ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად …“

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად …

„ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად … 2022 წლის მაჩვენებლებისკენ მიდის საქმე. პრინციპში უკვე მისულია…“

საქართველოში სავარაუდოთ თებერვლის თვე იქნება რთული ამ მხრივ…
Levels of SARS-CoV-2 in Massachusetts monitored by wastewater surveillance have nearly reached the levels seen at the peak of the first Omicron wave in the winter of 2022. Many other US States display very high levels of Covid-19 by wastewater measurements.

თორთომის ციხე – “თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქები…”

0
თორთომის ციხე - “თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქები…”
#image_title

თორთომის ციხე

“თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქები…”
იმირ ტაოში, მდ.ევფრატის სათავეებთან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, თორთომის ციხე მდებარეობს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ თორთომის ციხესთან ერთ დროს დიდი ქალაქი არსებობდა. ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. ქ.რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა.
XV საუკუნის დასაწყისში თორთომის ციხე თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს წარმოადგენდა ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს. 1549 წლის დეკემბერში კი ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი თორთომს – “გურჯისტანის ქვეყნების” დედაქალაქად მოიხსენიებს.
ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთომის ციხე, ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა, სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის – ასიას სატახტო ქალაქი.
თორთომი ეკლესიურად იშხნის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა, აქ იყო ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თორთომს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრეთიდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII საუკუნეში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები, შემდგომში თორთომი სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შევიდა, XVI საუკუნეში კი მას საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.
წყარო – გ. ქავთარაძე – უძველესი ტაო ისტორიულ – გეოგრაფიული თვალსაზრისით – 2
შეიძლება იყოს მონუმენტი გამოსახულება
წყარო: საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თუშეთის ეროვნული პარკი – სასტუმროები და ღამის გასათევი ადგილები

0

თუშეთის ეროვნული პარკი

ალაზნისთავის ტურისტული თავშესაფარი

მისამართი: ალაზნისთავი
საკონტაქტოპირიგიორგი ბაკურიძე, სოფო რაინაული;
ტელეფონი+995 577 10 18 92, +995 577 10 18 91;

ფასიკვებისგარეშეღამისთევა 1 ადამიანი – 10 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 7 ლარი;

ტურისტულ თავშესაფარში  ჯამში  12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე ადგილით და დაანთოთ  კოცონი. თან იქონიოთ საკვები, პარალონი და საძილე ტომარა.

თუშეთს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი

მისამართი: სოფელი ქვემო ომალო, თუშეთი
საკონტაქტო პირი: მაყვალა მელაიძე
ტელეფონი: +995 599 10 45 90

ფასი კვების გარეშე: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 7 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სველი წერტილები კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,ლამატა”

საოჯახო სასტუმრო „ლამატა“
მისამართი: სოფელი ვერხოვანი
საკონტაქტო პირი:  ანზორ კირიტიული
ტელეფონი: +995 599 70 03 78; +995 599 70 03 78
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 9 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,სარგირი”

საოჯახო სასტუმროების ქსელი „სარგირი“
მისამართი: სოფელი ალისგორი
საკონტაქტო პირი:  ფატი მიშიძე; ვაჟა კარდლიძე.
ტელეფონი: +995 555 30 02 21; +995 555 30 02 21;
+995 599 77 55 43; +995 599 77 55 43
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,კრიოსკარი”

საოჯახო სასტუმრო „კრუისკარი“
მისამართი: სოფელი დოჭუ
საკონტაქტო პირი:  უსუფი თორღვაიძე
ტელეფონი: +995 599 28 56 47; +995 599 28 56 47
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 8 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 21 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,სოსო ბაკურიძე”

სოსო ბაკურიძის საოჯახო სასტუმრო
მისამართი: სოფელი ჩიღო
საკონტაქტო პირი:  სოსო ბაკურიძე
ტელეფონი: +995 599 10 02 19; +995 599 10 02 19;
+995 551 14 24 43; +995 551 14 24 43
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 3 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,დიკლო”

საოჯახო სასტუმრო „დიკლო“
მისამართი: სოფელი დიკლო
საკონტაქტო პირი:  გულნაზი ხელაიძე
ტელეფონი: +995 599 77 53 72; +995 599 77 53 72
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 2  საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,ძველი თუშეთი”

საოჯახო სასტუმრო „ძველი თუშეთი“
მისამართი: სოფელი შენაქო
საკონტაქტო პირი:  ელდარ ბუქვაიძე
ტელეფონი: +995 558 27 20 06  +995 558 27 20 06
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 13 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,შენაქო”

საოჯახო სასტუმრო „შენაქო“
მისამართი: სოფელი შენაქო
საკონტაქტო პირი:  ელენე გაგოიძე
ტელეფონი: +995 599 48 18 12;  +995 599 48 18 12+995 558 63 97 22; +995 558 63 97 22
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 10 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,ლოელი”

საოჯახო სასტუმრო „ლოელი“
მისამართი: სოფელი შტროლთა
საკონტაქტო პირი:  ლამზირა გოთაიძე
ტელეფონი: +995 599 21 81 39; +995 599 21 81 39
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 14 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,კეხი”

საოჯახო სასტუმრო „კეხი“
მისამართი: სოფელი ხახაბო
საკონტაქტო პირი:  გიორგი ბაკურიძე
ტელეფონი: +995 557 14 39 07; +995 557 14 39 07;
+995 598 10 43 62; +995 598 10 43 62
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო „გირევი“.

