რატიანების უნიკალური სვანური კოშკი, რომელიც ქალმა ააგო…
ნუკას საყდარი – ისტორიულ კლარჯეთში
ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ
ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ
ბათუმის დელფინარიუმში 15 აგვისტოს 13.45 წუთზე, ფეხფარფლიანთა განყოფილებაში სელაპს, მეტსახელად კონი, რიგით მესამე ნაშიერი შეეძინა.
“სქესი ჯერჯერობით უცნობია. მამა პედროა. პატარა სრულიად ჯანმრთელია. იკვებება დედის რძით. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა სავარაუდოდ 5-7 კგ-ია, სიგრძე 65 -70 სმ. პატარა სელაპი დედის ყურადღების მისაქცევად ხმის ტონს უწევს ხოლმე, ადამიანთა მსგავსად. საქართველოში მყოფ სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში ეს უკვე რიგით 11-ე მატებაა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.
16 აგვისტოს, დილით 08:15 წუთზე, დელფინების ოჯახში დანამ მეორე შვილი გააჩინა (პირველი ტოჩია, რომლის ხილვაც შოუს მიმდინარეობისას შეგიძლიათ). დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადას ოდნავ გადააცილა, რაც ზოგადად, ზღვის ძუძუმწოვრებში მდედრობითი სქესის ნაყოფის ყოლის დროს ხდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით სქესი დაზუსტებული არ არის. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. დაბადებისთანავე დანამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის. რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად მშვიდად დაიწყო სინქრონული ცურვა. ახალშობილის წონა სავარაუდოდ 12-14 კგ-ა, სიგრძე დაახლოებით 110 სმ. არის ღია რუხი შეფერილობის. დაბადებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამ შვილი რძით გამოკვება. ცნობისთვის, ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, ხოლო 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზსაც მიირთმევს. ახალშობილის სქესი, ჯერჯერობით, უცნობია.
მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დედისა და ახალშობილის, უსაფრთხოების ნორმების გამო, შეჩერდა ინტერაქტივის (დელფინებთან ცურვის) სერვისი”, – ვკითხულობთ დელფინარიუმის ვებგვერდზე.
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი
გონიო-აფსაროსის ციხე (საერთო ფართობი 4,75 ჰა) მდებარეობს მდ. ჭოროხის (ძველი აფსაროსი/აკამფსისი/ჰარპასოსი) მარცხენა სანაპიროზე. ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.). რომაულ-ბიზანტიური წერილობითი წყაროების თანახმად, დაახლოებით ამ პერიოდს განეკუთვნება აფსაროსის როგორც დასახლებული პუნქტის წარმოქმნა. სტეფანე ბიზანტიელის, არტემიდორე ეფესელის, არიანეს, პროკოფი კესარიელის და სხვათა ცნობებით აფსაროსის სახელწოდება უკავშირდება არგონავტების აია-კოლხეთში ლაშქრობას, მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და აქვე დაკრძალვას.
არქეოლოგიური მონაცემებით პირველი სამოსახლოები გონიოში ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში ჩნდება. ინტენსიური ცხოვრება გრძელდება ძვ. წ. V-I საუკუნეებშიც. ციხე ახ.წ. I საუკუნეში რომაელებმა ააგეს. აფსაროსის საფორტიფიკაციო ნაგებობას პირველად ახ.წ. 77 წ. დათარიღებულ ნაშრომში გაიუს პლინიუს სეკუნდუსი მოიხსენიებს.
I-III საუკუნეებში აფსაროსი რომის აღმოსავლეთი საზღვრის სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. აქ იდგა ხუთი დამხმარე კოჰორტა (1200-1500 კაცი). პროკოფი კესარიელის (ახ.წ. VI ს.) თანახმად აფსაროსში ამფითეატრი და ჰიპოდრომი ფუნქციონირებდა.
გონიოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების შენობა-ნაგებობათა (აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, წყლის ცისტერნები, ჭები და ა.შ.) ნაშთები მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალით.
ახ.წ. IV საუკუნეში რომაელები ტოვებენ აფსაროსის ციხეს. VI საუკუნის 40-იანი წლებიდან აქ ბიზანტიელები დგანან. XVI საუკუნის შუა ხანიდან 1878 წლამდე კი გონიოს ციხეში ოსმალთა გარნიზონია.
რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს – ახალი და ძველი, თბილისში ტელეანძა
მედუდუკე საქართველომდე მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოდიან


ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოფენა „სოხუმის“ ონლაინვერსია შეიქმნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოფენა „სოხუმი“ უკვე ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი.
ექსპოზიცია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის XIX-XX საუკუნეებში გადაღებულ ფოტოებს და სოხუმის ისტორიასთან დაკავშირებულ სხვა საარქივო დოკუმენტებს მოიცავს.
ექსპონატებში ასახულია ქალაქის არქიტექტურული განვითარების ისტორია, წარმოდგენილია გამორჩეული ამბები სოხუმის საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრებიდან.
ფოტო: ეროვნული არქივი

საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ბარსელონას გამოფენაზე ეცნობიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა – IBTM World 2024-ზეა წარმოდგენილი.
საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს.
IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, IBTM World 2024-ის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ. საქართველოს სტენდთან მიმდინარებს პრეზენტაციები და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
„საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად გამოფენას კერძო სექტორის წარმომადგენლები, სასტუმროები და ტურისტული სერვისების მიმწოდებელი კომპანიები ესწრებიან. მხოლოდ საკონვენციო ბიუროსთან 120-მდე შეხვედრა, ხოლო კერძო სექტორის თითო წარმომადგენელთან დაახლოებით 60 შეხვედრა იმართება. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოს მიმართულებაზე და ინტერესი დიდია. მრავალი დაინტერესებული პირი მოდის ჩვენთან, ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ჩვენი ქვეყნის ბიზნეს ტურიზმის მიმართულებას“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ჯაფარიძემ.
IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.
IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
მეცნიერებმა შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელიც რეზისტენტულ სუპერბაქტერიებს ხოცავს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების სრულიად ახალი კლასი, რომელიც ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებს.
როგორი იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის შენობაში მოეწყობა
თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანახმად, პროექტის წინასწარი შეთანხმება უკვე მოხდა და შესაბამისი თანხმობაც გაცემულია.
უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს დაიკავებს. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. ამჟამად არსებულ ნაგებობაში ამავე ავიაკომპანიის სათავო ოფისი არის განთავსებული.
განმარტებითი ბარათის თანახმად, შენობა ლესია უკრაინკას ქუჩის მიმართულებით გაფართოვდება და ის კვადრატული ფორმის მიწის ნაკვეთის სრულ სივრცეს დაიკავებს, რისთვისაც ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის უკან მდებარე მცირე ზომის ნაგებობის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.
შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 10 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება და 16,238 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.
ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა. წყარო














