#image_title

ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა, უკვე 45 წუთშია შესაძლებელი – გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მუნიციპალური მუზეუმის შესანიშნავი პოტენციალი აქვს.
დღეის მდგომარეობით შენობა ძლიერ დაზიანებულია. ამორტიზებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ხის ელემენტები, დაზიანებულია აივნის ბაქანი, რიკულები და შესასვლელი კიბე, იატაკი. დროთა განმავლობაში ნალექმა სრულად დააზიანა შენობის სახურავი. ასევე, ავარიულ მდგომარეობაშია ხის საძირკველი და სარტყელი. მოუწესრიგებელია ეზოს ტერიტორიაც. აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმში აქამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.
სააგენტოს მიერ მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობისათვის გამოყოფილია 698,776 ლარი.
ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. პროექტით გათვალისწინებულია შენობის აღდგენის სამუშაოები; კედლებისა და სახურავის დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია; შენობის ხის ელემენტები გასუფთავდება და გაიწმინდება სპეციალური ხსნარით. ეზოს ტერიტორიაზე დაგეგმილია სანიტარული კვანძის, დაცვის ოთახისა და სათავსოს მოწყობა; ღობის, ელექტრომომარაგების სისტემისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა; ეზოში ასევე განთავსდება ამფითეატრი კულტურული ღონისძიებებისთვის.
სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2023 წელს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად კი 2024 წლის 30 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ბილდკინგსთან“.
ინფორმაციისთვის, დიდი ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის, სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1987 წელს გაიხსნა და, სავარაუდოდ, ამავე პერიოდში უნდა იყოს აშენებული. 2020 წელს სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
#drpkhakadze
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  ვის არ შეუძლია აშშ-ს მწვანე ბარათის შევსება

შენი დასვენება. (2026). ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა, უკვე 45 წუთშია შესაძლებელი – გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 2 სექტემბერი, 2026. https://shenidasveneba.ge/ოზურგეთიდან-გომისმთამდე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა, უკვე 45 წუთშია შესაძლებელი – გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network