ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტაძარი და უძველესი არტეფაქტები – უნიკალური აღმოჩენა ლაგოდეხში.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით – „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა – PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები – მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას – „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის – „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი – მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოფსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
თუშეთის ეროვნული პარკი

მისამართი: ალაზნისთავი
საკონტაქტოპირი: გიორგი ბაკურიძე, სოფო რაინაული;
ტელეფონი: +995 577 10 18 92, +995 577 10 18 91;
ფასიკვებისგარეშე: ღამისთევა 1 ადამიანი – 10 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 7 ლარი;
ტურისტულ თავშესაფარში ჯამში 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე ადგილით და დაანთოთ კოცონი. თან იქონიოთ საკვები, პარალონი და საძილე ტომარა.

მისამართი: სოფელი ქვემო ომალო, თუშეთი
საკონტაქტო პირი: მაყვალა მელაიძე
ტელეფონი: +995 599 10 45 90
ფასი კვების გარეშე: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 7 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სველი წერტილები კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო „ლამატა“
მისამართი: სოფელი ვერხოვანი
საკონტაქტო პირი: ანზორ კირიტიული
ტელეფონი: +995 599 70 03 78; +995 599 70 03 78
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 9 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმროების ქსელი „სარგირი“
მისამართი: სოფელი ალისგორი
საკონტაქტო პირი: ფატი მიშიძე; ვაჟა კარდლიძე.
ტელეფონი: +995 555 30 02 21; +995 555 30 02 21;
+995 599 77 55 43; +995 599 77 55 43
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო „კრუისკარი“
მისამართი: სოფელი დოჭუ
საკონტაქტო პირი: უსუფი თორღვაიძე
ტელეფონი: +995 599 28 56 47; +995 599 28 56 47
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 8 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 21 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

სოსო ბაკურიძის საოჯახო სასტუმრო
მისამართი: სოფელი ჩიღო
საკონტაქტო პირი: სოსო ბაკურიძე
ტელეფონი: +995 599 10 02 19; +995 599 10 02 19;
+995 551 14 24 43; +995 551 14 24 43
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 3 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო „დიკლო“
მისამართი: სოფელი დიკლო
საკონტაქტო პირი: გულნაზი ხელაიძე
ტელეფონი: +995 599 77 53 72; +995 599 77 53 72
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 2 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო „ძველი თუშეთი“
მისამართი: სოფელი შენაქო
საკონტაქტო პირი: ელდარ ბუქვაიძე
ტელეფონი: +995 558 27 20 06 +995 558 27 20 06
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 13 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო „შენაქო“
მისამართი: სოფელი შენაქო
საკონტაქტო პირი: ელენე გაგოიძე
ტელეფონი: +995 599 48 18 12; +995 599 48 18 12; +995 558 63 97 22; +995 558 63 97 22
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 10 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო „ლოელი“
მისამართი: სოფელი შტროლთა
საკონტაქტო პირი: ლამზირა გოთაიძე
ტელეფონი: +995 599 21 81 39; +995 599 21 81 39
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 14 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო „კეხი“
მისამართი: სოფელი ხახაბო
საკონტაქტო პირი: გიორგი ბაკურიძე
ტელეფონი: +995 557 14 39 07; +995 557 14 39 07;
+995 598 10 43 62; +995 598 10 43 62
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო „გირევი“
მისამართი: სოფელი გირევი
საკონტაქტო პირი: ადამო მოზაიძე
ტელეფონი: +995 591 70 38 32; +995 591 70 38 32
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 20 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო “კომიტო”
მისამართი: სოფელი ჩეშო
საკონტაქტო პირი: ეკატერინე აბალოიდზე
ტელეფონი: +995 591 25 74 02; +995 591 25 74 02
ფასი საუზმით: 30 ლარი.
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 16 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. კეთილმოწყობილი სველი წერტილით.

