წაღვერი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით

პროფ. გიორგი ფხაკაძე

წაღვერი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები.

დაბა წაღვერი ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე,

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მდინარეების გუჯარეთისწყლისა (გუჯარულას) და ბაკურიანის შერთვის ადგილას მდებარეობს. დაბას გარშემო წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) დაფარული მაღალი მთები აკრავს. ტყეთა მასივებიდან გამორჩეულია მარიჯანისა  და არჯევანიძის ტყეები. მარიჯანის ტყეს  სახელი ცნობილი პოეტი ქალის, მარიამ ტყემალაძის (მარიჯანი მისი ფსევდონიმი იყო) პატივსაცემად დაერქვა –  მას წაღვერში ჰქონია აგარაკი, რომელსაც ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეები სტუმრობდნენ; არჯევანიძის ტყე  კი იმ საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, რომელმაც წაღვერში 1910 წელს პირველი სკოლა დააარსა. ისევე როგორც თემის დანარჩენი სოფლები  დაბა, ტიმოთესუბანი და მზეთამზე   წაღვერსაც კლიმატური კურორტის სტატუსი აქვს. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს დაბლობისა და მაღალი მთის კლიმატს შორის გარდამავალი ჰავა, წიწვნარის სურნელით გაჟღენთილი ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი და სხვადასხვა მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები. წაღვერი საბავშვო კურორტია, თუმცა აქაურობა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გამო მაღალი მთის კლიმატს ვერ ეგუება.

- Advertisement -
Ad imageAd image

წაღვერი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით. აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა, ტენიანმა ჰაერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ.

წაღვერი — დეტალები

წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროქოლეცისტიტი და საშარდე გზების დაავადებები.

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას.

წყარო:

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  135 წლის ვაზი წინანდალში, 4–5 ლიკოგრამიანი მტევნებით

შენი დასვენება. (2025). წაღვერი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით. 7 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/წაღვერი-არის-კლიმატურ-ბა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. წაღვერი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%91%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network