პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებითიანეთი-მთებში ჩაკარგული მარგალიტი

თიანეთი-მთებში ჩაკარგული მარგალიტი

თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია.

იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება. “მოქცევაი ქართლისაის” თანახმად, წმინდა ნინო წობენიდან “ გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა”. XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა  სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთთან და სომხეთთან აკავშირებდა. არქეოლოგიური გათხრებისას თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რომაული, სასანური და ბიზანტიური მონეტები.
1917 წლამდე ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკუთვნოდა თიანეთის მაზრას, ხოლო 1924 წლიდან – დუშეთის მაზრას.  1932 წლიდან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. თიანეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით საზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ახმეტის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ფართობია  906, 3 კმ2, რაც რეგიონის ტერიტორიის 15%-ს  შეადგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო და მაღალმთიანია, სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-3000 მ-ის ფარგლებში იცვლება. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირე კი – ჩადაბლებებს. ძირითადად,  გაბატონებულია ეროზიული, ძველმყინვარული და წყალ-აკუმულაციური რელიეფის ფორმები.

მუნიციპალიტეტის დასავლეთით აღმართულია უმეტესად ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთები, ხოლო აღმოსავლეთით – კახეთის საშუალო მთიანი ქედი. ქართლისა და კახეთის ქედები ერთმანეთთან გადაბმული არიან თიანეთის ქედით, რომელიც აღმართულია მუნიციაპლიტეტის ჩრდილოეთით. თიანეთის ქედზე მდებარეობს მწვერვალი მასარა (3,279 მ). თიანეთის მუნიციპალიტეტის რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია თიანეთისა და ერწოს ქვაბულები. თიანეთის ქვაბული ივრის ხეობის გაფართოებული ნაწილია და იფარგლება ქართლისა და კახეთის ქედებით. ქვაბული ვრცელდება 1050 მ-დან (სამხრ) 1150 მ-მდე (ჩრდ.).

თიანეთის ქვაბულის ფსკერი წარმოადგენს აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია ფხვიერი ნალექებითა და ლიასით. იგი შექმნილია ტექტონიკური პროცესებით. თიანეთის ქვაბულის მსგავსად ერწოს ქვაბულიც ღრმულისებრი ტექტონიკური ჩადაბლებაა, რომელიც ირწყვის მდინარე აძეძით. ქვაბულის სიმაღლეა 1000-1100 მ. ერწოს ქვაბულის ფსკერი აკუმულაციური ბრტყელი ვაკეა, რომელიც ნაგებია თიხებით, რიყნარითა და ქვიშებით. მთავარ სამდინარო არტერიას ქმნის მდინარე იორი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. იორი თიანეთის მუნიციპალიტეტს ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს და გაუყვება მას სათავიდან სოფელ ბოჭორმამდე. ივრის ხეობაში, სოფელ ლელოვანსა და დაბა სიონს შორის, მდებარეობს სიონის წყალსაცავი, რომლის ფსკერი ვაკეა. წყალსაცავის სარკის ფართობია 12,8 კვ. კმ, უდიდესი სიღრმე – 67 მ. მდ. იორზე მოწყობილია სიონის წყალსაცავი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის და სარწყავად.

მისი სახელწოდება ისტორიულ წყაროებში პირველად  IV საუკუნეში ჩნდება. „მოქცევაი ქართლისაის“, თანახმად წმინდა ნინო წობენიდან „გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა“. ეს ისტორია კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. აგრეთვე XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. თიანეთი მდიდარი რაიონია, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ბუნების სილამაზით. აქ მდებარეობს ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი. თიანეთში არის არაჩვეულებრივი დასასვენებელი და გასართობი ადგილი „კუჟანას ბაღი“, სადაც მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, აქვეა საფეხბურთო სტადიონიც. ბაღში  ყოველ წელს აგვისტოს თვეში იმართება ღონისძიება „თიანეთობა“, სადაც ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, „თიანეთობაზე“ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ მთიანეთის  საფირმო კერძები-ხინკალი, დამბალი ხაჭო და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები