#image_title

საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია – ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტური ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა

„პრესტურის ფარგლებში საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია.

ისრაელის მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემების, სამოგზაურო პლატფორმების ჟურნალისტებმა და Instagram ბლოგერებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ეწვივნენ მცხეთას, წინანდალს, ალავერდს, სიღნაღს, მოინახულეს საოჯახო მარნები, გაეცნენ ქართულ კერძებსა და ღვინოს.

ისრაელის მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ტურისტული პროდუქტების, ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სთორებსა და პოსტებს ამზადებენ.

ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

READ  11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის