ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

0
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“
#image_title

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე, ოჯახური ღვინის მარნის „ლაგაზის“ წარმომადგენელი შოთა ლაგაზიძე.

„ლაგაზი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს და ნატურალურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აწარმოებს.

„ეს პროექტი ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ოჯახებში წარმოებული პროდუქტებით მასპინძლობენ სტუმრებს. ეს ხელს უწყობს ასეთი ობიექტების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. ჩვენთვის, მომავალში ეს ნიშნავს მეტ სტუმარს და მადლობას ვუხდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ასეთი პროექტის განხორციელებისთვის. თუშეთიდან ვარ წარმოშობით და თავიდანვე ავიღეთ ეს ნიშა, რომ ჩემი კუთხისთვის დამახასიათებელი, ადგილობრივი კერძები ჩაგვესვა მენიუში, რაც შეგვიძლია ყველაზე კარგად მოვამზადოთ, ჩვენი კერძები განსხვავებულია და ყველა რესტორანში ვერ დააგემოვნებ. ტურიზმის ადმინისტრაციის ეს პროექტი დაგვეხმარება, ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“, – აცხადებს პროექტის მონაწილე შოთა ლაგაზიძე.

„მზისკარი“ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყვარელი არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული – აუცილებლად უნდა ნახოთ

0
ყვარელი არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული - აუცილებლად უნდა ნახოთ
#image_title

ყვარლის მუნიციპალიტეტი: ისტორიული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული 

ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, არქიტექტურული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით, კახეთში ჩამოსული ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალში ერთ-ერთი ლიდერია.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ყვარლის მთები და ტბები თავისი მრავალფეროვანი, ბუნებრივი სილამაზით ვიზიტორებისთვის და განსაკუთრებით, ფოტომოყვარული ტურისტებისთვის საყვარელი დანიშნულების ადგილია.

ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ მიმართულებას კახეთში. ეს რეგიონი უხვად მოიცავს როგორც არქიტექტურულ ძეგლებს, ისე თვალწარმტაც ბუნებრივ სილამაზეს, რაც მას ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი აქცევს.

გრემის არქიტექტურული კომპლექსი

ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს გრემის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს:

  • გუმბათოვანი სამონასტრო ეკლესია: ეკლესია უნიკალური არქიტექტურული სტილით, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.
  • სამსარტულიანი სასახლე-სამრეკლოს: ისტორიული მნიშვნელობით გამორჩეული ნაგებობა.
  • სახე­ლობ­ები და ნაგებობები: რომელიც წარმოადგენს რეგიონული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს.
  • აბანოები და ბაზარი: ტრადიციული ბაზრები და აბანოები, რომლებიც ადგილობრივ კულტურას ასახავს.

ისტორიული მნიშვნელობა და კულტურული ძეგლები

გრემის ისტორია XV საუკუნიდან იწყება, როდესაც იგი კახეთის პირველი მეფის, გიორგი III-ის მიერ კახეთის სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა. გრემი მნიშვნელოვანი ცენტრია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური და კულტურული მიმართულებით. სწო­რედ ამი­ტომ, გრემი კა­ხე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტ­რს წარმოადგენდა.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

კავკასიონის ქედის განშტოებაზე მდებარე ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი დიდებული სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა. ეს ადგილები ვიზიტორებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და იდეალური ადგილია ისტორიის მოყვარულთათვის.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი

ყვარელში ჩამოსულმა ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი. მუზეუმი იძლევა შესაძლებლობას ახლოს გაეცნოთ დიდი ქართველის ცხოვრებას და მოღვაწეობას.

ყვარელის მთები და ტბები

ყვარლის მთები და ტბები თავისი მრავალფეროვანი, ბუნებრივი სილამაზით ვიზიტორებისთვის და განსაკუთრებით, ფოტომოყვარული ტურისტებისთვის საყვარელი დანიშნულების ადგილია.

  • მთები და ტბები: იზიდავს ბუნების მოყვარულებს და ფოტომოყვარულ ტურისტებს. მათი მრავალფეროვანი სილამაზე და წყნარი გარემო შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად და სარეკრეაციო საქმიანობისათვის.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ყვარლის მუნიციპალიტეტი კახეთში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეგიონია თავისი ისტორიითა და ბუნებრით. გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები, ისტორიული მნიშვნელობა და განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზე ქმნიან უნიკალურ გამოცდილებას ყველა ვიზიტორისთვის.

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

0
10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
#image_title

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექცევით.

დღეს წარმოგიდგენთ 10 ჩანჩქერს საქართველოში, რომლებიც  გაგაოცებენ სილამაზით, მათ გარშემო არსებული ბუნებით და დაგეხმარებიან დაგროვილი სტრესისგან განთავისუფლებაში.

