#image_title

თუშეთი – იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ

პროფ. გიორგი ფხაკაძე

გიყვართ ექსტრიმი? გსურთ, ნახოთ ულამაზესი ბუნება და საოცარი ხედები, გაეცნოთ მთის ტრადიციებს, მიირთვათ დამბალ-ხაჭო და ხაჭო-ერბო, ეზიაროთ ყველაზე ვრცელი დაცული ტერიტორიის მშვენიერებას?

სალაშქროდ აღიჭურვეთ და თუშეთისკენ გაუდექით გზას. ეს არის მხარე, რომელიც ყველა სურვილს აგისრულებთ და იმაზე მეტსაც მოგცემთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

თუშეთი — მდებარეობს კახეთის მხარის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 – 4800 მ სიმაღლეზე.

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰექტარია.

თუშეთის ტყეების საერთო ფართობი 32000 ჰექტარს შეადგენს. აქ შეხვდებით ტყის ტიპებს, რომლებიც სხვაგან თითქმის არსადაა აღნუსხული: არყნარ-ფიჭვნარს სუბალპური ბალახეულით, ბუჩქნარიან არყნარ-ცაცხვნარს, დეკიან ფიჭვნარს და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე ხარობს, რაც კავკასიისთვის უნიკალურია.

თუშეთში ნახავთ უამრავ პატარა ტბას, რომლებიც სხვადასხვა წარმოშობისაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავესთან) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებს შეხვდებით შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებთან. კალოანის ხევის სათავესთან მდებარე მყინვარული წარმოშობის ტბა მთელი წელი გაყინულია.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). თუშეთი – იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. 2 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/თუშეთი-იმაზე-მეტი-ვიდრე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. თუშეთი – იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ   საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსიდან ყველაზე ძველი უფლისციხეა
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network