საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„არს ციხე მაღალი კლდესა ზედა, ნაშენი დიდი და ციხის გორის სამხრეთ არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული“ – წერს ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი და „საცივის მარნის“ არსებობით გვამცნობს, რომ ქართლში, ატენის ხეობაში ღვინის დაყენების უძველესი კულტურა არსებობს. შემდეგ ჩანაწერები, ფაქტები, გადმოცემით თქმული ამბები ერთად იკვრება და ვიღებთ ღვინის დამზადების ასეთ წესს: ქვიტკირის საწნახელში დაწურულ ყურძნის წვენს ერთი-ორი საათით „სულს მოათქმევინებდნენ“, დაელოდებოდნენ, დაწმენდილ და დასვენებულ ბადაგს მოუკუპრავ რუმბებში ასხამდნენ და ურმებით მიჰქონდათ მარანში, სადაც ერთ ტემპერატურაზე ინახავდნენ.

ეს არის „ატენური“, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი მშრალი, ცქრიალა და მსუბუქად ცქრიალა ღვინო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ღვინოებს შორის მაღალი კონკურენციაა, მაინც ყველა რეგიონის ღვინო ახერხებს თავისი უნიკალური ხიბლი წარმოაჩინოს. განსაკუთრებული ნიშა უჭირავს „ატენურსაც“, ღვინოს, რომლის ქება სხვადასხვა ისტორიულ წყაროში იკითხება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ატენის ღვინო ქართლის ყველა ღვინოს აღემატება და საუკეთესოა ქართულ ღვინოებს შორის“ – წერს ვახუშტი ბატონიშვილი. „ღვინო ოჯალეშის მსგავს ნექტარს მე არ ვიცნობ, გარდა ატენურისა“ – წერს ქართველოლოგი მარი ბროსე.
ეს ჩანაწერები გვაგონებს ახალი ფილმის წანამძღვარს დიდი მსოფლიო გამოცემებიდან, რომელიც ფილმის ნახვამდე გვიქმნის განწყობას, რომ წინ რაღაც განსაკუთრებული გველის. ზუსტად ასეა „ატენურის“ დაგემოვნებაც. გამორჩეულად ჰარმონიული გემოს მქონე ღვინოს აქვს სასიამოვნო, ხალისიანი, დახვეწილი, გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი, მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას კი უვითარდება სასიამოვნო ბუკეტი ხილის ტონებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

საქპატენტი — დეტალები

ატენურის ფერი ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდეა. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა ჰქონდეს 11,0%-ზე ნაკლები.

ატენური ღვინო მზადდება ატენის მიკროზონაში მოწეული ჩინურის და/ან გორული მწვანეს და/ან ალიგოტეს ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. რაც შეეხება თავად მიკროზონას, ის მდებარეობს შიდა ქართლის მევენახეობის ზონის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გორიდან სამხრეთი მიმართულებით, მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდინარე ტანას ხეობაში.

READ  რუხის ციხე

ღვინის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს ადგილობრივი კლიმატი და ნიადაგი. ამ ხეობაშია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ნიადაგი კი თიხნარებითა და მსუბუქი თიხებითაა გაჯერებული.

ატენის ხეობის მოსახლეებისთვის ეს ღვინო ნუგბარი სასმელია. პატივისცემით სავსე დამოკიდებულება ხალხმა სიმღერაშიც ჩააქსოვა, ხალხური სიმღერა „ღვინო ატენური“ გაჯერებულია სტრიქონებით, რომელიც იუმორით გადმოსცემს სიყვარულს ამ ღვინის მიმართ:
„ერთმან იხუმრა: ვიბანებ
თიფლის აბანოს ნურითა,
მეორემ – თევზით გავძღები
ზურგიელ გელანქურითა,
მესამემ – მივიბრუჟები
ღვინითა ატენურითა.
მეოთხემ – კიდეც დაგვთოკონ
საბლითა მაზმანურითა!“

დამატებითი ინფორმაცია

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ატენი (ატენური)“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#“, – აცხადებენ საქპატენტში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ სტატიას აქვეყნებს. 1 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/საქპატენტი-ადგილწარმოშო/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ სტატიას აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%9d/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  საქართველოს კურორტების განვითარების შესაძლებლობებს ფრანგული კომპანია „გრანდ მასივი“ გაეცნო
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network