#image_title

ძამის ხეობა შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ძამის ხეობა შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის

ძამის ხეობა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  მდინარე ძამა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2140 მეტრზე იღებს სათავეს და დაბა აგარაში მტკვარს უერთდება. მდინარის სიგრძე 42 კმ-ა. იგი შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ძველი და ახალი ეკლესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს.

ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ მოგზაურებს აქ 60-ამდე ისტორიული ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, კოშკები და ბუნებრივი ძეგლები ელოდებათ.
აქ მდებარე კულტურის ძეგლებს შორისაა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი დიდებული ფრესკებით, XVII საუკუნის მძოვრეთის ციხე-დარბაზი, 5 ეკლესიისგან შემდგარი ქოზიფას მამათა მონასტერი, იგივე გუგომის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, და ძამის ციხე.
რაც შეეხება ბუნების ძეგლებს, ძამის ხეობაში ნახავთ ტყეში ჩაფლულ ბატეთის ტბას, რომელიც ზღვის დონიდან 1313 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ასევე, მოგზაურთათვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილია ძამის ხეობის მარგალიტი, აბუხალოს ჩანჩქერი, რომელიც გაზაფხულზე და ზაფხულში მწვანეშია ჩაფლული და ულამაზეს სანახაობას ქმნის. აბუხალოს ჩანჩქერთან ახლოს აბუხალოს კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონახულებაც შეგიძლიათ.
#საყდრისისკომიტეტისგან

#drpkhakadze

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ძამის ხეობა შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის. 15 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/ძამის-ხეობა-შესანიშნავი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ძამის ხეობა შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network