ლეღვთახევის ჩანჩქერი

ლეღვთახევი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც ძველი ქალაქის ცენტრს წარმოადგენდა. ამ უბანში მდებარეობს  ლეღვთახევის ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში განსაკუთრებით ზაფხულში. მდ. წავკისისთვალი ბოტანიკური ბაღიდან კლდეებზე გადმოედინება და ულამაზეს ჩანჩქერს ქმნის. კლდეების და ჩანჩქერის კომბინაცია მას ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აქცევს. აღსანიშნავია რომ იქვე მდებარეობს სახელგანთქმული აბანოთუბანიც. ჩანჩქერის მონახულების შემდეგ, შეგიძლიათ პირდაპირ გოგირდის აბანოებისკენ აიღოთ გეზი, განიტვირთოთ და ისიამოვნოთ პროცედურებით.

ონიორის ჩანჩქერი და ტობას მღვიმე

ტობას მღვიმე და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერი იშვიათი სილამაზის სანახაობას ქმნის. მღვიმიდან გამომავალი მიწისქვეშა მდინარე 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქმნის. ეს საოცრება მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადში, ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს.

აბაშას ჩანჩქერი

აბაშას ჩანჩქერი თავისი სილამაზით და ეკოლოგიური პოტენციალით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩანჩქერია. ის ზღვის დონიდან 895 მეტრზე მდებარეობს, სოფელ ბალდაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან და დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. ის უნიკალურ კლიმატს ქმნის, რაც სპეციფიკური ფლორის და ფაუნის განვითარებას უწყობს ხელს.

მახუნცეთის ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ძალზე შთამბეჭდავი ჩანჩქერი, რომელიც უამრავ მნახველს იზიდავს. 

ოკაცეს ჩანჩქერი

ოკაცეს ჩანჩქერი მდ. საწისქვილოს ხეობაში მდებარეობს და სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერს წარმოადგენს. პირველი ორი საფეხური წარმოიქმნება მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზე. მათი სიმაღლე 25 და 70 მეტრს აღწევს. ნაკადი წარმოიქმნება მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში. კასკადის მესამე საფეხური დაახლოებით 35 მ სიმაღლისაა. ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. კინჩხას მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მეტრზე მდებარეობს.

  „ძალიან ლამაზი ხარო მითხრა ერთმა ქალბატონმა, დავშორდი, მივხვდი, რომ აფერისტი იყო“ – რომანტიკოსია თუ რეალისტი დაუმარცხებელი „ჰალკი“

გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ჩანჩქერი დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1560 მეტრზე მდებარეობს. ჩანჩქერთან მისასვლელად დარიალის ხეობაში უნდა დაეშვათ და ყვავილებით გარშემორტყმულ, ვიწრო ბილიკს უნდა გაუყვეთ ფეხით (დაახლოებით 700 მეტრი). გველეთის ჩანჩქერი რეალურად დიდი და პატარა ჩანჩქერისგან შედგება.

სამცვერა ჩანჩქერი

სამცვერა ჩანჩქერი, იმერეთში, სოფელ საზანოში, მდ. ძუსაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 194 მეტრს აღწევს.

შდუგრას ჩანჩქერი

შდუგრას ჩანჩქერი სვანეთში მდებარეობს, მან მთელს საქართველოში გაითქვა სახელი თავისი სილამაზით. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ის ერთ-ერთ ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ჩანჩქერია. შდუგრას ჩანჩქერამდე მისვლა საფეხმავლო ბილიკითაა შესაძლებელი.

გურგენიანის ჩანჩქერი (ნინოსხევის)

გურგენიანის იგივე ნინოსხევის ჩანჩქერი, ლაგოდეხში, მდ. ნინოსხევზე, ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 40 მეტრს შეადგენს. საუკეთესო პერიოდი მის მოსანახულებლად გაზაფხული და ზაფხულია, როდესაც ბუნება აყვავებულია და ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე შეგიძლიათ უამრავი იშვიათი ჯიშის ყვავილი იხილოთ, მათ შორის ლაგოდეხის ნაღველა, ლაგოდეხის თეთრყვავილა, იულიას ფურუსულა, ჯონჯოლი, ლაფანი, წაბლა, ქართული მუხა.

ქადაგიძის ჩანჩქერი

ქადაგიძის ჩანჩქერი 4 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც სოფელი საზანოში მდ.ძუსაზე, ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. ზაფხულში, წყლის დონე მნიშვნელოვნად იწევს დაბლა, ამ დროს შესაძლებელია 25 მეტრიანი სიგრძის გამოქვაბულის შესასვლელის დანახვა. ჩანჩქერის გვერდით შეგიძლიათ იხილოთ პრეისტორიული ნაკვალევი.

 

წყარო 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

0

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება.

მათივე ცნობით, 21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 07:00 საათამდეც, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. ამ დროის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იქნება პირველი რესპუბლიკის მოედნამდე და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე.

გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.

