„ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას“

პროფ. გიორგი ფხაკაძე

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს აეროპორტსა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირ კავშირს და ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეს სიახლე, თანმდევი მარკეტინგული კამპანიის კვალდაკვალ, რომელიც უკვე ხორციელდება იმერეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების კუთხით, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს იმერეთის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ქუთაისის — დეტალები

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის აეროპორტებს შორისაც. მას ძალიან დიდი როლი აქვს როგორც იმერეთის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, ისევე როგორც ავიაციის ინდუსტრიის გაძლიერებაში. სასიხარულოა, რომ ყველაზე მეტი მიმოსვლა ევროპისკენ, 28 მიმართულებით, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. ამ აეროპორტიდან ასევე სრულდება რეისები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის სამი ახალი ავტობუსი შეისყიდა. ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). „ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას“. 14 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/ქუთაისის-აეროპორტიდან-ა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას“ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  ესპანური ღვინის გამოცემა Vinos Y Camino საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network