თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, ახორციელებს ახალ ინიციატივას – „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი“.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდეს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო რესურსით და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაინერგა მოკვლევისა და მონიტორინგის სისტემა, რომელმაც მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდა უნდა უზრუნველყოს. ამავე საკონსულტაციო კომპანიამ პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე, გამოიკვლია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოებისა და გადაადგილების სიმარტივესთან დაკავშირებული საჭიროებები, რათა სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, შშმ პირებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო და სამომავლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ხელსაყრელ პლატფორმად გადაიქცეს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მგზავრებმა ნებისმიერი ხარვეზი სატრანსპორტო კომპანიას თავად შეატყობინონ.
„პროექტის – „ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემო“ წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მგზავრებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა თავად ჩაერთონ და სატრანსპორტო კომპანიას შეატყობინონ მგზავრობისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ. ამ მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება პროექტის ფარგლებში შემუშავებული აღრიცხვის მექანიზმის მეშვეობით მოხდება, ხოლო ინფორმაცია ხარვეზების შესახებ გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის სამსახურებსა და სხვა უწყებებს. პროექტის მიზანია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესებში. ასევე, გაიზარდოს მოტივაცია – დაიცვან, როგორც საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, შეტყობინებების დატოვება მგზავრებს კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 44 44 შეეძლებათ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
- გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს
- „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500- ამდე პროექტი, მათ შორის, 60-ამდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემა
- „ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხშირად მესმის თქვენგან ეს პრეტენზია…“
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2026). ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნის მიზნით, მგზავრთა აქტიური ჩართულობის პროექტი. 17 ივნისი, 2026. https://shenidasveneba.ge/ინკლუზიური-და-უსაფრთხო-ს/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314