რა საფრთხეებზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე…

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!

„ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!
პიკი იქნება თებერვლის დასაწყისში!
მდიდრები ისევ იცრებიან, ღარიბები ვერა!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ნინოწმინდის კომპლექსი – მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები

0

ნინოწმინდა (საგარეჯო)

ნინოწმინდის კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან 50-ოდე კილომეტრის მანძილზე. ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი. გადმოცემის თანახმად წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის საპატივსაცემოდ აშენდა ეს ტაძარი. იგი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ, რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს.

საქართველოს პერსპექტივა / www.perspektiva.ge - ნინოწმინდა ნინოწმინდის  კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან 50  ...

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია ტაძარი და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე ტაძრის ეზოშია. გადმოცემის თანახმად, ერეკლე II-ს ნინოწმინდის ტაძრის გუმბათის ნახვისას, გულისტკივილით უთქვამს ტუსიშვილისთვის: ტაძარი კი დაგიმშვენებია, მაგრამ მოგიკლავსო. მართლაც 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. 1848 წელს კიდევ სხვა კედლებიც დაინგრა და დღეისათვის მხოლოდ ერთი კედელიღაა მთლიანად შემორჩენილი. ტაძრის გვერდით დგას XVI ს-ის კოშკი-სამრეკლო, რომელიც ხშირად მტრისგან იფარავდა ხალხს. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს. ნინოწმინდის საეპისკოპოსო მეფეთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კათედრალს თავის დროზე დახმარებიან კახეთის მეფენი ლევანი,ალექსანდრე და დავით I, ქართლის მეფენი როსტომი და არჩილი. ნინოწმინდა განსაკუთრებით დაწინაურებულა ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მეფობის დროს.

Sak_Gareja17_026 | ნინოწმინდის მონასტერი / Ninotsminda Monas… | Flickr
მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები – ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.) , საბა ტუსიშვილი და სხვა.
XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჟამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. 2003 წლიდან აღდგა საგარეჯო – ნინოწმინდის ეპარქია და აქვე განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.

წყარო:

ბათუმის ბულვარი – ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ

0
ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარში ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ.
ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ძველი ველობილიკის რეაბილიტაცია და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული მონოლითური რკინაბეტონის ველობილიკი.
საპროექტო ტერიტორია მოიცავს ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ ველობილიკს, რაც ჯამში, 6 000 გრძივ მეტრს შეადგენს.
განახლებული ველობილიკი კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ველოგადაადგილებას.
პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით, შეიზღუდება ველოგადაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ველომოყვარულებსა და ბაღის ვიზიტორებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
პროექტი შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე და შეთანხმებულია სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“-თან.

ნახეთ, რა დატვირთვა ჰქონდა ქართლ-კახეთის დარბაზულ სახლებს

0

ქართლ-კახეთი ცნობილია დარბაზული სახლებით, რომლებიც საინტერესოა როგორც არქიტექტურულად, ისე სოციალური დანიშნულებით. აქ მთავარი ელემენტი ხისგან გამოთლილი ორი დედაბოძია. დედაბოძზე ხშირად გამოსახავდნენ სხვადასხვა ორნამენტს: ფრინველებს, ჯვრებს, ყვავილებს, წრეებს, ვარსკვლავებს, მზესა და მთვარეს.

ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ კერა, დედაბოძი და გვირგვინი, რომელიც სახლის გადახურვას კრავდა, ოჯახის მთავარი სიწმინდეები იყო. ყველა რიტუალი სწორედ დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა. სახლში მოყვანილ პატარძალს კერას სამჯერ შემოატარებდნენ ხოლმე, დიასახლისი დალოცავდა, რაც ოჯახში მიღებას ნიშნავდა. ხალხი ფიქრობდა, რომ გარდაცვლილთა სულები სწორედ კერასთან იყრიდნენ თავს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ის 1912 წელს დაარსდა

0
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ის 1912 წელს დაარსდა. ბოტანიკური ბაღის დაარსება უკავშირდება ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრია კრასნოვის, სახელს. 1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი გახდა.
ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.
მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბოტანიკურ ბაღში შეგხვდებათ: იელების მდიდარი კოლექცია, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკის მრავალი სამრეწველო ჯიში, მამონტის ხე, მარადმწვანე სექვოია და სხვა.
           

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გასაოცარი ხედები, მრავალფეროვანი ბუნება, მშვიდი გარემო

0

კოტეჯი სოჭი/COTTAGE SOCHI

ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გასაოცარი ხედები, მრავალფეროვანი ბუნება, მშვიდი გარემო, ეს ის მცირედი ჩამონათვალია რასაც ამ ულამაზეს, რაჭაში მდებარე კოტეჯში ეზიარებით.

დამატებითი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ იხილეთ აქკოტეჯი სოჭი რაჭაში / Cottage Sochi in Racha

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.