#image_title

დუშეთის ცენტრალურ, ისტორიულ უბანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია – ტურისტული ნაკადების მოზიდვას ურბანული განახლების ასეთი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

დუშეთის ცენტრალურ, ისტორიულ უბანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ტურისტული ნაკადების მოზიდვას ურბანული განახლების ასეთი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით
✨ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით
✨ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი:

„ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რასაც დუშეთში ვაკეთებთ. პარკის განახლება ეტაპობრივად განხორციელდა. შემდგომ 38 შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა. აქედან 33 უკვე დასრულებულია.

ნიკოლოზის ეკლესია დუშეთში: საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა. მიმოხილვები, მისამართი, გახსნის საათები. - Madloba

ძალიან მაღალი დონის ნამუშევრები გახლავთ სარესტრავრაციო კუთხით. ძალიან ბევრი ისტორიული მასალა იქნა შესწავლილი. აუთენტურობა ყველა ელემენტში მაქსიმალურად იქნა დაცული. დანგრეული ან დანგრევის პირას მყოფი შენობების აღდგენა მოხდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა იქნა გაწეული“, როგორც არქიტექტორების, რესტავრატორების, მშენებლების მხრიდან, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.

საინტერესოა და აღნიშნულ პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის, რომ ჩვენს არეალში არის ილიასეული სასამართლო, რომლის სრული აღდგენა განხორციელდა. ასევე არის ილია ჭავჭავაძის სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა, როდესაც დუშეთში მოღვაწეობდა.

აქ არის როგორც არქიტექტურულად გამორჩეული, ისე შინაარსით მნიშვნელოვანი შენობები – ილიას დუშეთში მოღვაწეობის დროინდელი სასამართლო და საცხოვრებელი სახლი, ძველი აფთიაქის, ბანკის შენობები, ეგრეთწოდებული სამიკიტნოების უბანი. პროექტის განვითარების შედეგად, დუშეთის პოტენციალი ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი განვითარების შესაძლებლობებს გააჩენს.

დუშეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ღირსშესანიშნაობებით და მათი სრული სპექტრით გამოყენებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას ურბანული განახლების ასეთი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს…“ –  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძე - დუშეთის ისტორიული უბნის განახლების პროექტი ქალაქის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის | საინფორმაციო ...

- Advertisement -
Ad imageAd image

დუშეთში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40-ზე მეტ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - რადიო ფორტუნა / Fortuna.ge

როგორ გამოიყურება დუშეთში რეაბიტირებული 28 სახლი

 

იხილეთ ასევე

READ  „ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული...“
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის