საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს, „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.
ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელით. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაყინები, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.
ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
Contents
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
კახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზესაქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314