საოჯახო სასტუმრო „გირევი“
მისამართი: სოფელი გირევი
საკონტაქტო პირი:  ადამო მოზაიძე
ტელეფონი: +995 591 70 38 32; +995 591 70 38 32
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 20 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო “კომიტო”

საოჯახო სასტუმრო “კომიტო”
მისამართი: 
სოფელი ჩეშო
საკონტაქტო პირი: 
ეკატერინე აბალოიდზე
ტელეფონი: 
 +995 591 25 74 02; +995 591 25 74 02
ფასი საუზმით: 30 ლარი.

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 16 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. კეთილმოწყობილი სველი წერტილით.

საოჯახო სასტუმრო ,,ჯიქი”

საოჯახო სასტუმრო „ჯიქი“
მისამართი: სოფელი ჭეშო
საკონტაქტო პირი:  ელდინო ჯანგულაშვილი
ტელეფონი: +995 599 58 58 39; +995 599 58 58 39
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 10 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 22 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო “კვავლო”

საოჯახო სასტუმრო “კვავლო”
მისამართი:
 სოფელი კვავლო
საკონტაქტო პირი: ბესიკ გოცირიძე
ტელეფონი: +995 591 01 26 90; +995 591 01 26 90;
+995 599 68 76 90+995 599 68 76 90
ფასი საუზმით: 30 ლარი.

სტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 20 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

რატომ არის თვითმფრინავების უმეტესობა თეთრად შეღებილი?

0
რატომ არის თვითმფრინავების უმეტესობა თეთრად შეღებილი?
#image_title

საღებავის თეთრი ფერი ფულს ზოგავს! ფრენის დროს, თვითმფრინავები ცხელდებიან მზისა და ბორტზე არსებული მრავალი ტექნიკური მოწყობილობის გამო. რაც უფრო თბილია თვითმფრინავი, მით მეტი ენერგია უნდა დაიხარჯოს გაგრილებაზე. ეს ნიშნავს: მეტი საწვავის მოხმარებასა და მეტ ხარჯს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

საღებავის მუქი საფარი პრობლემას მხოლოდ გააუარესებს, რადგან მუქი ფერი მზის სხივებს მაგნიტივით იზიდავს. შედეგი: კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა თვითმფრინავის გაგრილებაზე, რაც კიდევ უფრო დიდ ხარჯებს უდრის.

სწორედ ამიტომ ირჩევენ ავიაკომპანიები თეთრ ფერს. საღებავი ისხლეტს მზის სხივებს და ინარჩუნებს თვითმფრინავს უფრო გრილად. ეს საშუალებას იძლევა, საწვავის მოხმარება ნორმის ფარგლებს არ გასცდეს და ხარჯები გაკონტროლდეს. ამიტომ, ავიაკომპანიების უმეტესობა მუქ საღებავს არ იყენებს.

მდინარეების დათევზიანების პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა

0

მდინარეების დათევზიანების პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა.

სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტა ველურ ბუნებაში ადაპტაციას მარტივად ახდენს.

მდინარეების ხრამი და მართალხევი დათევზიანების პროცესში მონაწილეობა, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე

0
როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე
#image_title

როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე.

26 სექტემბრიდან, დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 26-ში დღის მეორე ნახევრიდან, 2 ოქტომბრამდე უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი იქნება.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, 28 სექტემბრიდან, 2 ოქტომბრის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს.

30 სექტემბრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, 2-3 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა.

დედაქალაქს რაც შეეხება, 28 გრადუსი ფიქსირდება. 30 სექტემბრის ჩათვლით, 3-4 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა.

2 ოქტომბრამდე, საქართველოში უმეტესად თბილი ამინდები იქნება.

ადგილი,სადაც პირველად დაბინავდა წმინდა ნინო, ამ ადგილას წყარო წამოვიდა…

0

მცხეთაში, ეს არის ადგილი,სადაც პირველად დაბინავდა წმინდა ნინო,
ამ ადგილას წყარო წამოვიდა, რომელიც დღემდეა და განკურნების ძალა აქვს, სახელად „ძუძუს წყარო”, რადგან წყალს დედის რძის გემო აქვს.
ასევე დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი,რომელიც სითბოს გამოყოფს.
სიმშვიდე მოგვმადლოს ჩვენი წმინდანების მადლმა, შეგვეწიოს უფალი და დედა ღვთისა, შეგვეწიოს წმინდა ნინო და მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის მადლი.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორი იქნება ახალი ზოოპარკი…

0
როგორი იქნება ახალი ზოოპარკი.
სპეციალური შენობა ჟირაფებისთვის, აუზი ბეჰემოთებისთვის და ვოლიერები დიდი კატებისთვის

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

20- 21 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:

🌦 ქ. თბილისში  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი. 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +15, +18 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 20 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 21 ნოემბრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 20 ნოემბერს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო):  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

🔗 ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა

0

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია არის პროცედურა, რომლის შესახებაც, საქართველოში დღეს ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა. ეს არის წელის ტკივილის მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი – არჩილ ერისთავი – გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა გავა-წელის მიდამოს ეპიდურულ სივრცეში.

რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

ეპიდურალური ინიექცია ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.

რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?

  • ხერხემლის არხის სტენოზი
  • რადიკულოპათია
  • ხერხემლის დისკის თიაქარი
  • ხერხემლის დეგენერაცია
  • წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი

როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?

ინიექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი (რამდენიმე თვიანი) ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინიექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე.

როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაჰყავთ უშუალოდ პროცედურის წინ.

პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი და ძირითადად უმტკივნეულოა. პროცედურიდან 30-40 წუთში პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან.

პროცედურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვედს.

თუ გაწუხებთ წელის ტკივილი ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაუკავშირდით კონსულტაციისთვის:

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, MD, PhD

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

Web: https://www.neurosurgeon.ge/ka

არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.