საოჯახო სასტუმრო „ჯიქი“
მისამართი: სოფელი ჭეშო
საკონტაქტო პირი: ელდინო ჯანგულაშვილი
ტელეფონი: +995 599 58 58 39; +995 599 58 58 39
ფასი საუზმით: 30 ლარი
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 10 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 22 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო “კვავლო”
მისამართი: სოფელი კვავლო
საკონტაქტო პირი: ბესიკ გოცირიძე
ტელეფონი: +995 591 01 26 90; +995 591 01 26 90;
+995 599 68 76 90+995 599 68 76 90
ფასი საუზმით: 30 ლარი.
სტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 20 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.
კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში.
ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.
კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში მდინარე მტკვრის ორივე მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრზე და მოიცავს ლეხურის, თეძამის, კავთურის და ნაწილობრივ ქსნის ხეობებს.
მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდლოეთით აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით – თრიალეთის ქედი. უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080 მეტრი ზღვის დონიდან).
კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით.
კასპში ულამაზეს ბუნებასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. აღსანიშნავია უნიკალური ჩუქურთმებით შემკული, ჰარმონიული პროპორციებით გამორჩეული სამთავისის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების საეტაპო და მნიშვნელოვანი ძეგლი – ქვათახევის მონასტერი, რკონის სამონასტრო კომპლექსი, მეტეხი, არქეოლოგიური ძეგლი – გრაკლიანი გორა.
ქალაქ კასპში ფუნქციონირებს კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში 20 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდებს მოცავს. რაიონში არის ჰავითა და სამკურნალო წყლებით გამორჩეული კურორტები (ხოვლე, გარიყულა, გოსტიბე), სადაც სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებთ.
ასევე ნახავთ ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერს.
მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუპტროპიკული ჰავაა, ზაფხული გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 11.40,C0, შესაძლებელი მაქსიმუმია 38 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი 5 C0. კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით გორის, სამხრეთით თეთრიწყაროს და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით – დუშეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტები.
1917 წლამდე, კასპი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. 1959 წლის ივნისიდან კასპი რაიონული დაქვემდებარების ქალაქია. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 803,2 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში 17 ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც ერთი ქალაქი, 71 სოფელი და 60 ნასოფლარი შედის. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი, იგი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისიდან დაცილებულია 56, ხოლო გორიდან 40 კოლომეტრით. მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს რესპუბლიკის მთავარი საავტომობილო (ავტობანი) და სარკინიგზო მაგისტრალი, რკინიგზის 4 სადგურით.
მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 829, მათ შორის ქალაქად 15 896, ხოლო სოფლად 35 933 კაცს.
არქეოლოგიური მასალა, უძველესი ნამოსახლარები და ნასახლარები, მატერილური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ კასპის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი, ადრევე დაწინაურდა და ციხე-ქალაქად ითვლებოდა, მას დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ციხე-ქალაქი საკუთარი სპასალარი ჰყოლია და წარმოადგენდა გარკვეულ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულს. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საპილოტე პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.
„აღნიშნული დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, წინასწარ განსაზღვრულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ტესტირება. ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრებაც. ზოგადად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ძალიან წუხს მოსახლეობა სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებით ღამის საათებში, გადაადგილდებიან ისეთი ავტომობილები, რომლებიც ხელს უშლიან თბილისის მცხოვრებლებს დასვენებასა და განტვირთვაში. საპილოტე პროექტის შედეგების საფუძველზე, ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტი, რაც აღნიშნულ პრობლემას არსებითად გადაწყვეტს“, – განაცხადა კალაძემ.


ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება.
აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტები; ქალაქ ნიუ-იორკში, ორი კვირის განმავლობაში, 25 სარეკლამო აბრაზე (ლაითბოქსი) განთავსებული იყო ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები; ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენაც „გრანდ თეისტინგი“ ჩატარდა; გაგრძელდა თანამშრომლობა პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის გამოცემასთან „Wine Enthusiast“ და სხვა მედია საშუალებებთან.
აღსანიშნავია, 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული სარეკლამო კამპანია და თანამშრომლობა ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS და CNN, რამაც 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განვლილი პერიოდში, აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა განაპირობა.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან “Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1-ლი ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები, ე.წ. ID ბარათები უნდა წარადგინოთ”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. 15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია.
არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებისთვის, მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.