ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია – ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

0
საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია - ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
#image_title

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტური ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა

„პრესტურის ფარგლებში საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია.

ისრაელის მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემების, სამოგზაურო პლატფორმების ჟურნალისტებმა და Instagram ბლოგერებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ეწვივნენ მცხეთას, წინანდალს, ალავერდს, სიღნაღს, მოინახულეს საოჯახო მარნები, გაეცნენ ქართულ კერძებსა და ღვინოს.

ისრაელის მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ტურისტული პროდუქტების, ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სთორებსა და პოსტებს ამზადებენ.

ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

0
+17 +18 გრადუსი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
xr:d:DAGCd9ubXew:40,j:6001471455134412367,t:24041513

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

0

ბათუმში 15-16 ივნისს დაგეგმილ „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები და შემსრულებლები იმღერებენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, „მგზავრები“, „სალიო“, „კახაბერი და ხანუმები“, „ანიკი“ ფესტივალის სტუმრების განწყობაზე სხვა მოწვეულ და ადგილობრივ ბენდებთან ერთად იზრუნებენ.

ყოველწლიური ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება.

მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები. ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებს.

იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ. ფესტივალი გასული წლის მსგავსად ორდღიანი იქნება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

პადელის კორტები, ახალი ატრაქციონები… – რა კეთდება ბორჯომის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში

0
პადელის კორტები, ახალი ატრაქციონები... - რა კეთდება ბორჯომის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში
#image_title

ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის განახლებული ცენტრალური პარკის პროექტის საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარია.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბორჯომის ყოფილ ქარხანას. აქტიურად მიმდინარეობს შენობის ფასადის სრული რესტავრაცია.

“პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას, მათ შორის, დაგეგმილია გასართობი, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკების განახლება.

აქტიურ ფაზაშია პარკის სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია პადელის სამი კორტის მშენებლობა, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სტადიონისა და სკეიტ პარკის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სოციალიზაციას.

პარკის გასართობ ზონაში განთავსდა 5 ახალი ატრაქციონი. ამ ეტაპისთვის „თოკების ქალაქის“ ატრაქციის მიმდებარედ მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე პრომეთეს ძეგლის მიმდებარედ მოეწყო ახალი მოსასვენებელი სივრცე, დაემატა მწვანე ნარგავები, სრულად განახლდა სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.

პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნისანიშნია, რომ დღეს “ბორჯომის” ახალი ქარხნის გახსნის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა პარკში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძისგან მიიღო.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დაისვენე საქართველოში: აღმოაჩინე საქართველოს კუთხეები

0
საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები - ჩამონათვალი
#image_title

დაისვენე საქართველოში: აღმოაჩინე საქართველოს კუთხეები

საქართველო გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით და კულტურით

თუ ნატრობთ დაუვიწყარ დასვენებას, საქართველო იდეალური ადგილია ამისთვის. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება, ისტორიული ადგილები და უნიკალური კულტურა ნებისმიერ ტურისტს იზიდავს. ამ საოცარ ქვეყანაში მრავალი საინტერესო კუთხე არსებობს, რაც სთავაზობს სხვადასხვა ტიპის დასვენებას და აღმოჩენას.

საქართველოს მთები და კურორტები

საქართველოს ჩრდილოეთი ნაწილი ალპური მთების მიერ გაწვდილი დიდ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორისაა კავკასიონის მთები. აქ მდებარეობს ცნობილი სათხილამურო კურორტები, როგორიცაა ბაკურიანი და თუშეთი. ისინი შესანიშნავი არჩევანია ზამთრის სპორტების მოყვარულებისთვის და მთის მშვენიერი ხედებით სავსე კურორტებით.

თბილისი, – საქართველოს დედაქალაქი, ტურისტებს სთავაზობს მრავალფეროვან კულტურულ და ისტორიულ გამოცდილებებს. ქალაქი ცნობილია თავისი სარესტორნო კულტურით, ძველებური უბნებითა და არქიტექტურით. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ნარიყალა, მეტეხი, და ჯვარი – ადგილები, რომლებიც მდიდარია ისტორიითა და სილამაზით.

სამხრეთ საქართველო ცნობილია თავისი ზღვისპირა ქალაქით ბათუმი , აჭარა, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ბათუმი იდეალური ადგილია ზაფხულის დასვენებისთვის, ზღვის ნაპირზე სეირნობისთვის და ახალი საკვებით გაწვდილი სარესტორნო გამოცდილებებისთვის.

აღმოსავლეთ საქართველო:

კახეთი, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონი, ცნობილია თავისი ღვინოებით და ვენახებით. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ტრადიციული ღვინის სადგურები და ისიამოვნოთ უნიკალური გემოს გამოცდილებით. რეგიონის ლამაზი ბუნება და ისტორიული ღვინის ტური შეუცვლელი გამოცდილებაა.

დასავლეთ საქართველო:

ზემო სვანეთი და სამეგრელო მოიცავს ეკოლოგიური ტურიზმის შესანიშნავ ადგილებს, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ უნიკალური ეკოსისტემები და მთის სოფლებთან ერთად ისიამოვნოთ სუფთა და მშვიდი გარემოთი.

საქართველო თითოეული კუთხე, თავისი უნიკალური კულტურით და ბუნებით გამოირჩევა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებსა და მოგზაურობის სიამოვნებას გპირდებათ.

ქართველო მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. ქვეყნის ტერიტორია მოიცავს სამხრეთ კავკასიის მთების რეგიონს და გადაჭიმულია კასპიის და შავი ზღვების შორის.

#drpkhakadze

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ…

0
ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ...
#image_title

ალპური იალაღები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და მიუდგომელი კლდეები ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ეროვნული პარკია. ის მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს. ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
– თრუსოს ხეობა – თრუსოს ხეობისკენ მიმავალი გზა მდინარე თერგს მიუყვება. თრუსოს ხეობში შესაძლებელია თრუსოს ტრავერტინების და აბანოს მინერალური ტბის მონახულება, ასევე აქ შეგხვდებათ ისტორიულ-კულტურული ძეგლები, კოშკები, ნასოფლარები და მრავალი მინერალური წყარო.
– დარიალის ხეობა – ხეობა მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებითა და ტბებით, რომელთა შორის აღსანიშნავია გველეთის ჩანჩქერი და გულის ფორმის ტბა, რომელსაც მისი ორიგინალური ფორმის გამო სიყვარულის ტბასაც კი უწოდებენ.
– ხდის ხეობა – ამ ხეობის გამორჩეული სილამაზეა თარგმნის წყლის ჩანჩქერი და ალპინისტებისათვის მიმზიდველი მწვერვალები: შავანა, შანი და მრავალი სხვ.;

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოში გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლები მდებარეობს. მათგან, აღსანიშნავია საქართველოს სავიზიტო ბარათი – გერგეთის სამება, სადაც მოხვედრა ყაზბეგის ეროვნული პარკის გავლითაა შესაძლებელი.

წყარო:

17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულია – ყველაფერი რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა ვიცოდეთ

0
17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულია
#image_title

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან. დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.

კოვიდი ახალ ძალებს იკრებს – სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება

0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ძლიერი ყინვა, თოვლი და ნისლი – გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

0

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

0
ქუთაისის აეროპორტის ახალი შატლ-ავტობუსი ქალაქის ცენტრამდე
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქამდე ახალი შატლ-ავტობუსების შესახებ მითები vs რეალობა. რა უნდა იცოდეთ ღირებულება, კომფორტი და განრიგის შესახებ.

28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით.

„ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,ჯ-თი გრუპ“-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება. რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრებმა მარტივად იცნონ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.