27-28 სექტემბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მოიცავს ქართული ხორბლის ენდემური სახეობების გაცნობას და პურის ცხობის მასტერკლასებს.

27-28 სექტემბერს, ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი – ქართული ხორბლის დღეები“ გაიმართება

თაკო ჯანელიძე
ავტორი
თაკო ჯანელიძე - ჟურნალისტი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 27 და 28 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეექვსედ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება.

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე,ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ფესტივალს მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ღონისძიება გაიხსნება სემინარით თემაზე – „ქართული ხორბლის კულტურა“.

„პურის ფესტივალი’’ 27 და 28 სექტემბერს,12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — კულტურა, ისტორია და მუზეუმები. აშუქებს კულტურულ მემკვიდრეობას, ფესტივალებს, გამოფენებსა და იმ ადგილებს, სადაც საქართველოს ისტორია ცოცხლდება.