ოზურგეთში ისტორიული ძეგლები და მემორიალები განახლდა, იწყება სახლ-მუზეუმების განახლება

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის და სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმების განახლება იწყება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მალე დაიწყება შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის განახლებას გულისხმობს. ტერიტორიაზე არსებული სახლ-მუზეუმის, დამხმარე ნაგებობების განახლებასა და ეზოს კეთილმოწყობას 257 137 ლარი მოხმარდება. წელს, ასევე მოხდება ჩვენთვის საამაყო მამულიშვილის, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმის განახლება. პროექტისთვის გათვალისწინებულია 118 916 ლარი, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოზურგეთში ქალაქსა და სოფლებში ისტორიული ძეგლების და მემორიალების განახლება განხორციელდა.

ოზურგეთში — დეტალები

„გასულ წელს დავიწყეთ სოფლებსა და ქალაქში ისტორიული ძეგლების და მემორიალების განახლების პროცესი. უკვე გავაკეთეთ: ქალაქ ოზურგეთში, ძიმითში, მაკვანეთში და ნაგომარში ომში დაღუპულთა მემორიალების განახლება; დაბა ლაითურში – 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის განახლება; სოფ. ოზურგეთში სამშობლოსათვის დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი მემორიალის რეაბილიტაცია; დაბა ნარუჯაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის მშენებლობა; ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის სრული განახლება,“ – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისივე განცხადებით, ეს პროცესი წელსაც გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დაიწყება 1905 წელს, ნასაკირალთან მომხდარ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის რეაბილიტაციაც.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.