რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?
როგორია გეგმები წალკის კანიონზე წელს?
რა არის, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად?! – „კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად წასულან“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად წასულან.

იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს
„აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“ – იაპონური სამოგზაურო ჟურნალი Transit Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
მოგზაურმა ჟურნალისტმა მიკიტო მორიკავამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მიკიტო მორიკავამ იაპონელ მკითხველს ძველი თბილისი, დედაქალაქის ცხოვრების რიტმი, კულტურა, კვების ობიექტები, ღვინის მარნები და მუზეუმები გააცნო.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს და მის დედაქალაქს გაზაფხულზე ვეწვიე. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა კულტურის კომბინაციას, ეს არის კულტურული სამყარო გამორჩეული მოდითა და ღამის კლუბებით. თბილისი მიმზიდველია ნატურალური ღვინითა და კერძებით. აქ ერთ-ერთ რესტორანში ქართული სამზარეულოს შარმი შევიგრძენი“, – წერს მიკიტო მორიკავა.
Transit Magazine-ის მოგზაური ჟურნალისტი მკითხველს ქართველ მეღვინეებს აცნობს და ინფორმაციას აწვდის ღვინისა და კერძების ფესტივალის შესახებ, რომელიც თბილისში ტარდება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
🏔️⛺️🌊 სად ისვენებენ წელს ქართველი მოგზაურები და რატომ ხდება ჩვენი ქვეყანა ბევრისთვის ზაფხულის გასატარებლად საუკეთესო ადგილი
სად ისვენებენ წელს ქართველი მოგზაურები და რატომ ხდება ჩვენი ქვეყანა ბევრისთვის ზაფხულის გასატარებლად საუკეთესო ადგილი |
დასვენების იდეები, რჩევები და შთაბეჭდილებები
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შატილი – ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი
შატილი (ხევსურეთი, დუშეთი) – მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არღუნის ხეობაში. ზღვის დონიდან 1400 მ. შატილი – ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლიю
შატილი, იგივე ციხე-სოფელი, კლდოვან ფერდობზეა შეფენილი, სადაც სახლი სახლზეა მიდგმული, ქვედას სახურავი ზედას ეზოა და ა.შ. აქ სოფლიდან გამოუსვლელად ყველა სახლში შეიძლება მოხვდეთ. ასეთ სახლებს ჩარდახიან სახლებს უწოდებენ, რომლებიც XVII საუკუნით ან XVIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
შატილი საცხოვრებელი სახლების კომპლექსიცაა და ციხე-კოშკებისაც.
შატილის ციხე-ქალაქში შემავალი ძეგლებია:
- ციხე-სახლები ანუ ქვითკირები
- კოშკური საცხოვრებლები (იგივე ციხე-სახლი, სიმაღლეში უფრო დიდი)
- კალოიანი სახლები
- საფეხვნო
- სამრევლო (ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობები)
- საბძლური, სალუდე
ტობავარჩხილი, ენით აღუწერელი სილამაზე – სამოთხე დედამიწაზე
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), პატარა სამოთხე, მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს.
კლდეებში ნატვრისთვალივით ჩაბნეული ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მორევია ყველა მნახველისთვის.
ტბა, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ !

ტობავარჩხილის ტბა იყოფა ორად დიდი და პატარა ტობავარჩხილი,ტბაში თევზები არ ბინადრობენ, რადგან წყალი მტკნარია. ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. სანამ, ტობავარჩხილის ტბამდე მიაღწევთ უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა, რომელიც უნიკალურია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, – მდინარის გაყოლებაზე შეგხვდებათ ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები, სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება. სექტემბრის ბოლოს ეგრისის ქედის ეს ნაწილი თოვლით იფარება.
სამსაუკუნოვანი მუხის ხე, რომელშიც სამლოცველოა მოწყობილი
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი – მდებარეობს ქალაქ ქუთაისში. სამსაუკუნოვანი მუხის ხე, რომელშიც სამლოცველოა მოწყობილი
ქუთაისში, ბოტანიკურ ბაღში სამსაუკუნოვანი მუხის ხე, რომელშიც სამლოცველოა მოწყობილი. მას საქართველოში ანალოგი არ აქვს
სამლოცველო 2014 წელს ქრისტეს შობის დღესასწაულზე სიმბოლურად ეკურთხა.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადებით, სამლოცველოში ყოველდღე არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ტურისტებსაც მრავლად შევხვდებით.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში ახალი ტურისტული ბილიკი მოეწყო, რომელიც სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით იწყება და ზუნდაგას ჩანჩქერთან ჩადის.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში ახალი ტურისტული ბილიკი მოეწყო, რომელიც სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით იწყება და ზუნდაგას ჩანჩქერთან ჩადის.









iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გებჟალიის გაკეთებას უპირველესად მოყვასისა და სტუმრის სიყვარული სჭირდება
გებჟალიის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები გებჟალია საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, თუმცა მეგრელი დიასახლისები ამბობენ, რომ მის მოსამზადებლად მხოლოდ რეცეპტის ცოდნა და კულინარიული უნარები არ არის საკმარისი, რადგან გებჟალიის გაკეთებას უპირველესად მოყვასისა და სტუმრის სიყვარული სჭირდება.
ინგრედიენტები:
- 1 კგ სასულუგუნე ყველი, ან ახალამოყვანილი უმარილო სულგუნი;
- 1 საშუალო კონა პიტნა,
- მწიკვი ხმელი ქონდარი
- 1 ცალი ცხარე, მწვანე წიწაკა
- მარილი
მომზადების წესი:
კარგად დავნაყოთ პიტნა, წიწაკა და მარილი, შევურიოთ ქონდარი. ყველი დავჭრათ 0,5 სმ სისქის ფენებად და ჩავაწყოთ ცხელ წყალში. დავაყოვნოთ 3-5 წუთი და გავსინჯოთ: თუ ყველი გაიწელა, ამოვიღოთ, ფაიფურის ლანგარზე გავშალოთ, ხელით გადავზილოთ, რომ ერთგვაროვანი, მკვრივი მასა მივიღოთ. გავაბრტყელოთ სასურველ სისქეზე, წავუსვათ პიტნა, გადავახვიოთ, მრგვალი ფორმა მივცეთ და გულიდან კიდისკენ დავჭრათ. დამუშავების პერიოდში მას გამოსდის სითხე, რომელიც სამყოფია გებჟალიასთვის, როგორც წვენი.











