საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე გაეცნობიან

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება.

საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებში. გაიმართება სპეციალური ღონისძიებები A Taste of Georgia და Georgia The home of wine.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ მონაწილეებს. The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო და ქვევრის ნატურალური ღვინო იქნება წარმოდგენილი.

20 და 21 ივლისს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ფესტივალის მონაწილეები ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ სამზარეულოს, იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

The National Geographic Traveller-ის გასტრონომიული ფესტივალი მთელი მსოფლიოდან პოპულარულ შეფებსა და კულინარიის ექსპერტებს მასპინძლობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2019 წლიდან ტარდება. ფესტივალში წელს 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან. ლონდონის ფესტივალს 6 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრება.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე გაეცნობიან. 23 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/საქართველოს-გასტრო-ტურის/

READ  მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება - ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები
სტატიის ციტირება
ანა დოლიძე. საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე გაეცნობიან [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/
shenidasveneba.ge
author avatar
ანა დოლიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network