გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი

პროფ. გიორგი ფხაკაძე

გონიო-აფსაროსის ციხე  (საერთო ფართობი 4,75 ჰა) მდებარეობს მდ. ჭოროხის (ძველი აფსაროსი/აკამფსისი/ჰარპასოსი) მარცხენა სანაპიროზე. ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.). რომაულ-ბიზანტიური წერილობითი წყაროების თანახმად, დაახლოებით ამ პერიოდს განეკუთვნება აფსაროსის როგორც დასახლებული პუნქტის წარმოქმნა. სტეფანე ბიზანტიელის, არტემიდორე ეფესელის, არიანეს, პროკოფი კესარიელის და სხვათა ცნობებით აფსაროსის სახელწოდება უკავშირდება არგონავტების აია-კოლხეთში ლაშქრობას, მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და აქვე დაკრძალვას.

არქეოლოგიური მონაცემებით პირველი სამოსახლოები გონიოში  ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში ჩნდება. ინტენსიური ცხოვრება გრძელდება ძვ. წ. V-I საუკუნეებშიც. ციხე ახ.წ. I საუკუნეში რომაელებმა ააგეს. აფსაროსის საფორტიფიკაციო ნაგებობას პირველად ახ.წ. 77 წ. დათარიღებულ ნაშრომში გაიუს პლინიუს სეკუნდუსი მოიხსენიებს.

გონიო — დეტალები

I-III საუკუნეებში აფსაროსი რომის აღმოსავლეთი საზღვრის სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. აქ იდგა ხუთი დამხმარე კოჰორტა (1200-1500 კაცი). პროკოფი კესარიელის (ახ.წ. VI ს.) თანახმად აფსაროსში ამფითეატრი და ჰიპოდრომი ფუნქციონირებდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გონიოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების შენობა-ნაგებობათა (აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, წყლის ცისტერნები, ჭები და ა.შ.) ნაშთები  მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალით.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

ახ.წ. IV საუკუნეში რომაელები ტოვებენ აფსაროსის ციხეს. VI საუკუნის 40-იანი წლებიდან აქ ბიზანტიელები დგანან.  XVI საუკუნის შუა ხანიდან 1878 წლამდე კი გონიოს ციხეში ოსმალთა გარნიზონია.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი. 20 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/გონიო-აფსაროსის-არქეოლოგ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network