#image_title

სვანეთი კოშკების მხარე — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე

პროფ. გიორგი ფხაკაძე

სვანეთი — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთი კოშკების მხარეა, აქ 200-მდე კოშკს ითვლიან, ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა. კოშკებს საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ.

სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. საღამოობით მესტიის კოშკები განათებულია და ულამაზესი სანახავია. სვანეთში შემორჩენილია ასამდე ეკლესია. სვანური ეკლესიები მცირე ზომისაა. ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად X-XV საუკუნეებშია შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი ერთადერთი მხარე საქართველოში, სადაც ეკლესიებს გარე ფასადებზე აქვთ ფრესკები.

მესტია – მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. დაბა – 1968 წლიდან. მდებარეობს მდინარეების მესტიაჭალა და მულხურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1500 მ. იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. მესტია მდებარეობს თბილისიდან 456კმ, ხოლო ზუგდიდიდან 128 კმ-ზე. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით. მესტიაში 2010 წელს თამარ მეფის სახელობის აეროპორტი გაიხსნა, სადაც რეისები ნატახტარიდან და ქუთაისიდან სრულდება.
მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII–XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერებით; სეტის წმინდა გიორგის სახელობის და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები – გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).

READ  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - ძირითადი მიზნები და აქტივობები:
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დაბაში არის ადმინისტრაციული,კულტურის განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის დაწესებულებები. ასევე სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, (მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე) და სახლ-მუზეუმი, მარგიანების მუზეუმი (მაჩუბი).

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). სვანეთი კოშკების მხარე — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. 14 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/სვანეთი-კოშკების-მხარე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. სვანეთი კოშკების მხარე — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network