გერგეტის სამების მონასტერი - ღრუბლებზე მაღლა მდებარე სულიერი ოაზისი, სადაც ოთხი ათეული წელია განუწყვეტლივ წარმოებს ლოცვა. აქ 1981 წელს უწმინდესმა ილია მეორემ დააარსა ღვთაებრივი სიყვარულის დღე.

ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოში – გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოში.

გერგეტის სამება საქართველოს ცნობილი ღირსშესანიშნაობა და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. უნიკალური არქიტექტურის გარდა, გერგეტის სამებას, მოგზაურები ულამაზესი მთის ხედების გამო სტუმრობენ, რომელიც უძველეს ეკლესიასთან და თოვლიან მყინვარებთან ერთად, გასაოცარ სანახაობას ქმნის.

გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტიდან 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი – ცხენით თუ ფეხით – ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

READ  აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყება

ყველაზე — დეტალები

უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.

მისი უწმიდესობა ყოვლწლიურად ესტუმრება ხოლმე მშობლიურ ხევს და მოილოცავს მის სიწმიდეებს. თუმცა გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულსიც (15 (28) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. ერთხელ, როდესაც მორწმუნე მრევლი ჩრდილო კავკასიიდან ფეხშიშველი მოდიოდა წმ. სამების მოსალოცად, მორწმუნეების თავზე ცა გაიხსნა, ღვთისმშობელი გამოეცხადათ და დალოცა მართლმადიდებელი მრევლი.

- Advertisement -
Ad imageAd image

დღეს აქ მამათა მონასტერი შენდება და ბერები მოღვაწეობენ.

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოში – გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. 17 აპრილი, 2026. https://shenidasveneba.ge/ყველაზე-პოპულარული-ტურის/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოში – გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  "კურორტი საირმე" გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network