა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა.
თბილისის ანძა ევროპის უნიკალური ანძების სიაშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ მისი კონსტრუქციის პროექტზე კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითმა ინსტიტუტმა იმუშავა. მათ ეკუთვნით ასევე კიევისა და ერევნის ანძის პროექტებიც, რომლებიც თბილისის ანძის მსგავსია.
თბილისის ანძა წითელი და თეთრი ფერისაა, რაც საერთაშორისო სტანდარტს იმეორებს და თავისი ფუნქციაც აკისრია.
რადიაციული გამოსხივება აქვს, მაგრამ ისეთი არა, აქ მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ანძის გამოსხივება არ შედის იმ რადიაციულ გამოსხივებათა რიცხვში, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები გამოყოფენ.
რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს. ტელეანძის ეს ფერები სტანდარტია, მფრინავმა ობიექტმა რომ კარგად შეამჩნიოს. 46 წლის განმავლობაში ანძა რამდენჯერმე შეიღება.
ქარის დროს, ბუნებრივია, რომ მასაზე ხდება დაწოლა. აქვს თავისი გადახრის საპროექტო მაჩვენებელი. მისი გადახრის დასაშვები ნორმა ორივე მხარეს 9 მეტრია.
ეს არის მაქსიმალური შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ანძა უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ქარის დროს საგრძნობლად შესამჩნევია მისი რხევა. 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. რკინა-ბეტონის „პადუშკებზე“ ზის და მიწას მიჰყვება.
მოციმიცე ნათურები წლების წინათ დამონტაჟდა და ის ეიფელის კოშკის დამპროექტებლებმა გააკეთეს. ფრანგული კომპანია ნათურებს ოთხი თვე ამონტაჟებდა.
ანძაში, 160 მეტრამდე, ანუ მრგვალ შენობამდე, მთავარი ლიფტით ავდივართ. მრგვალი შენობიდან ზემოთ კი – ორკაციანი პატარა ლიფტით, სადაც აპარატურაა განლაგებული, მთლიანობაში 400 კვადრატული მეტრი ფართობია. საერთო ჯამში, ანძას 80-მდე თანამშრომელი ჰყავს.
თბილისის ანძა – ტელეანძა, რომელიც გადმოჰყურებს თბილისს მთაწმინდის პლატოდან, ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას. ანძა ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან მოსჩანს და იგი თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ანძა ქარის დროს 5 მეტრზე იხრება, კონსტრუქცია კი 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.
კონსტრუქცია რუსეთის ერთ-ერთ ქარხანაში დამზადდა და მთაწმინდაზე, რუსთავის სტალკონსტრუქციების სამშენებლო სამმართველო „ტრესტმა“ ააშენა. უსაფრთხოების ზომები იმდენად იყო დაცული, რომ მშენებლობის პროცესში არავინ დაზარალებულა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

Contents
READ  პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი ამოქმედდა - მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა

რატომ — დეტალები

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

დამატებითი ინფორმაცია

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს – ახალი და ძველი, თბილისში ტელეანძა. 20 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/რატომ-წითელი-და-თეთრი-ეს-მ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს – ახალი და ძველი, თბილისში ტელეანძა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network