#image_title

ქართული ღვინის კომპანიები „Daejeon International Wine Festival”-ში მონაწილეობდნენ

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე „Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა ემსახურება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.

ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა. ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

READ  2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი -ღვინის ეროვნული სააგენტ
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის