შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, 13 აგვისტოს ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მუსიკოსთა პარკში 14:00 საათიდან მოეწყობა კვების ზონა, ფოტო-გამოფენა და სამეწარმეო ბაზარი; გაიმართება ჩაის მომზადების მასტერკლასი, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის და გურული ცეკვის პერფორმანსი; ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი პროდუქციით.
21:00 საათზე ჩატარდება გელა გნოლიძისა და „ღამის შოუს ბენდის” კონცერტი. ღონისძიება დასრულდება ფეიერვერკით.
ჩაის ფესტივალი „ბლექსი არენას“, „მუსიკოსთა პარკის“ მხარდაჭერითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ჩაის გზის“ ფარგლებში იმართება.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, 13 აგვისტოს, 14:00 საათიდან გიწვევთ შეკვეთილში ჩაის ფესტივალზე. გელით ყველას, გაატარეთ სასიამოვნო დრო ოჯახებთან და სტუმრებთან ერთად!“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
#drpkhakadze
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314