ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიკულტურათელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით 19-25 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

საფესტივალო საღამოებზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, პიანისტი ფილიპ ლინოვი, ვიოლონჩელისტი იბაი ჩენი, გორის ქალთა კამერული გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი – თეონა ცირამუა, დირიჟორები მირიან ხუხუნაიშვილი და კახი სოლომნიშვილი, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის – ნიჭიერთა ათწლედის – მოსწავლეები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე პროექტი „საუბრები მუსიკაზე“, რომელშიც წელს ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე მიიღებენ მონაწილეობას. მუსიკაზე ასევე ისაუბრებს იტალიელი პაოლა ჩეროკი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი.

ფესტივალი სახელწოდებით „ქება ვაზისა” 1984 წელს დაარსდა. ფესტივალის სათავეებთან მისი დამაარსებელი ელისო ვირსალაძე თავის მეგობრებთან, ჩელისტ ნატალია გუტმანთან და მევიოლინე ოლეგ კაგანთან ერთად იდგა. ფესტივალის ფორმატი მოიცავდა საკონცერტო პროგრამას, სხვადასხვა მუსიკალური დარგის სპეციალისტების სემინარებს და მასტერკლასებს. ამ ტიპის და ფორმატის ფესტივალი პირველი იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ფესტივალმა 9 წელი იარსება, მაგრამ საქართველოსთვის მძიმე წლებში ვეღარ ტარდებოდა. 2010 წელს ფესტივალი აღდგა ახალი სახელწოდებით – „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თელავისა და მთლიანად კახეთის რეგიონისათვის. წლების მანძილზე ფესტივალმა ხელი შეუწყო კახეთში კულტურული ტურიზმის განვითარებას.

ბილეთები იყიდება.

ღონისძიების პარტნიორია მაგთიკომი. მხარდამჭერები: თელავის მუნიციპალიტეტის მერია; STEINWAY&SONS; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თელავის ისტორიული მუზეუმი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; რადიო „ფორტუნა“; AT.ge; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“; კაფე „გიშერი“.

პროგრამა:

19 სექტემბერი
19:00 სთ
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი
ფესტივალის გახსნა
კონცერტი ეძღვნება ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.
გორის ქალთა კამერული გუნდი
სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი – თეონა ცირამუა
პროგრამა
იოსებ კეჭაყმაძის, იოსებ ბარდანაშვილის,ჯემალ ბეგლარიშვილის, გიორგი ჩლაიძის, დები იშხნელების, ოთარ დიხამინჯიას, მერაბ გაგნიძის ნაწარმოებები.

READ  9 თვეში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

20 სექტემბერი
19:00 სთ
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი
კამერული მუსიკის კონცერტი
ელისო ვირსალაძე
დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი:
ანდრეი ბარანოვი (ვიოლინო)
დანიელ ავსტრიხი (ვიოლინო)
ფიოდორ ბელუგინი (ალტი)
ალექსეი ჟილინი (ჩელო)
პროგრამა
ბეთჰოვენი – სიმებიანი კვარტეტი N 7 ფა მაჟორი თხზ. 59 N 1
ბრამსი – საფორტეპიანო კვინტეტი ფა მინორი თხზ. 34

21 სექტემბერი
19:00 სთ
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის – „ნიჭიერთა ათწლედის“ – მოსწავლეთა კონცერტი

23 სექტემბერი
15:00 სთ
თელავის ისტორიული მუზეუმი

„საუბრები მუსიკაზე“
პაოლა ჩეროკკი, Latina International Music Campus-ის და Pontine Music Festival-ის დამფუძნებელი

19:00 სთ
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
დირიჟორი – კახი სოლომნიშვილი
სოლისტები:
იბაი ჩენი (ჩელო)
ფილიპ ლინოვი (ფ-ნო)
პროგრამა
მოცარტი- უვერტიურა ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“
ჩაიკოვსკი – ვარიაციები როკოკოს თემაზე ჩელოსა და ორკესტრისათვის თხზ. 33
რახმანინოვი – კონცერტი N 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის დო მინორი თხზ. 18

25 სექტემბერი

15:00 სთ
თელავის ისტორიული მუზეუმი

„მუსიკალური დინასტია“ – ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე. ერთი გამორჩეული, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკალური ოჯახის სამი თაობის მუსიკოსი ახლო პროფესიულ რაკურსში.

19:00 სთ
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი
სოლისტი – ელისო ვირსალაძე
პროგრამა
სენ-სანსი – სიმფონია N2 ლა მინორი თხზ. 55
ნოდარ მამისაშვილი – სამი პიესა კამერული ორკესტრისათვის თხზ. 7
მოცარტი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N 21 K. 467″, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.